X-treme user Posted March 7, 2011 Posted March 7, 2011 ვაგრძელებ Enermax-ის თემას და ამჯერად წარმოგიდგენთ მის ახალ კეისებს. კორპუსი Hoplite-ი განკუთვნილია ATX ზომის სისტემური პლატებისათვის. ის აღჭურვილია სამი სლოტით ხსნადი HDD-ებისათვის (წინა და ზედა კედელზე) და ორი USB 3.0 პორტით. ამ მონსტრისებურ კორპუს ECA5020-ში შესაძლებელია 20-მდე (!) ფენის დამონტაჟება. ATX ზომის პლატებისათვის განკუთვნილი 'ტაუერის' გაბარიტები შეადგენს - 64 х 235 х 640 მმ-ს. ხოლო შასი გათვლილია 14 მყარი დისკისათვის. ზედა კედელზე განთავსებულია SATA ინტერფეისის მქონე დისკებისათვის განკუთვნილი სადგური. SpineRex კორპუსი ჯერ კიდევ CeBIT-ის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ხოლო ამ განვლილ დროში მასზე განხორციელდა ყველა რეკომენდაციის შესაბამისი რიგი ცვლილებები. მისი ზომები შეადგენს 544 х 213 х 591 მმ-ს და მასში შესაძლებელია ATX ზომის დაფებისა და 6 ფენის განთავსება. ხოლო 25 სმ-იანი ვენტილატორი უკვე დაყენებულია გვერდითა პანელზე. მოდელი ECA3230 — ECA5020-ის უმცროსი ძმაა და ისიც ასევე განკუთვნილია ATX ზომის დაფებისათვის.გაბარიტები შემდეგნაირია - 520 х 221 х 505 მმ, ხოლო შეტანა-გამოტანის პანელზე გამოტანილია USB 3.0 პორტი. შიგნით კი, შესაძლებელია 9 ცალი ფენის მოთავსება. IXBT 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.