Jump to content

Recommended Posts

Posted

ვაგრძელებ Enermax-ის თემას და ამჯერად წარმოგიდგენთ მის ახალ კეისებს. კორპუსი Hoplite-ი განკუთვნილია ATX ზომის სისტემური პლატებისათვის. ის აღჭურვილია სამი სლოტით ხსნადი HDD-ებისათვის (წინა და ზედა კედელზე) და ორი USB 3.0 პორტით.

c8694e29ae39.jpg

0dc09e39a7ba.jpg

1cee3952ea68.jpg

320153514101.jpg

ამ მონსტრისებურ კორპუს ECA5020-ში შესაძლებელია 20-მდე (!) ფენის დამონტაჟება. ATX ზომის პლატებისათვის განკუთვნილი 'ტაუერის' გაბარიტები შეადგენს - 64 х 235 х 640 მმ-ს. ხოლო შასი გათვლილია 14 მყარი დისკისათვის. ზედა კედელზე განთავსებულია SATA ინტერფეისის მქონე დისკებისათვის განკუთვნილი სადგური.

e6c09dedf20e.jpg

c70f28c84483.jpg

15938193c92d.jpg

2eaaab52d9c5.jpg

SpineRex კორპუსი ჯერ კიდევ CeBIT-ის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ხოლო ამ განვლილ დროში მასზე განხორციელდა ყველა რეკომენდაციის შესაბამისი რიგი ცვლილებები. მისი ზომები შეადგენს 544 х 213 х 591 მმ-ს და მასში შესაძლებელია ATX ზომის დაფებისა და 6 ფენის განთავსება. ხოლო 25 სმ-იანი ვენტილატორი უკვე დაყენებულია გვერდითა პანელზე.

73a43feb308d.jpg

ef91ef1c425e.jpg

f4670ed6218a.jpg

14d690fb7828.jpg

467fc8adbaba.jpg

მოდელი ECA3230ECA5020-ის უმცროსი ძმაა და ისიც ასევე განკუთვნილია ATX ზომის დაფებისათვის.გაბარიტები შემდეგნაირია - 520 х 221 х 505 მმ, ხოლო შეტანა-გამოტანის პანელზე გამოტანილია USB 3.0 პორტი. შიგნით კი, შესაძლებელია 9 ცალი ფენის მოთავსება.

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.