Jump to content

Recommended Posts

Posted

ისე დავგუგლე და სხვა უკაბელო მაუსებზეც ქონია ეგ ბაგი, ანუ სულ რომ იტენება მაუსი და რეალურათ დატენილია უკვე, უბრალოთ ინდიკატორი არ გიჩვენებს რომ ბოლომდე დაიტენა, მანდ რამდენიმე რაღაცის გამო შეიძლება ქონდესო ეგ პრობლემა, ერთ-ერთი სოფტის ბრალიც კი იყოსო შეიძლება, ეგ პროცედურა გავიარე უკვე, ანუ უნდა გითიშო მაუსი 1 წუთით, მერე ისევ მიაერთო და ნახო გასწორდა თუ არა, ეგ პრობლემა შეიძლება ქონდესო თუ ჰაბზე გაქვსო მიერთებული შნური, როგორც მე დელის მონიკზე მაქვს ეხლა დასმული, მაგასაც გადავამოწმებ ცოტა მოგვიანებით რომ გავა ზუსტათ 3 საათი დატენვიდან, ჯერ ინდიკატორიც 3 კუბიკს მიჩვენებს 4-ან მარტო, ანუ ეხლა ჯერ არცაა ბოლომდე დატენილი, მესამე ვარიანტი უკვე მაუსის პრაშივკის პრობლემაა, თუმცა მეორე ვარიანტს მოგვიანებით შევამოწმებ და პირდაპირ კეისის უსბ პორტზე მივაერთებ როცა გავა სამი საათი მინიმუმ დატენვიდან, პრაშივკის განახლება არ ჭირდება აშკარათ, ვერაფერს პოულობს სოფტი, თვითონ კაბელის ბრალიც იყოსო შეიძლება რაც მოყვა კომპლექტში, აქამდე არ დავინტერესებულვარ მაგ ბაგით, მეგონა მე ვერ ვგებულობდი რაღაცას, თურმე მართლა უნდა გაჩერდეს ციმციმი სკროლის კნოპკაზე და დარჩეს განათებული ეგ კნოპკა ციმციმის გარეშე, ეგ 100% რომ დაიტენება მაუსი მაგის შემდეგ უკვე, მანამდე ციმციმებს, მაგრამ ჩემთან არ ჩერდება არასდროს და ჯერ ვერ დავფიქსე ეგ ბაგი ლოლ, არაა გამორიცხული ჰაბის ბაგიც იყოს, რამდენიმე საათში ცალკე მივაერთებ მაზერის პორტზე პირდაპირ კეისში და მაგასაც გამოვრიცხავ, თუ ეგ ბაგი აქვს არაა პრობლემა გადავაერთებ ხოლმე შნურს კეისში რომ გავიგო დაიტენა თუ არა, ან შეიძლება ეგ არც ჭირდებოდეს და 3 საათი რომ გავა გამოვაერთებ უკვე შნურს მაგის შემდეგ, ცალკე სოფტში არა აქვს 100% მაჩვენებელი დატენვის, ბანალურათ 4 კვადრატია, 4-ზე როცა დგას მაინც ციმციმებს შნურს რომ ვაერთებ, ანუ როგორც ჩანს რაღაცა ბაგია, ვითომ ეგ ბაგი შეიძლება გასწორდესო თუ ბოლომდე დაცლითო ბატარეიკას მაუსის, ანუ უნდა გაითიშოს მაუსი, მერე რომ დატენი ბოლომდე ვითომ გასწორდებაო ეგ პრობლემა, მაგასაც ვცდი ჯერ უსბ ჰაბის პრობლემას გამოვრიცხავ მაინც,ისე მოგვიანებით შევამოწმებ ლედ განათების გათიშვით და გერცოვკას დავუწევ კიდე და აღარ ვახლებ ხელს, შეიძლება ვერ ასწრებს ბოლომდე დატენვას ყველაფერი რომ ჩართული მაქვს ეხლა, არც ეგაა გამორიცხული, რაღაცა მგონი გაასწორებს წესით მაგ ბაგს ზემოთ ჩამონათვალიდან, დასატესტია მოკლეთ სათითაოთ უკვე რომ გავა 3 საათი მაგის შემდეგ, თუმცა ბატარეიკას დაცვლას ბოლომდე გაცილებით მეტი დრო დაჭირდება, 1 დღე ძლებს თითქმის და მაგიტომ მგონი, ბოლოს 20% ნაკლები რომ რჩება ითიშება ლედ განათება და მაგის გარეშე მუშაობს მაუსი, ეხლა neon ეფექტზე ცოტა დავტვიკე და ფაქტიურათ 24+ საათი ძლებს უკვე ისე რომ ლედ განათება არ გაითიშოს, ბოლომდე დაცლით მეტ ხანს გაგიძლებს განათების გარეშე, კიდე ერთ-ერთი მაგის დასაფიქსი ხერხი ყოფილა ახალ ნაყიდ მაუსზე 5-6 საათი უნდა დატენოო თავიდან და სწორდებაო ციმციმი მაგის შემდეგ, არც ეგ მიცდია, ნუ 6 საათი ნამდვილათ არ მქონია ჯერ მიერთებული დასატენი, ჯერ უსბ ჰაბს შევამოწმებ და მოგვიანებით მაგ 5-6 საათიან დატენვასაც, თუმცა მეეჭვება მაგან რომ ეგ საასწოროს რაღაც, ჰაბიდან გამოერთება უფრო უშველის მგონია ან შეიძლება მაუსის ბატარეიკის ბოლომდე დაცლა, არ გამოვრიცხავ Z97 მაზერის და USB-C კაბელის შეუთავსებლობის ბრალიც იყოს რომ არ ქვრება დატენვის ინდიკატორი და სულ მიმციმებს სკროლის კნოპკა, კი მუშაობს მშვენივრათ უსბ 3.0-2.0 მაგრამ აშკარათ რაღაცა ბაგი აქვს რომ არ ჩერდება ციმციმი 3+ საათის შემდეგაც

Posted

მოკლეთ თითქოს უსბ ჰაბის ბრალი ყოფილა, დაჟე სმარტფონის დამტენზე მივაერთე ეხლახან და მანდ ჩაქვრა ერთ 20 წუთში ნათურა რომ დაიტენა ბოლომდე, მერე მივაერთე უკვე მაზერზე ოღონდ პირდაპირ, მანდაც ჩაქვრა 20 წუთში ნათურა, თურმე უნდა ჩაქვრეს და არ უნდა ციმციმებდეს, მოკლეთ სწორათ აჩვენებს აგრეთვე ცალკე სოფტიდანაც, რომ ქვრება ნათურა მწვანე 4 კვადრატიანი იკონკა ეძრობა და ეგ არ ჩანდა უსბ ჰაბზე, ეხლა ვტესტავ და ჯერ-ჯერობით ჩემი ფეხები მანდ არ უნდა ბოლომდე დატენვა, ნეტა ეგ ბაგი არ გასწორდება, მაინც ვაცლი ეხლა ერთი 20 წუთი როგორც სხვა კაბელებზე დაჭირდა აქამდე, მანდ ან ციმციმი უნდა შეწყდეს, ან ჩაქვრეს ნათურა თუ სკროლის კნოპკაზე გამორთული გაქვს ლედი, შეიძლება მაგის ცალკე გათიშვაც სეთინგებიდან, ჩემთან ეგ არ ქვრება უსბ ჰაბით, რაღაცა შეუთავსებლობაა ან ძაბვა არ ყოფნის, აბა სხვა უსბ პორტზე ვცდი კიდე კლავიატურა რაზეც მაქვს მიერთებული, სულ სამი პორტია მონიკზე, ერთ-ერთში მაუსის ვაიფაი მიმღები მაქვს ჩარჭობილი, დანარჩენ ორში კლავა-მაუსი, სოფტის პრობლემა უფრო მგონია მე ვიდრე ძაბვის, რაღაცა შეუთავსებლობაა ჰაბთან ალბათ სიგნალს ვერ იღებს წესიერათ მაუსიდან უსბ-ზე რომ დაიტენა ეტყობა, რეალურათ ფაქტიურათ დატენილია ან 99.9% და ვერ ადის 100% რატომღაც რაღაცის გამო, თუ შეიძლება რესივერი 2.0 პორტში მიერთეთო, თურმე ეგეც მოქემდებს უსბ ჰაბში თუ ორივე გაქვს უსბ 3.0 მიერთებული პამეხებს იწვევსო ხშირათ

lol დავფიქსე ეგეც როგორც იქნა, კაროჩე თურმე არ ყვარებია რატომღაც მაგ მაუსს USB DAC-UP (Gigabyte Feature) სპეც პორტი რაზეც მგონდა ყოველთვის ჰაბი შერჭობილი მონიტორზე, ჰაბის ბრალი სულაც არ ყოფილა, როგორც კი გამოვაერთე usb dac-up პორტიდან ჰაბის შნური და შევაერთე მაზერის უსბ 3.0 პორტში ეგრევე გასწორდა ეგ ბაგი, არ გამოვრიცხავ მართლა არ ყოფნის მაგ მეორეზე ენერგია ბოლომდე, უსბ 3.0 900MV შეძლებია ეხლა რომ გადავამოწმე, ჩემ მაუსზე 600მვ პატარეიკა აქვს და უსბ 2.0 კიდე 500მვ თავი აქვს მარტო და ეს usb dac-up ვერ დავადგინე რაზე მუშაობს ან საერთოდ მორყეულია მგონი და ახურებს, გადავრთავ აწი უსბ 3.0 თან ეგ პლავნათ ერჭობა და არაა მორყეული აშკარათ, ეგრევე დაიტენა ლოლ მაგაზე რომ გადავრთე, ანუ დატენილია მაუსი და არ მაჩვენებდა მაგ მეორე პორტზე , თურმე სოფტიდანაც აჩვენებს რომ დაიტენა, მაგრამ ეგ არაა საჭირო რახან აღარ ციმციმებს მაუსის სკროლის კნოპკა ყვითლათ, რომ იტენება ეგეთივე ეფექტები აქვს რაზეც განათების პრესეტი გიყენია უკვე, ყვითელი ციმციმი ქრება, დაიფიქსა ეგ ბაგიც, მაუსის ბრალი ნაკლებათაა, უფრო მაზერის ეგ პორტი ატრაკებს და ძაბვა არ ყოფნიდეს შეიძლება ბოლომდე, შეიძლება რაღაცა სხვა ნუანსია არ ვიცი, დატენილზე აი ასე აჩვენებს მოკლეთ სოფტში უკვე როცა აღარ ციმციმებს ნათურა და არანაირი 20 წუთი დაცდა არ ჭირდება ეგრევე მაჩვენებს რომ დაიტენა უკვე მაუსი როგორც კი გადავრთე მეორე პორტში:

FC6OFoV.png

ისე improve pointer precision გალოჩკის მონიშვნა ცალკე სეთინგებიდან აღარ ყოფილა საჭირო, თუ გაქვს უკვე მონიშნული ვინდოუს 11 მაუსის სეთინგებში enhance precision-ის ეგ მეორე ზედმეტია, შეიძლება ცუდათ მოქმედებდეს ეგ ორი სეთინგი ერთმანეთზე თან, ეგ გამოვურთე და მაინც ძალიან გლატკია, რახან იქ მიყენია ეგ და მანდ აღარ ჭირდება მონიშვნა, მგონი დაჟე მაგის გარეშე უფრო გლატკათ მუშაობს ეხლა რომ ვტესტავ, ვიდრე მანამდე მაგითი, აი აქ მაქვს მოკლეთ მონიშნული ეგ ფიშკა:

BMYfGNy.png

თუმცა მოგვიანებით მაგას გამოვურთავ და იმ მეორეს ჩავურთავ მაინც რომელი უფრო გლატკია, 2დ რეჟიმში ძალიან პლავნათ უბერავს მაგითი, მაგის გარეშე აჩქარებული ეფექტი აქვს და უფრო რთული სამართავია მაუსი მაინც დაჟე DPI 1600-ზეც კი, ლოლ ეხლა usb 3.0-ზე super speed usb ჩაირთო, მაჩვენებს gointerrupt policy უტილიტაში ეგეთ რაღაცას, ეგ უფრო მაღალი გამტარობის და ძაბვის პორტი ყოფილა იმ მეორეზე

Posted

ლოლ მაგის ბრალიც არ ყოფილა, როგორც ჩანს კასპერსონი ზღუდავს რაღაცას და როცა იტენება აღარ აჩვენებს ლოლ ინდიკატორი, რომ გავთიშე გუშინ კასპერსკი ეგრევე დამიწერა რამდენიმე წუთში დაიტენაო, დღეს კიდე დავაკვირდები, ისე კი ნეონ პრესეტზე სამჯერ-ოთხერ უფრო სწრაფათ ჯდება ბატარეიკა, ლამის 12 საათი ძლებს მარტო და მერე ციმციმს იწყებს უკვე, ვიდრე სხვა განათების პრესეტებზე, ეხლა სხვა ვარიანტს ვტესტავ და ჯერ ბევრათ დიდხანს ძლებს მაგაზე, ერთი კვადრატიც არ მოკლებია და ერთი 4-5 საათი კი მაქვს უკვე გაშვებული, ანუ 1 დღეზე დიდხანს ძლებს სხვა პრესეტებზე, არაფრის დაკლება აღარ უნდა, ნეონზე 6-6 მაგივრათ სიკაშკაშე-სისწრაფის ეფექტი რომ 4-4 ჩამოვწიო მაქსიმუმ 20 საათი გაძლო მგონი მარტო, ხელუხლებელზე მაგდენის თავიც არა აქვს, ასე 15 საათი ძლებს ბოლომდე დაცლით ეგეც, მაგრამ 12 საათში ითიშება უკვე განათება ისე მალე ცლის მაგაზე, ისე ბლუთუთზე ოთხჯერ დიდხანს ძლებსო, მაგრამ მაგაზე აღარ დამიტესტია, pooling rate მარტო 250 გერცზე უბერავს მანდ 1000 მაგივრათ, როგორც ეგ 2.4g რეჟიმშია და აღარ დამიტესტია, მაგრამ ეგ ვარიანტი კარგი იქნება საოფისეთ, ლამის 3 დღე ძლებსო განათების გარეშე ოღონდ მაგ რეჟიმში დატენვის შემდეგ, თუ არ იტყუებიან 120 საათამდეო, ოღონდ ლედ განათების გარეშე და 250 გერცზე მარტო, პრინციპში განათების გარეშეც 1000 გერცზე 60 საათამდე შეუძლია 2.4 რეჟიმშიც მუშაობა, უფრო კარგათ შევამოწმებ მოგვიანებით რომ დავტენი მართლა კასპერსკი ახურებდა თუ რაღაცა თავისი ბაგი აქვს და ჩართვა-გამორთვები ჭირდება სულ უსბ კაბელზე და დარესეტება მაუსს რომ ამუშავდეს ინდიკატორი, 3 საათის შემდეგაც ციმციმებს და მაგიტომ, ცოტრა ხნით გუშინ დაცვა რომ გამოვრთე მერე გასწორდა ისევე და შეწყდა ციმციმი რამდენიმე წუთში, მანამდე ბევრი ვუჩხუკუნე ისევე შნურებს, დავარესეტე მაუსიც და არ უშველა, მაგრამ კასპერსკი შეიძლება ზღუდავს კავშირს უსბ-ან, ცალკე 2.4 შესარჭობი მაგას ვერ გააფუჭებს, რახან კაბელი მაქვს კიდე მიერთებული და მაგითი ამოწმებს დაიტენა თუ არა, 2.4 რესივერი მაგ არაფერ შვაშია მემგონი, რაღაცა მცირე შეზღუდვა აქვს ეტყობა ანტივირუსის მხრიდან და ვეღარ აფიქსირებს რომ დაიტენა ბოლომდე, ისე სხვა რეჟიმეცი საკმაოთ ლამაზი ეფექტებითაა, არაა აუცილებელი ნეონ რეჟიმში გეყენოს, მანდ შეიძლება გადართო ხოლმე როცა იტენება მაუსი მაგ დროს, დაჟე ბოლომდეც შეიძლება სიკაშკაშის აწევა შნური როცა გაქვს მიერთებული დატენვის პერიოდში, სულ 7 რეჟიმია, თუმცა არ მიძებნია შეიძლება სადმე არის კიდე სხვა შექმნილი პრესეტები მაგ მაუსისთვის განათების, მანდ ნეონ რეჟიმი გამოირჩევა, მაგაზე ბევრათ მალე უჯდება ბატარეიკა, უკვე დავტესტე სხვებზე, კიდე ერთი რეჟიმია უფრო მალე სადაც ჯდება შედარებით მგონი ბატარეიკა, დანარჩენი 5 საკმაოთ კარგათ მუშაობენ, სულ მცირე მემგონი 30-40 საათამდეც კი, არ მაქვს ეგრე დეტალურათ დატესტილი, მანდ უბრალოთ იმდენათ უნაკლო მაუსი გამოდგა, რომ მაგ პრობლემის გარდა არაფერი სხვა არ ახურებს მაუსზე, კნოპკები,დაბლკილი,სენსორი,სბორკის ხარისხი,შნური,სკროლი,ლიფტები,სხვა ტიპის გაბერვები არაფერი არა აქვს, შნური აქვს უბრალოთ მარტო 1.6 მეტრიანი, ბევრისთვის ეგ შეიძლება პრობლემა იყოს, თუმცა მე მაინც მონიკზე მაქვს მიერთებული და არ მაწუხებს შნურის სიგრძე საერთოდ, ჭრიჭინი და სირობებიც არა აქვს ან ჩაწყვეტილი შნური და გათიშვები, სენსორი კი ერთ-ერთი ტოპია ცოტა პრობლემური 3395 სენსორის შემდეგ და უფრო ახალი 3950 სენსორის კიდე რაც გამოვიდა ბოლო პერიოდში პიქსარტის, რეალურათ 3395 მართლა მაგარი მაჩვენებლებითაა და 8000 გერციანი pooling rate, მაგრამ ბევრი ბაგები ქონია და მარტო ნაწილია მაქედან ბოლო პრაშივკებში დაფიქსული, იდეალურათ ეგ სენსორი მარტო მაუსების ნაწილზე მუშაობსო ეგრე წერენ ფორუმებზე, დანარჩენზე ატრაკებს დღემდე, 3370 სენსორზე, რომელიც დაფუძნებულია ძველ 3389 ფლაგმანზე ეგ ბაგები არა აქვს საერთოდ, ფაქტიურათ უნაკლო სენსორია მაგ მხრივ, მასეთი მაღალი მაჩვენებლები არა აქვს მაგას როგორც 3395, მაგრამ მაინც საკმაოთ კარგი მაჩვენებლები აქვს, მთლათ ტოპოვი თუ არა, კარგია ეგეც ძალიან გეიმინგისთვის, 50გ აქსელერაციით 1000 გერციანი pooling rate და 400 იპს-ით, პიკური CPI 19000 ქონია მაგ სენსორზე, სხვათაშორის ახალი 3950 უკვე 700 იპს-ით ყოფილა, მაგრამ მაგიც ახურებს და პრობლემები აქვს თუ არა არ ვიცი, იდეაში უნდა გამოესწორებინათ წესით 3395 ბაგები მაგ ახალზე https://redragonshop.com/blogs/community/pixart-sensors-in-gaming-mice-explained ისე კი რანჟიროვკა სენსორების ასეთია, ახალი ფლაგმანებია 8000 გერცზე და 50გ აქსელერაციაზე 600 იპს-ით 3395 ბაგებიანი და 3950, ეგ ვაბშე 700 იპს-ზეა უკვე, წინა ფლაგმანები იყო 3389 და 3370, რაც ჩემ მაუსზე აყენია და ძირითადათ მაგას უკაბელო მოდელებზე იყენებდენ, მაგრამ გხვდება კაბელიანებზეც, ეგ უფრო ახალი სენსორია ძველ 3389-ზე მაინც, აქტიურათ იყენებდენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის უკან მაგ სენსორს, საკმაოთ ძვირიან მაუსებზეც იყო და შეიძლება ჩემი მაუსი მაგ მხრივ ყველაზე იაფიც ღირდეს ეხლა ალტაში 80 ლარათ, რომელ მაუსზეც არის ეგ სენსორი, დაჟე არ ვიცი მაგის შემდეგ რა მოდის, ასუსია სეილზე და ეგ 140 ლარი ღირს კაბელიანი თან https://alta.ge/kompiuteris-aqsesuarebi/asus-rog-gladius-iii-gaming-mouse-black-p15293 მაგ მაუსზეც ეგ სენსორი აყენია, რაღაცეებით ჯობია კიდეცო ძველ 3389 ეგ ახალი, ბატარეიკა ძლებსო უფრო დიდხანს მაგაზე მგონი და რაღაც უპირატესობა კიდე აქვს მცირე 3389-ან

Posted

მოკლეთ პირველ streaming განათების პრესეტზე უკვე 24+ საათი გაძლო 2.4 რეჟიმში 1000 გერცზე და 1600 DPI-ზე, ეხლა დავტენი და დავტესტავ რატომ არ ქვრება ციმციმი სკროლის კნოპკაზე ბოლომდე დატენვის შემდეგ, შეიძლება მართლა კასპერსონის ბრალია, რომ გავა 3 საათი მერე შევამოწმებ ისევ თუ არ გაქრა ციმციმი, ნუ გამოვრთავ დაცვას და ვაცლი კიდე რამდენიმე წუთი თუ ჩაქვრება ციმციმი მაგის შემდეგ მაინც, თითქოს წინა დატენვაზე მაგან უშველა, მაგრამ არაა გამორიცხული რაღაცა სხვა პამეხის ბრალიც იყოს, იგივე უსბ დრაივერების თუნდაც

Posted

ლოლ ისევ გაახურდა დღეს დატენვაზე, თუმცა მაინც გავასწორე, ამჯერათ თითქოს კასპერსკის გათიშვამ არაფერი დაფიქსა, უშველა ორივე მხრიდან უსბ კაბელის გამოერთებამ, მერე კი მაუსის გათიშვამ რამდენიმე წუთი, რომ ჩავრთე მომენტალურათ მიჩვენა რომ დატენილია მაუსი უკვე, ანუ გაითიშა ციმციმი, მემგონი უსბ პორტები არაფერ შვაშია, რაღაცა ბაგია მემგონი და რაღაცნაირათ სწორდება მაუსის დარესეტების შემდეგ თითქოს, შემდეგ ჯერზე კიდე დავაკვირდები, ერთ მხარეს უსბ კაბელის მიერთებულს ვტოვებ და რომ იცლება მერე ვაერთებ მაგას მაუსზე და შეიძლება ეგ ახურებდეს, ეხლა გამოვრთე მთლიანათ და მერე უკვე ერთიანათ მივაერთებ, იქნება ეგრე უფრო დაიტენოს ზედმეტი ჩხრუკუნის გარეშე ბოლომდე, კი იტენება ფორმალურათ დაახლოებით 3 საათში მემგონი, მაგრამ რეალურათ არ აფიქსირებს მაგას მაუსზე, როგორც ციმციმებდა თავიდან, ისევ ისე აგრძელებს ციმციმს, როცა იტენება სოფტშიც უნდა გაჩვენოს რომ დატენილია ბოლომდე და ციმციმი უნდა ჩაქვრეს და ეგ არ ქვრება და არც დატენვა სრულება ცალკე სოფტში

Posted

მოკლეთ ეგ ერთი ბაგი აქვს დატენვის ინდიკატორის, დაფიქსვა მაგის საკმაოთ რთულია, მაგრამ შეიძლება დატენვის შემდეგ გასწორება მაგ პრობლემის, ისე ბოლო განათების პრესეტიც сolorfurl breathing მაგარი აბჟორა პრესეტი ყოფილა, ლამის ნეონზე მალე დაჯდა ბატარეიკა მაგაზე, ეხლა მაგის წინა პრესეტს ვტესტავ single color flow, ეგეც საკმაოთ ლამაზი ეფექტებითაა, სწრაფ-სწრაფათ რომ ინთება და ქვრება ლედ განათება ბრჭყვიალა ფერები შეგიძლია დააყენო თან და ლამაზათ გამოიყურება ეგრე, სხვა ბაგები მაგ ახალ მაუსზე მე ვერ დავაფიქსირე, არ აქვს პრობლემური კომპონენტები, იგივე სკროლი,მაუსის შნურის ხარისხი,კნოპკები, დაბლკლიკის პრობლემა, პრობლემური ან დაბაგული სენსორი, იდეალურათ მუშაობს ყველაფერი, მათ შორის ხახუნიც მაუსპადზე და მაუსის ფეხებიც კარგი დონის აქვს და აბსოლიტურათ უპრობლემო და კარგი დონის სენსორია ეგ პიქსარტის 3370, ისე იარკი თეთრი ფერის მაუსი ეს არაა, უფრო მუქი მოსერო ტონი დაკრავს, ამიტომ ნათითურები და ეგეთები არ ეტყობა მაუსზე საერთოდ, ლაპლაპა ზედაპირი არა აქვს ნამდვილათ და ადვილია გაწმენდა მაუსის საკმაოთ, არ ცხელდება თან ზედაპირი ჩაშკა რომ აქვს გადაკრული, ძალიან გრილათ ზის ხელში ზედმეტი გადახურების გარეშე, მათ შორის ჩართული ლედ განათებით, თან ძალიან კომფორტული სახმარია და იდეალურათ ჯდება ხელში, პატარა ხელისთვის მოყვება მეორე ჩაშკა უფრო პატარა ზომის და მაგის დაყენება შეგიძლია თუ დიდი იქნება შენი ხელისთვის დეფოლტ ჩაშკა, უფრო იმ გეიმერებს გაუსწორდება ვისაც არ უყვარს მჩატე და სვერხმსუბუქი მაუსები, თუმცა თუ ააცლი ჩაშკას, ეგეთი მძიმე აღარაა უკვე მაუსი, ჩაშკის გარეშე 75 გრამს იწონისო შნურის გარეშე უკაბელო ვარიანტი უკვე, ეგ ძალზე პატარა წონა შეიძლება არაა, მაგრამ 106 გრამზე უფრო მსუბუქია უკვე, ჩემი წინა მაუსი შნურმა რომ დამისტუკა შნურიანათ დაახლოებით 75 გრამამდე იწონიდა, ეს უფრო მძიმეა, მაგრამ რამე ექსტრა დისკომფორტი არ მიგვრძნია, საკმაოთ ხოშიანათ მოძრაობს ჩემ უბრალო მაუსპადზე, ნუ მე ეს მაუსპადი მაქვს ეხლა პატარა ზომის https://allmarket.ge/en/product/99739-mausis-padi-genesis-carbon-500m_-gaming-mouse-pad_-s_-black ვიდით ზუსტათ ეგეთია, ეგ უბრალოთ მგონი დიდი ზომისაა უფრო, აი ესაა ჩემი მოკლეთ ყველაზე პატარა დიამეტრის ოღონდ https://genesis-zone.com/product/carbon-500-m-haze არ იხევა ადვილათ და საკმაოთ კარგათ დასრიალებს მასეთზე მაუსი, თან ძალიან იაფი ღირდა 2023 დავითრიე თუ 2022 და დღემდე კარგ ფორმაშია, 15 ლარი თუ რაღაც ეგრე დაჯდა, შეიძლება ცოტა ნაკლებიც მაგაზე, არა დაჟე ეხლა ჩემი ძველი კომენტი რომ ვნახე ამ თემაში ეგ მაუსპადი ჯერ კიდევ 2020 აგვისტოში დამითრევია რუსთავში, დღემდე კარგ ფორმაშია და არც კი დახეულა საერთოდ, ადვილათ იწმინდება ზედაპირი, ჯეობიტში ქონდათ, ძალიან კარგი ვარიანტია მაგ ფასათ, მოკლეთ მიყიდია ჯეობიტში ეგ მაუსპადი 2020 წლის 20 სექტემბერს 20 ლარათ, მაინც ხოშიანი ვარიანტი გამოდის, რახან დღემდე ცოცხალია, სხვათაშორის მაგ დროს მიუღიათ ალტაში ჩემი კლავიატურაც, მაშინ თურმე ღირდა 190 ლარი, ჩემივე კომენტი ვნახე ეხლა, მაგრამ მე ავიღე სეილზე 100 ლარათ ბოლო ეგზემპლიარი თბილისის საბურთალოს ფილიალში მახსოვს, ვნახე ეხლა ეგეც სექტემბრის ბოლოს დამითრევია 2020 95 ლარათ მთლათ, შიკარნი ფასია და დღემდე მწყობრშია ეგ კლავა, ძალიან ხარისხიანი კლავიშები აქვს და არცერთს არ გაუბერია ცოტათიც კი, ერთადერთი მინუსი ხმაურიანია ძალიან, სხვა არაფერი ნაკლი არა აქვს მასეთი ფასის ფონზე განსაკუთრებით მაგ მოდელს, ნუ არა აქვს შიკარნი ლედ განათება, წითელ ინფრაკრასნი ლაზერის ნათებაზეა, მაგრამ საკმაოთ ლამაზათ გამოიყურება, ვისაც ქონდა წლების უკან კორსარის ძველი მოდელები მექანიკური აი ეგეთივე განათება აქვს მაგ e-blue, ტალღის ეფექტზე მიყენია მე ყოველთვის, ძალიან ლამაზ ვიდზეა მასე, კრასკა კლავიშებზე დღემდე ცოცხალია ამდენი ბეჭვდის შემდეგაც, ბლადის გეიმერულ ძველ ვარიანტებს 2020-მდე რასაც უშვებდენ ეგ ჯობია აშკარათ, მაგასაც ბლადის სვიჩები აქვს ოპტიკური orange სვიჩი 2018 წლის ვარიანტი მგონი, ისე ეს ახალი მაუსიც ყველაფრიდან გამომდინარე ხოშიან ფასში დავითრიე რახან ეხლა 79 ლარის მაგივრათ ისევ 189 ლარი ჯდება ალტაში: https://alta.ge/kompiuteris-aqsesuarebi/marvo-z-fit-pro-g1w-wireless-mouse-black-p38939 ნუ აიღებ კი სხვაგან ალბათ 140 ლარამდე შეიძლება ოდნავ ნაკლებშიც, მაგრამ 79 ლარათ ვერსად იყიდი ჩვენთან ეგეთს უკვე, ყველაზე იაფათ ეგ მაუსი სეილის გარეშე სხვათაშორის ყოფილა ადაშოპში 107 ლარში, თუმცა ვიპოვე სხვაგან ეხლა სეილზე 99 ლარათ https://unicom.ge/products/mouse-marvo-z-fit-pro-g1w-gy-wireless-mouse მე მთლათ 79 ლარში ავიღე და თან რუსთავის ფილიალში ქონდათ 2 წლიანი გარანტიით ეგეთი, შიკარნი მაუსია მაგ ფასათ რასაც ქვია 3370 პიქსარტის სენსორით და 2.4 რეჟიმით, გამოდგება როგორც დიდი ასევე პატარა ხელისთვის, პატარა ჩაშკით ისე უკვე 96 გრამს იწონის მაუსი, ეგეთი მძიმე აღარაა მაინც, ნუ თბილისში ადაშოპში აქვთ მარტო, ეგ მეორე ქუთაისში-ბათუმის ფილიანში იყიდება 99 ლარათ, 107 ლარი ღირს ერთი სიტყვით თბილისში ეგ მაუსი, უფრო იაფათ ვერ იშოვი ეხლა ჯერ, 79 ლარი ანუ 30$ ძალიან კარგი ფასია მაგ მაუსისთვის მასეთი მაჩვენებლებით, ოღონდ შავი არაა ჩემი ღია სერი ფერისაა, უფრო მოთეთრო მაინც, არა არის ალტაში თეთრი ფერის დღემდე სეილზე აღარ მიძებნია კარგათ, მაგარი ოფერია https://alta.ge/kompiuteris-aqsesuarebi/marvo-z-fit-pro-g1w-wireless-mouse-white-p38941 ხო სკრინზე და რეალში განსვავდება ვიდზე ეგ მაუსი, რეალში უფრო სასიამოვნო ეფექტები აქვს განათების, მანდ არ ჩანს კარგათ სკრინშოტზე და თეთრი ფერის ნამდვილათ არაა, ღია სერი ფერის მაუსია გრუბი აბშივკით, არაფერი ლაპლაპებს ანუ და არ ეტყობა მაუსზე შენი ნათითურები ადვილათ, აი თეთრი ფერის ეს მაუსია ეგ მეორე სერია https://alta.ge/kompiuteris-aqsesuarebi/marvo-g964w-wireless-mouse-white-p45437 პრინციპში ეგ ყველაზე ძვირიანი მარვოს მოდელია, ასუსი ყიდის 3370 სენსორზე უფრო 300 ლარათ ჩვენთან თავის მაუსებს, მაგრამ ეხლა მაგაზეც ხოშიანი სეილია და დროებით 139 ლარათ იყიდება ეგეთივე სენსორით კაბელიანი ასუსის მოდელი https://alta.ge/kompiuteris-aqsesuarebi/asus-rog-gladius-iii-gaming-mouse-black-p15293 ეგეც უფრო ძველი მგონი 2022 წლის მოდელია, ჩემი აზრით ეგაა საუკეთესო და ყველაზე სტაბილური გეიმერული სენსორი უკაბელო მოდელისთვის, 3395 მაგარი პრობლემური ყოფილა, აი 3950 რას წარმოადგენს არ ვიცი, მაგრამ მაგას უკვე 700 იპს ქონია და უფრო მაღალი СPI, თუმცა არ ვიცი ვაბშე ვინ უბერავს მაგხელა მაჩვენებლებით, რთული საკონტროლოა უკვე ძალიან, შეიძლება 4კ მონიკზე შედარებით უფრო ადვილათ გემორჩილებოდეს ზოგ თამაშებში ეგეც, მაგრა მაინც მე მყოფნის 1600 და თამაშებში მაქსიმუმ თუ 3200 დავაყენებდი ეგეც უფრო 4კ გაფართოვების მონიკზე ალბათ, 2კ მაგიც ბევრია მემგონი, ისე ყველა მაგ სენსორებს აქსელერაცია 50გ ფარგლებში აქვს, მარტო ახალ 3395 და 3950 პიქსარტის სენსორზე ქონია pooling rate 8000herz, სხვა პრემიუმ ბრენდის მაუსებზეც მაგ ახალი სენსორების მოდიფიკაციები არისო გამოყენებული, ახალი ცალკე მგონი არავის არაფერი გამოუგონია, მგონი რეიზერიც მაგ სენსორზე უბერავს სხვა სახელით, ლოჯიტეკი არ ვიცი ზუსტათ, რაღაცა თავისი აქვთ მაგათ მგონი, ჩემზე 50გ აქვს აქსელერაცია და 400 იპს-ი, რაც 79 ლარიან მაუსებზე არ გვხდება დიდათ, ბლადისაც უფრო სკრომნი მაჩვენებლები აქვს, თუმცა 109 ლარათ დაითრევ ბლადის სენსორით უკაბელო მოდელს ასე 350 იპს-ზე, რაც აგრეთვე კარგია საკმაოთ https://alta.ge/kompiuteris-aqsesuarebi/a4tech-bloody-r72-ultra-dual-mode-wireless-gaming-mouse-black-p45232 მაგრამ როგორც არ უნდა ატრიალო პიქსარტ 3370 დონის სენსორი მაგაზე არ აყენია, შეიძლება ცოტათი ჯობდეს ეგ ჩემს სვიჩებით და სკროლით, ეგეც მარტო შეიძლება, არ მაქვს ეგეთი დატესტილი რომ შემედარებინა სხვა მაჩვენებლებით, ჩემ მოდელზე აყენია მექანიკური (ოპტიკური სვიჩები არა აქვს) ომრონი 50 მილიონი დაკლიკვით, სხვა ვერსიებში არ უნდა შეგვეშვალოს, რახან ბევრნაირი ომრონებია, მათ შორის პრობლემურებიც დაბლკიკი რაზეც აქვს,ჩემს ეგ ვერ აღმოვუჩინე დიდათ, უფრო ჩუმი დაკლიკვის ეფექტი აქვს ჩემ მაუსზე ვიდრე წინაზე, თუმცა იმასაც ომრონის სვიჩები ქონდა, ოღონდ მგონი ოპტიკური უკვე, სკროლიც მშვენიერი გამოდგა,არაფერი ლევი გაბერვები არა აქვს, რეზინა იყო ცოტა უხეში, ცოტა ხანი რომ იხმარ მალევე ჯდება კარგათ ხელში, აღარ გედება უხეშათ უკვე ცოტა ხნის ხმარების შემდეგ და არაფერი უბერავს რაც მთავარია ან ჭრიჭინებს, კნოპკაზეც არაფერი ედება სკროლინგის დროს, სბორკის ხარისხით ცალკე 5 ბალიდან 4 ბალს მივცემდი სოლიდურს, რახან ლევი გაბერვები ჩემ მაუსზე არა აქვს აშკარათ

Posted

ისე ეხლა დაჯენა მინდა 0-ზე ბატარეიკის და ჯერ ვერ დავაჯინე ლოლ, ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო ციმციმი და გაითიშა ლედ განათება მაუსზე დასატენი არისო, მაგრამ 6+ საათია განათების გარეშე უბერავს და ჯერაც არ დაცლილა ბოლომდე, გამოდის ეგ მაუსი განათების გარეშე საკმაოთ დიდხანს ძლებს სანამ დაიცლება უკვე, რომ გავუთიშო განათება ვატყობ 12-24 საათი კი არა და ასე 60+ საათი შეუბერავს მგონია, რახან 20% ნაკლები რომ დარჩა ბატარეიკაზე 6+ საათზე დიდხანს მუშაობს უკვე მეოთხედიც რომ აღარაა დარჩენილი, ისე მართლა მინიმუმ 60 საათი უწერია 2.4 რეჟიმში მაგდენს ძლებსო განათების გარეშე ოღონდ ეგ 1000 გერცზე, ბლუტუთზე კი ორი მაგდენი შეუძლია 250 გერცზე მარტო უკვე, საკმაოთ კარგი ლედ განათება აქვს და ეგ ყველაფერი მალე აჯენს ბატარეიკას, არაა კარგათ ოპტიმიზირებული ეტყობა, თუმცა ექვსი პრესეტიდან სამი უფრო აბჟორაა გაცილებით და მაგეებს თუ ჩაურთავ მალე ჯდება ბატარეიკა და ციმციმს იწყებს უკვე 12 საათში სადღაც, მგონი streaming პრესეტია ყველაზე ნორმალური მაგ მხრივ, მაგაზე თითქმის 1 დღე ძლებს უკვე, განათების გარეშე რამდენიმე დღე მინიმუმ იმუშავებს ვატყობ 1000 გერცზეც კი 2.4 რეჟიმში, ბლუთუთზე კი მგონი 5 დღემდე ძლებს მინიმუმ, ანუ ფაქტიურათ დღედაღამე თუ არა უბერავ 1 კვირაზე მეტი შეგიძლია განათების გარეშე ოფისში ამუშავო ეგ მაუსი დაჟე ალბათ 10 დღეც კი დღეში 15+ საათი თუ არ მუშაობ რა თქმა უნდა ლოლ, არაა ეგ ცუდი რეზულტატი მაინც, თან იმდენათ კომფორტული სახმარია და კარგათ ზის ხელში რომ ეგ საოფისეთაც ივარგებს საკმაოთ, არა მარტო გეიმინგისთვისაა და შუტერებისთვის კარგი მაგ სერიოზული სენსორით, ისე განათება ეწევა კიდე უფრო სოფტიდან, თუმცა ეგრე კიდე უფრო მალე დაჯდება უკვე ბატარეიკა, დეფოლტზე 5-6 აყენია 10-ის მაგივრათ როგორც წესი, რამე დიდი სხვაობა სიკაშკაშეში არაა, მაგრამ ეფექტებში არის და კიდე უფრო მალე ჯდება ზოგიერთი ეფექტით ბატარეიკა უკვე

Posted

ლოლ რამდენი ხანი შეძლებია ციმციმის შემდეგ თურმე მუშაობა დატენვის გარეშე, აი მარტო ეხლა დაჯდა ბატარეიკა, სადღაც 20 საათი კიდე იმუშავა რაც ჩაქვრა განათების ეფექტები და ციმციმი დაიწყო მაუსმა, ეხლა დავტენი აბა, თუმცა უკვე კარგათ დავამუღამე როგორც სწორდება ციმციმის ბაგი, მეორე მხრივ არ ვიცი ჭირდება ეგ თუ არა საერთოდ, 3+ საათის შემდეგ პირდაპირ გავთიშავ ხოლმე და ეგაა 4 კუბიკი რომ გამწვანდება სოფტში ეგ ბოლომდე დატენილს ნიშნავს ფაქტიურათ 

Posted

მოკლეთ დავტესტე დაკსანალდა ეგ ახალი მაუსი, სამწუხაროთ ეგ პრობლემა დატენვის ინდიკატორთან დაკავშირებით არ იფიქსება, ერთი სიტყვით ასე 5 საათიანი დატენვის შემდეგ, თუ გამორთავ მაუსს და ხელმეორეთ მიართებ უკვე აღარ აგრძელებს მაგის შემდეგ ციმციმს, ოღონდ 3 საათი არ ყოფნის აშკარათ, მანდ არ გამოვრიცხავ USB ჰაბის ბრალიც იყოს და მაღალი ლედ განათების ეფექტები რომ მაქვს კარგი ნიტსებით ჩართული დატენვის დროს, ანუ 3 საათი აღარაა მაგ შემთხვევაში უკვე საკმარისი და 5+ მაინც ჭირდება, მაგრამ ფაქტია რომ მაგის შემდეგაც არ ჩერდება ციმციმი, რომ გავა ასე 5 საათი თუ გამოაერთებ და მერე შეარჭობ ჩერდება მაგის შემდეგ უკვე ციმციმი და სოფტშიც მიწერს რომ დაიტენა მაუსი, მაგრამ თუ არ გამოაერთე არ ჩერდება ციმციმი არც მაგის შემდეგ, განათების ეფექტებს რაც შეეხება , მანდ 6 პრესეტია სოფტში, custom პროფილის გარდა, რომლის შექმნა ცალკე შეგიძლია კიდე, მაქედან ყველაზე დიდხანს streaming პრესეტში ძლებს ბატარეიკა, სანამ ციმციმს დაიწყებდეს (რახან ციმციმის შემდეგ ლამის 1 დღეს კიდე მუშაობს განათების გარეშე მაუსი დატენვის გარეშე) 1 დღე ძლებს რომ დავტესტე, სხვა პტესეტზე თითქმის ორჯერ სწრაფათ იცლება უკვე ბატარეიკა, მათ შორის ყველაზე ლამაზ neon პრესეტზეც, ეგაა ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვიზუალით მაინც, სხვა მხრივ მაუს არანაირი პრობლემა არა აქვს, იგივე სენსორის ბაგები იქნება მოძრაობასთან დაკავშირებით, გლაიდების ხარისხი თუ კნოპკებთან და სკროლთან დაკავშირებული სერიოზული და არა მარტო პრობლემები, რაც საკმაოთ ძვირიან მაუსებზეც გხვდება ხოლმე პერიოდულათ, მაგ მხრივ ჩინელებს იდეალური მაუსი გამოუშვიათ ფაქტიურათ, ნუ ეგ მაინც კიკსტარტერზე დაფინანსებული მაუსია https://www.kickstarter.com/projects/marvo-z/fit-pro-the-most-interchangeable-gaming-and-office-mouse მაგ მხრივ აქვს გარკვეული ზედმეტი კრიტიკა მაგ მაუსს,რომელსაც ხშირ შემთხვევაში დიდათ არ იმსახურებს, რახან ვიმეორებ არანაირი ბაგი ან პრობლემა მაგ მაუსზე მე ვერ აღმოვაჩინე, მაგ ერთი ბაგის გარდა რაც აქვს დატენვის ინდიკატორზე, თან 3 საათში აშკარათ არ ქვრება ციმციმი, უნდა მინიმუმ 5 საათი უსბ-ზე და მერე გამოერთება და შერჭობა და მაშინ უკვე ფიქსირდება რომ 100% დაიტენა მაუსი ნამდვილათ, არაა გამორიცხული ბოლო 20%+ ორჯერ დიდხანს ანდომებს უკვე დატენვას მაუსი, არ პრაშივკის ბაგია ეგ მაგ მაუსზე, ვერაფერი ვერ ვიპოვე რედიდზე მაგ მხრივ, ჩემი აზრით კრიტიკას იმსახურებს მარტო იმ შემთვევაში თუ 150 ან 60-80$ ფასიან მაუსებს შეადარებ, ცალკე 80 ლარიანი 30$ მაუსებში ტოპია უკვე ერთ-ერთი და მართლა ეგრე ჯდება ეგ მაუსი ალტაში თეთრი ფერის მინიმუმ, რომელიც რეალურათ სერია ფერია https://alta.ge/kompiuteris-aqsesuarebi/marvo-z-fit-pro-g1w-wireless-mouse-white-p38941 ანუ ნათითურები და ლაქები ეგეთი აბშივკით ვაბშე არ ეტყობა, მეგონა სერიოზული პრობლემა ექნებოდა და თურმე არაფერი ეგეთი არა აქვს მაგ მოდელზე, გრამებს რაც შეეხება ძალიან კარგი სამართავია მაგ 107 გრამითაც კი, არ დაგიღლის ხელს და ძალიან კარგი ინპუტ ლაგი-სისწრაფე მაქვს მაგ მაუსზე სენსორი-კნოპკებზე, ძალიან კარგათ ჯდება მოზრდილ-დიდ ხელში ეგ მაუსი, პატარა ხელისთვის  კი ცალკე ჩაშკა მოყვება 97 გრამია უკვე მაგ პატარა ჩაშკით მაუსის წონა, მაგეებს თუ მოაცლი შეიძლება მაინც მაუსის ხმარება და ეგრე უკვე 75 გრამს იწონის მაუსი და უფრო მცირდება დიამეტრიც, თუმცა ლედ განათება ეგრე ბევრათ უფრო ლამაზია მემგონი მაინც,მაგ ფერს ქვია ისე galaxy white, რეალურათ ღია სერი ფერია ცოტა უხეში აბშივკით ლაპლაპის გარეშე, რაზეც ვაბშე არ ეტყობა თითის ნათითურები და ლაქები, კომპლექტში მაუსს მოყვება მარტო 1.6მეტროანი usb-c შნური, რომელიც საკმაოთ კარგი ხარისხისაა კარგი აბშივკით და არ უბერავს რაც მთავარია როგორც წინა მაუსზე უბერავდა, ოფიფისთვის თუ დაგჭირდა აქვს ბლუტუთ რეჟიმი მარტო 250 გერციანი pooling rate-ით, რომელშიც სულ მცირე ორჯერ დიდხანს ძლებს მაუსი, განათების გარეშე ჩემი აზრით 3+ დღე მინიმუმ იმუშავებს სულ მცირე ლედ განათების გარეშე ალბათ, ეგ იმის ფონზე 20% ბატარეიკაზე რისი თავიც აქვს 2.4G რეჟიმში, მანდ კი 1 დღე იმუშავა სანამ ბოლომდე დაჯდა უკვე მაუსი 1000 გერცზე ეგ და განათების გარეშე, ომრონის უპრობლემო მექანიკური სვიჩები აქვს მაგ მოდელზე დაბლკიკის პრობლემის გარეშე 50 მილიონიანი დაკლიკვით, ანუ დიდხანს უნდა გაგიძლოს ეგეთმა, მოყვება კომპლექტში კიდე ორი დამატებითი გვერდითა კნოპკა რატომღაც, არა მგონია ეგენი რამეში დამჭირდეს, რახან კარგი ხარისხის კნოპკები აქვს, ალბათ თუ დაგივარდა პოლზე მაუსი და მოტყდა კნოპკა მაშინ შეგიძლია მაგის გამოყენება, ისე თუ პირდაპირ უსბ 3.0 მივაერთე მაუსი მაუზერზე და გამოვურთე განათების ეფექტი და არ ვიხმარე შეიძლება მართლა დაიტენოს 3 საათში უკვე, განათების ეფექტით ციმციმი არ ჩერდება 4 მწვანე ინდიკატორის შემდეგაც რაც ფიქსირდება რომ გამოაერთებ მაუსს ან როცა უკვე მთლიანათ დაიტენება სოფტში, არ დამიტესტია ეგრე ჯერ, ამიტომ შეიძლება არ ცრუობდენ რომ 3 საათში იტენებაო მაუსი, ისე ჩემ რეჟიმში უსბ ჰაბში 5 საათამდე ჭირდება შეიძლება ოდნავ მეტიც კი მინიმუმ განათების ეფექტით, თან უნდა გამოართო და შეარჭო რომ გაჩერდეს ციმციმი, 3 საათში აშკარათ არ ქვრება არც მაგის შემდეგაც ციმციმი, 5-6 საათში უკვე კი, ისე შეგიძლია განათების ეფექტების ჩაქრობის ხანგძლივობის მონიშვნაც სოფტში, ანუ რამდენი წუთის ან წამის შემდეგ უნდა გამოირთოს ლედ განათება როცა აღარ ედები უკვე მაუსს, მე 30 წამი მიყენია მაინც, აგრეთვე მოსულა ლედ განათების სიკაშკაშის აწევ-დაწევაც სოფტიდან, როგორც ეფექტების სისწრაფის გაზრდა-დაკლება სხვადასხვა პრესეტებზე რაც აქვს დეფოლტზე, debounce 0მს ჩამოვწიე 4მს მაგივრათ დაკლიკვაზე, სკროლის სისწრაფე და სხვა რაღაცეები აღარ შემიცვლია, კარგათ უბერავს დეფოლტზე ყველაფერი ისედაც და მაგიტომ, მაგ მოდელზე მგონი მაინც ომრონის ლურჯი მექანიკური სვიჩები აყენია 50 მილიონიანი დაკლიკვის ხანგძლივობით, არა აქვს დაბლკლიკის პრობლემა

 

  • 2 weeks later...
Posted

ისე ეს ახალი მაუსი ლამის ყველაზე კარგი გამოვიდა რაც კი აქამდე მაუსი მქონია მაქედან, მე პირადათ ჯერ-ჯერობით 5 ბალიდან 4.5 ბალს დავუწერდი შეფასებას, ფასს რაც შეეხება, 190 ლარი და ეგეთები კი ეგ ძალიან მაღალი ფასია, მაგრამ 80 ლარი ძალიან კარგი ამ მაუსისთვის, მე რაც მივეცი სეილზე ალტაში, შიკარნი სენსორი აქვს რასაც ქვია, დავამუღამე ასე თუ ისე განათების ეფექტების პრესეტებიც, ანუ რომელი რამდენი ხანი ძლებს 2.4g უკაბელო რეჟიმში დატენვის შემდეგ, ნუ სადღაც 24+ საათი უბერავს streaming პრესეტზე და ეგაა ყველაზე ენერგოდამზოგი განათების ეფექტი, დანარჩენზე ლამის ორჯერ სწრაფათ ჯდება ბატარეიკა, ოფისნი რეჟიმიც აქვს ბლუტუთის, მანდ ლამის სამჯერ დიდხანს ძლებსო განათებით და 6-ჯერ დიდხანს განათების გარეშე მაუსი დატენილზე, მინუსებიდან მარტო 250 გერცზე შეგიძლია ამუშავო 2.4გ 1000 გერცის მაგივრათ მაგ რეჟიმში, მაგრამ განათების გარეშე ლამის 4 სუტკა უბერავსო, არ დამიტესტია ეგ მომენტი მაგრამ მემგონი სწორი იქნება,პრინციპში 1000 გერცშიც 2.4გ რეჟიმში თუ გამოვურთე განათება მემგონი 2 დღე უნდა გაძლოს ან სამიც კი ამ მაუსმა, ხოშიანი განათების ეფექტები აქვს ისე, ერთადერთი ბაგი სოფტში ისაა რომ არ აჩვენებს ნორმალურათ რომ იტენება ბოლომდე მაგ მომენტს, ანუ არ ჩერდება ციმციმი მაუსის სკროლზე და არც სოფტში ფიქსირდება რომ დაიტენა ბოლომდე მაუსი უკვე, შველის ასე 5 საათის შემდეგ 1 წუთით თუ გამორთავ მაუსს კნოპკა რომ აქვს ქვემოთ და შნურს გამოაძრობ, რომ შეაერთებ მერე და ჩართავ აღარ ანათებს უკვე, ეგ ერთი ბაგი აქვს, თუ მაგას არ იზამ მგონი 10 საათის შემდეგაც ციმციმი გაგრძელდება უკვე დიდი ხნის დატენილი რომაა მაუსი, ისე საშვალოთ 3+ საათი უნდაო დატენვას, მაგრამ ითიშება ეგრე გამოძრობილი შნურით მარტო 5 საათის შემდეგ დატენვიდან, ხოშიანი სბორკის ხარისხი აქვს, მანდ დიდი უპირატესობა ექნება ამ მოდელს ლუბოი ვაიფაი და შნურიან 80 ლარიან მაუსებში ჩვენ მაღაზიებში რაც იყიდება თუნდაც სეილზეც კი ეხლა, 190 ლარში რა თქმა უნდა ეგეთის აღება არ ღირს, სეილზე დაჟე ასუსის მაუსი მოგივა ეხლა შნურიანი როგი ეგეთივე პიქსარტის 3370 სენსორით თან 139 ლარათ, 190 ლარს ესეთში არავინ არ მიცემს, მაგრამ 80 ლარი რატომაც არა, მე ვერ ვუპოვე ჯერ ნაკლი, კნოპკებიც ხოშიანი აქვს 50 მილიონიანი ომრონის მექანიკური სვიჩებია დაბლკლიკის პრობლემების გარეშე და ძალიან მაღალი ინპუტ ლაგის, მთლათ რაკეტასავით რესპონსიც რომ არ ქონდეს 2-3მს ფარგლებში, როგორც ზოგიერთ ძვირიან მოდელებზე აქვს ეხლა 8000MHZ pooling rate-ით, სკროლიც მშვენიერია, არაფერი არ ახურებს მოკლეთ მაგ მხრივ, მოყვება კომპლექტში უფრო პატარა ხელისთვისაც მეორე ჩაშკა მოკლე ზომის რაცაა და აგრეთვე ორი დამატებითი გვერდითა კნოპკაც ასნავნოი ორი თუ გაგიფუჭდა ან გაგიტყდა შემთხვევით, თუმცა არ ვიცი ეგ როგორ უნდა გაგიფუჭდეს, მარტო ალბათ მაუსის პოლზე დავარდნის შემდეგ, ეგეც ძალიან ცუდათ თუ დეცემა გვერდულათ მაშინ, ხელშიც 5-ზე ზის მაუსი, გლაიდებიც ხოშიანი აქვს, უბრალო გეიმერულ ჩემ მაუსპადზე ხოშიანათ დასრიალებს თეთრი ფერის დიდ გლაიდებზე რაც აქვს მაგ მაუსზე, რაც შეეხება წონას, მე არ მეჩვენა ძალიან მძიმეთ, კი თუ მოუხსნი ყველაფერს 107 გრამის მაგივრათ ლამის 75 გრამამდე მცირდებაო წონა ჩაშკის გარეშე თუ ამუშავებ, პატარა ჩაშკით 97 გრამამდე ქონია სადღაც, პატარა ხელისთვისაა ეგ უკვე გათვლილი, ჩემ წინა გლორიუსის მაუსზე 67 გრამი იყო მარტო წონა, მაგრამ შნურით მაინც 75 გრამამდე ადიოდა ისიც, იმის ფონზე შეიძლება უფრო მძიმეა ეს ახალი, მაგრამ ძალიან კარგი სამართავია და არ მეღლება ხელი ჩაშკით ეგ, ამას კიდე უფრო ხოშიანი სენსორი აქვს 400 იპს-ზე და 50გ აქსელერაციით და სტაბილური  1000 გერციანი pooling rate-ით და ვაბშე უნაკლო ვარიანტია ბაგების მხრივ თან ან დაბლკლიკის კნოპკებზე და არც გლუჩნოი სკროლი არა აქვს მალე რომ გადის მარილზე ან რაღაცა ახურებს ხოლმე ხმარების დროს:

Grhz4kc.jpeg

debounce 0ms მიყენია მეორე ტაბში დაკლიკვის სისწრაფეზე, ძალიან შუსტრათ უბერავს და დაბლკლიკი არა აქვს საერთოდ მაგ სვიჩებზე, აგერაა განათების პრესეტებიც:

TIqSWJQ.jpeg

ნუ ჩაშკით ბლური აქვს, ჩაშკის გარეშე უფრო კარგ ვიდზე დგება, მაგრამ მაინც კარგი რამეა ჩაშკითაც, ლამაზი განათების ეფექტები აქვს საკმაოთ ბლურითაც კი, აწევაც მოსულა სიკაშკაშის როცა შერჭობილი გაქვს შნური დატენვის დროს თუნდაც, მაუსის ფერზე უკვე დავწერე, ოფიციალურათ galaxy white ჩემი, თუმცა ეგაა ფაქტიურათ ღია სერი ფერი უხეში ზედაპირით, სადაც ვაბშე არ ეტყობა ნათითურები და ლაქები, გაწმენდაც ადვილათ შეიძლება მაუსის, მტვრით არ ივსება და არ გიოფლიანდება ხელი და ცურავს ზედაპირზე ხმარების დროს,მატერიალია უბრალოთ ეგეთი პლასმასის, რახან მაუსი ფაქტიურათ არ ხურდება მაგ ჩაშკით, მაგ მხრივ ლამის იდეალური ვარიანტია, ჩაშკა იცავს გაცვეთისაგან მაუსის ასნავნოი ზედაპირს, ისეთი პლასმასია რომ არაფერი არ ცვთდება კრასკის მხრივ, ვერ ვამჩნევ ჯერ რომ რამე მანდ მოგვიანებითაც გაიცვითება და აძვრება სერი კრასკა, თან რეზინა ვაბშე არაა გამოყენებული მაუსის ზედაპირზე, მარტო შეიძლება სკროლის გარგოლაჭზე აკრია რეზინა და მანდ მემგონი არაფერი არ უნდა აეხეს ან გაეცვითოს ხმარების შემდეგ დიდათ, უხეში მატერიალია საკმაოთ კარგი ხარისხის, მაგ მხრივ ბევრ მაუსებს მიცემს ეს ფორას, კნოპკებზეც არ აძვრება მგონი ეგეთზე კრასკა და არც გვერდებზე გაცვთება მოგვიანებით, ზოგიერთ მაუსზე რომ რეზინები აკრია ხოლმე, ამას ეგეთი არა აქვს საერთოდ მაგ ჩაშკით,  ექსპერიმენტალური კიკსტარტერის მაუსი ეძახე და მე თუ მკითხავ სბორკის ხარისხი თითქმის იდეალური აქვს ამ მარვოს ჩინურ მაუსს, არაფერი ამ დონის მარვოს ჯერ არ გამოუშვია მგონი გეიმერულ სერიაში, ეგაა საუკეთესო მარვოს მაუსი ალბათ ჯერ-ჯერობით, თითქოს შუსტრათ დავითრიე რაც მომხვდა თვაშლი იაფათ, რახან 80 ლარში იყიდებოდა, მაგრამ რეალურათ ლამის საუკეთესო ვარიანტი გამოდგა რაც მქონია აქამდე მაგ მაუსებიდან, იმედია დიდხანს გაძლებს ლოლ, რახან მაინც ვაიფაია და რა იცი როდის დაასტუკებს ჩიპი და დაეწყება გაბერვები, ჩემი აზრით საუკეთესო სენსორი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სწრაფი სენსორი აქვს უკაბელო მოდელებში ამ მაუსს, რახან ძალიან აქებენ მაინც პიქსარტის 3370 სენსორს უზერები, დიდი ხანია უკვე გამოსულია მაინც ეგეთი და არანაირი ლევი გაბერვები და სხვა ტიპის პრობლემები მაგ სენსორზე არა აქვს ეგ 3395 უფრო სერიოზულ პიქსარტის სენსორისგან განსხვავებით 8000 გერციანი pooling rate-ით რაცაა და 600 იპს-ით უკვე და ბევრს საკმაოთ ბლომათ პრობლემები აქვს მაგ სენსორზე, ნაწილი ბაგების მგონი დღემდე არ დაუფიქსიათო ძვირიან მოდელებზე,სადაც იყენებენ მაგ ახალ სენსორს, სხვათაშორის მექანიკური კნოპკებიც საკმაოთ სწრაფი დაკლიკვით ყოფილა, პლიუსებიდან უფრო ჩუმებია ეგენი ოპტიკურ კნოპკებზე, ანუ ნაკლებათ წკაპუნებს უფრო სწრაფათ როცა აკლიკავ, ლურჯი ომრონის მექანიკურ სენსორზე ყოფილა ეს მოდელი 50 მილიონიანი დაკლიკვით, სკროლი ზუსტათ არ ვიცი, მაგრამ რაღაცა კარგი აყენია მანდაც, გვერდითა კნოპკებიც ძალიან კარგი აქვს,თუმცა მე არ ვიყენებ მაგეებს აქტიურათ, კლავიატურის კნოპკებს ვახმარებ ხოლმე უფრო როცა მჭირდება, გვერდითა კნოპკების მაგივრათ მაუსზე

მაუსის აქსელერაცია ნასტროიკებიდან აღარ ჩამირთია, აქედან ჩავურთე:

RKuw2Dy.png

CPI შეგიძლია მაუსის კნოპკიდან აკონტროლო, სხვადასხვა ფერები სხვადასხვა CPI-ზე უბერავს უკვე სკროლთან რომ კნოპკა აქვს მაქედან ირთვება ეგ, სოფტი მისაღები აქვს, ბლომათ მელკი სეთინგები აქვს მაგაზეც რაც გვხდება ხოლმე ძვირიან მაუსებზე სოფტში, შენ გემოზე შეგიძლია ყველაფრის დატვიკვა და დაყენება, მე 1600 СPI მყოფნის, ეგაა მინიმალური რატომღაც მაგ მაუსზე, მაგაზე დაბალი პრესეტით უკვე შენთვითონ უნდა შექმნა ცალკე უკვე სოფტში, ერთი სიტყვით მაგ მაუსზე ერთადერთი მინუსი მაღალი ფასია სეილის გარეშე რაც ჯდება ეგეთი, ისე კი მშვენიერი თითქმის უნაკლო მაუსი ყოფილა გეიმერული უკაბელო ვარიანტი კარგი სენსორით თან https://alta.ge/kompiuteris-aqsesuarebi/marvo-z-fit-pro-g1w-wireless-mouse-white-p38941 გრძელდება კიდე ფასდაკლება 79 ლარი მასეთში ეგ ძალიან მაგარი ფასია, ეგ იმის ფონზე რომ ფაქტიურათ მაუსზე არაფერი არ ახურებს საერთოდ და არაფრის გახსნა ან დაზეთვა არ ჭირდება თან, ისე ორ წლიანი გარანტია აქვს მაგ მაუსზე, ვირტუალურ გარანტიას იძლევიან სმარტფონში რომ ააქტიურებ ხელის მოწერით ლოლ და გაქვს ეგ მერე შენახული სმარტშივე თუ დაგჭირდება, ისე Bluetooth რეჟიმი რაც აქვს მაუსზე შეიძლება ბევრს არც დაჭირდეს, მაგრამ ოფისში ეგ ბევრათ დიდხანს ძლებს დატენვის გარეშე და ხანდახან შეიძლება მაგ რეჟიმზეც ამუშაო ეგეთი და მანდ ბევრათ დიდხანს ძლებს ბატარეიკა, მგონი მინიმუმ ორჯერ დიდხანს, ანუ განათების გარეშე 120 საათამდეო ლამის 250 გერცზე ბლუტუთზე, ხო შნური USB Type-C ვარიანტი აქვს, მარტო 1.6 მეტროიანი, ანუ შედარებით მოკლე, კარგათ მუშაობს მაგითი მაუსი დატენვის პერიოდში, ცუდი არაფერი შემინიშნია უსბ 3.0-ზე შევაერთე, ცალკე შნური საკმაოთ ხარისხიანია არ გედება ფეხებში და რბილია ძალიან, თეთრი ფერის შნური აქვს, სვიჩი იდეაში ეს უნდა ეყენოს მემგონი ასნავნოი კნოპკებზე  https://electropeak.com/omron-50m-clicks-microswitch-for-mouse მაგრამ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული რახან არ გამიხსნია მაუსი, მინუსებიდან ის ქონია მაგ სვიჩზე რომ ვითომ ნაწილზე დაბლკლიკის პრობლემა აქვსო, მე ეგ ვერ დავაფიქსირე ჯერ, შეიძლება გაასწორეს უკვე და ადრე ქონდა წინა რევიზიებზე მაგ სვიჩებზე ეგ ბაგი, თან მე როგორც მსმენია ბაგი საკმაოთ ადვილი დასაფისირებელია არა მარტო გეიმინგში და მგონი საკმაოთ რთულათ იფიქსებაო თან ეგ პრობლემა მაგ სვიჩებზე რედიტზე ასე შეაფასეს ეგ მაუსი:

Value: 4/10. Sensor: 9/10. Build Quality: 1/10. Weight: 3/10. Software: 8/10. Lighting: 6/10. Cable/Feet: 4/10. Customization: 8/10. Shape: 7/10. Buttons: 3/10. Overall: 5/10.

მე ესეთ შეფასებას დავუწერდი 79 ლარათ მაგ მოდელს ჯერჯერობით რაც დავტესტე აქამდე:

Value: 9/10. Sensor: 9/10. Build Quality: 8/10. Weight: 7/10. Software: 8/10. Lighting: 7/10. Cable/Feet: 7/10. Customization: 8/10. Shape: 9/10. Buttons: 8/10. Overall: 9/10. აშკარათ 5/10 მაუსი ეგ არაა, წინა იყო ეგ არა ნამდვილათ, მე ვერანაირი მინუსი ვერ ვუპოვე და მაგიტომ, სბორკის ხარისხი რაის 1 ბალი ძალიან მაგარი სბორკის ხარისხი აქვს, ასეთი ჩინური ბრენდის მაუსებზე მე აქამდე არ შემხვედრია ჯერ, ყველაზე რაღაც პრობლემა ქონდა ხოლმე აქამდე, პრინციპში გლორიუსზე ხომ ვაბშე ჩაისვარა იმ მაუსმა ნაგავი სბორკის ხარისხის გამო, თორე სენსორი ნორმალური ქონდა იმასაც პიქსარტის 3360 მაგრამ ეს ჯობია მაინც მაჩვენებლებით იმას, ხელში ჯდება თან იდეალურათ სხვა თუ არაფერი და არ იმტვერება თან საერთოდ ისეთი მატერიალი ყოფილა, ნახვრეტებიც არა აქვს ამას მტვრით რომ ივსება ხოლმე და არც ხურდება ზედაპირი მაუსის თან, ანუ ხელს არ გიოფლიანებს + პრობლემური კნოპკები,სკროლი არა აქვს, არაფერი ჭრიჭინებს, ყანყალებს ან ახურებს ხმარების დროს, ეგეც დიდი პლიუსია ლუბოი დონის მაუსისთვის, მითუმეტეს 79 ლარიანისთვის განსაკუთრებით, რეზინის მატერიალი არა აქვს მაუსზე,სკროლის გარდა, ანუ არაფერი დაიფლითება და აძვრება ხმარების შემდეგ ეგეთზე

Posted

მაგიდაზე მიდგას ხოლმე ჭიქა წყლით და როგორც ჩანს ღამე რომ წავედი დასაწოლად დამავიწყდა შემემოწმებინა ჩემი კატის წყლის ფინჯანი და თურმე გამოლევია წყალი და ღამე მიმდგარა ამ ჩემს ჭიქას, დალევას ცდილობდა და როგორც ჩანს წაექცა ეს ჩემი ჭიქა და დაისხა წყალი მაგიდაზე, მაუსი და მაუს პედი დამხვდა დასველებული დილას. წყალით ავუვსე თეფში და ამის შემდეგ უფრო დაკვირვებით ვიქნები და ისე არ დავწვები რომ არ შევამოწმო რომ წყლის ფინჯანი ცარიელი არ ქონდეს, თუმცა მაუსის განათებამ დაიწყო გაჩმახება. ციმციმებს და ხან ითიშება ხან ირთვება. როგორც ჩანს წყალი შევიდა. ისე მუშაობით, მუშაობს. იმედია გაშრება და გასწორდება.

ჰო, ისე რაღაც ახალი გაჯეტებიც ვიყიდე... პირველი ყურსასმენები ვიყიდე. ჯემინაის ვკითხე რჩევა ბიუჯეტურებში და ეს მირჩია. Redmi Buds 6 Pro. ძალიან მომწონს და ჩემი Redmi 12-ის ტელეფონზე იდეალურად ინტეგრირდება. ბასები აქვს საკმაოდ მძლავრი. ფაქტიურად არ ჩამოუვარდება ჰედსეტებს დიდად ხმის სიმძლავრეში. ვერ ვხვდები როგორ გააკეთეს ესეთი მძლავრი ბასები და ესეთი მძლავრი ხმა ზოგადად ესეთ პატარა ყურსასემენებში. ხმის დახშობაც ძალიან ძლიერი აქვს. ფაქტიურად არაფერი არ მესმის როცა მიკეთია, დაჟე მატარებლის ხმაც თითქმის არ ისმის მეტროში როცა ვარ. ერთადერთი მინუსი მარტო აქვს interference-ის, როცა ძალიან ბევრი ხალხის არეაში შევდივარ ხმის წყვეტები ეწყება, მარა ხშირად არ ემართება ეგ, მარტო გარკვეულ ადგილებში, უფრო აი მეტროს ვაგონიდან რომ გამოდიხარ პიკის საათში და უამრავი ხალხი რომ ტრიალებს, ძირითადად მანდ. მოკლედ, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ამ ყურსესმენების.

სმარტ საათიც ვიყიდე. არ მქონია მანამდე არასდროს. ეგეც ჯემინაის რჩევით ვიყიდე და ეს ავიღე - Amazfit Bip 6. მომწონს ესეც ძალიან. ლამაზი ამოლედის ეკრანი აქვს. თავიდან Redmi Watch 5-ს და Amazfit Bip 6-ს შორის ვფიქრობდი რომელი მეყიდა, მარა საბოლოო ჯამში Amazfit ავარჩიე. Redmi Watch 5-ს ბატარეა გაცილებით დიდი ხანი უძლებს (1 თვე), ამას 14 დღე, მარა მაინც ეს ავარჩიე ეკრანის ამოყირავების ფუნქციის გამო რომელიც რედმის არ ქონდა. მე მარჯვენა ხელზე ვატარებ საათს და ეკრანის ამოყირავება იდეალური ფუნქციაა ჩემთვის და ღილაკები ეხლა მარცხენა მხარეს არის. პლუს, ამის ღილაკები უფრო მომეწონა. რედმის კლასიკური სატრიალებელი ღილაკი ქონდა და სამაჯურის ამისი უფრო მომეწონა. ესეც შედარება ამ ორ საათის თუ ვინმეს დააინტერესებს

image.png.0f3270385cd8ed3aeefedb1c0c1c1917.png

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.