Jump to content

Recommended Posts

Posted

Nicehash.com-ი ერთ-ერთი პოპულარული და მარტივი აუზია, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული ფუნქციონირებს. ჯერ ვითომ გატეხეს, ფულები მოტეხეს, და, ახლა, ხელახლა ჩაირთო.

 

პლიუსები+++

1. ავტომატურად ირჩევს კოინს, რომელის მოპოვებაც, იმ მომენტში, ყველაზე მომგებიანია და იმას მოიპოვებს. შესაბამისად აღარ მოგიწევთ ყოველდღე სამიზნის არჩევა.

2. ავტომატურად და  მუდმივად ახურდავებს ბიტკოინში და თქვენი სამუშაოს საფასური შედარებით საიმედოდ ინახება (?)

 

მინუსები - - -

1. მაღალი საკომისიო - 3% (ნაცვლად 1-სა)

2. მინიმალური გამოსატანი თანხა არის 0.01 ბიტკოინი, რაც, დამეთანხმებით და არის საკმაოდ ბევრი, შესაბამისად, გჭირდებათ დიდი დრო მის გამოსამუშავებლად.

3. აქვს საშიშროება, იმისა, რომ თქვენს თანხას მოტეხავენ, როგორც ადრე :დდ 

 

ქვენ რას იტყვით ბიჭებო.

მე ახლა ZEC-ზე მაქ ჩართული და ველოდები როდის დამერიცხება და მერე რა ვქნა დავუბრუნდე ისევ ამას? ვერ გადამიწყვეტია, არადა, აშკარად გაცილებით მეტი გამოგდის ამ კრიპტოების ავტომატური ცვლით..

Screenshot (4).png

Posted
1 hour ago, geomaster1 said:

პლიუსები+++

1. ავტომატურად ირჩევს კოინს, რომელის მოპოვებაც, იმ მომენტში, ყველაზე მომგებიანია და იმას მოიპოვებს. შესაბამისად აღარ მოგიწევთ ყოველდღე სამიზნის არჩევა.

2. ავტომატურად და  მუდმივად ახურდავებს ბიტკოინში და თქვენი სამუშაოს საფასური შედარებით საიმედოდ ინახება (?)

1. იმ მომენტში მომგებიანი არ ნიშნავს ქეშად ქცევის დროს მომგებიანს, ყველა ერთ ვალუტას რომ მიადგება მალევე ვარდება დაბლა მისი "მომგებიანობა"

2. რათ მინდა ავტომატურად ახურდაოს?  დღეს სიტყვაზე ეთერიუმი ღირს 100 დოლარი, არ მირჩევნია დაველოდო მომენტს როდესაც 200 გახდება და მერე მივახურდაო ერთიანად?

ნუ მოკლედ მე მაგის პლიუსს ვერაფერში ვერ ვხედავ გარდა ერთისა

1. სხვადასხვა ბარათები გაქვს სისტემაზე და ერთ ვალუტაზე გაშვება არ გამოდის, მაგ დროს მშვენიერია, სხვა შემთხვევაში არაფერი სახეირო, ნუ მარტივია და თუ გეზარება ან ნაკლებად იცი საქმე მაგ დროსაც წავა რა :D 

  • 3 weeks later...
Posted

FB-ზე ჯგუფში ვადევნებ თვალს და რამდენიმე წერს, რომ ამ ბოლოს არ დარიცხესო + გამოსატანი მინ. ოდენობა კიდევ უფრო გაუზრდიათ.

 

არადა დამწყებისთვის, რომელსაც ჯერ მაინინგთან შეხება არ ჰქონია საკმაოდ მარტივი ჩანდა.

Posted

არის კიდევაც მარტივი და რეკომენდირებულიც დამწყებებისთვის.

გამოსატანი თანხა რომ გაზარდეს, ცუდია, მაგრამ ცოტა მეტხანს მოაგროვებ და ეგაა.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.