Power_VANO Posted November 18, 2017 Posted November 18, 2017 Tesla-მ ორი დღის წინ დააანონსა სრული ზომის (მე-8 კლასის) სატვირთო მანქანა - Semi, რომლის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია. დღევანდელ დიზელის ძრავიან სატვირთოებთან შედარებით, Tesla Semi გაცილებით სწრაფია, გაცილებით უკეთესი აქსელარაცია აქვს, გაცილებით ეკონომიურია და ამასთან ერთად, იძლევა იმ კომფორტულ ფუნქციონალს, რაც Model S/Model X-ის მფლობელებს უკვე აქვთ: ავტოპილოტი, მობილური აპლიკაცია და ულტრათანამედროვე სისტემები. აქსელერაცია მართლად შთამბეჭდავია - 36 ტონა ტვირთით Semi 100 კმ/სთ სიჩქარეს 20 წამში ავითარებს. სრულად დატენილი ბატარეით და მაქსიმალური ტვირთით (36 ტონა) Semi 800 კმ-მდე მანძილს გადის, თანაც მაგისტრალზე სამოძრაო სიჩქარით, დაახლოებით 90-100 კმ/სთ-ით. იმისათვის, რომ Semi-ს დატენვა სწრაფად მოხდეს, Tesla განათავსებს Megacharger-ებს, რომლებიც ნახევარ საათში შეავსებენ სატვირთოს ბატარეას 640 კმ მანძილის გასავლელად. Tesla Semi წარმოებაში ჩაეშვება 2019 წელს, ხოლო წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. Tesla Semi-ს ოფიციალური საიტი: https://www.tesla.com/semi/ ივენთის ლაივსტრიმის ჩანაწერის სრულად ნახვა ამ ლინკზეა შესაძლებელი: https://livestream.tesla.com/ ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაციის ვიდეო და სურათები: 3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.