Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla-მ ორი დღის წინ დააანონსა სრული ზომის (მე-8 კლასის) სატვირთო მანქანა - Semi, რომლის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია.

დღევანდელ დიზელის ძრავიან სატვირთოებთან შედარებით, Tesla Semi გაცილებით სწრაფია, გაცილებით უკეთესი აქსელარაცია აქვს, გაცილებით ეკონომიურია და ამასთან ერთად, იძლევა იმ კომფორტულ ფუნქციონალს, რაც Model S/Model X-ის მფლობელებს უკვე აქვთ: ავტოპილოტი, მობილური აპლიკაცია და ულტრათანამედროვე სისტემები.

აქსელერაცია მართლად შთამბეჭდავია - 36 ტონა ტვირთით Semi 100 კმ/სთ სიჩქარეს 20 წამში ავითარებს.

სრულად დატენილი ბატარეით და მაქსიმალური ტვირთით (36 ტონა) Semi 800 კმ-მდე მანძილს გადის, თანაც მაგისტრალზე სამოძრაო სიჩქარით, დაახლოებით 90-100 კმ/სთ-ით.

იმისათვის, რომ Semi-ს დატენვა სწრაფად მოხდეს, Tesla განათავსებს Megacharger-ებს, რომლებიც ნახევარ საათში შეავსებენ სატვირთოს ბატარეას 640 კმ მანძილის გასავლელად.

Tesla Semi წარმოებაში ჩაეშვება 2019 წელს, ხოლო წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია.

Tesla Semi-ს ოფიციალური საიტი: https://www.tesla.com/semi/

ივენთის ლაივსტრიმის ჩანაწერის სრულად ნახვა ამ ლინკზეა შესაძლებელი: https://livestream.tesla.com/

 

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაციის ვიდეო და სურათები:

Semi_Front_Profile.0.jpg

Semi_Front_34_Blue.jpg

Semi_Interior_Overview.jpg

Semi_Front_34_Static.jpg

Semi_Rear_34_Hangar.jpg

 

  • Upvote 3

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.