Jump to content

Recommended Posts

Posted
17 hours ago, George said:

Bitcoin Mining platform Nicehash Hacked - 56 Million USD In BTC reportedly gone http://www.guru3d.com/news-story/mining-platform-nicehash-is-offline-56-million-bitcoinwallet-is-empty.html

ჩემი 250$-მდეც იყო მაგაში :) 

  • Replies 4.5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Power_VANO

დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია Ethereum-ისა და Zcash-ის მაინინგი, ასევე პოპულარული და მომგებიანია Ethereum Classic-იც. GPU მაინინგისთვის, სახელიდან გამომდინარე, ყველა მნიშნველოვანი ვიდეო ბარათებ

DZENA

ვერვხვდები უბრალოდ 10000 ებს იხდით ვიდეო კარტებში და წესიერი კვების ბლოკის დაყენება რა გახდა 200- 300ლარს ზოგავთ და სერვერის კვებაზე სვავთ ასეთ ფერმებს , ან ეს 13 ვიდეო კარტიანი მაზერი რა

Gogla1990

ბუნებრივად არა იხვის ტოლმა, ერთი დიდი აფიორაა რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს   დასასრული კი რამდენიმე ასეული კაცისთვის ზღაპრული იქნება, რამდენიმე მილიონისთვის კი ცარიელი ჯიბე და მიშვერილი ფ

Posted Images

  • 2 weeks later...
Posted

ვინ მოიგონა ეს მაინინგი და კრიპტოვალუტები, ტვინი არის წაჭმული უკვე, Adjaranet.com-ს ადმინისტრაციას გაუშვია თურმე მაინინგი მომხმარებლებზე, რაც ხალხი მაგათ აგინებდათ, უჭედავდა ნახევარ საქართველოს კომპიუტერები...  კიბოსავით შეეყარა ქვეყანას უკვე, სხვა საქმიანობები დაილია? ყველა მაინერი რომ გახდა... ისეთებზე ვგებულობ, ხალხი კომპიუტერის გაგებაში რომ არ იყო მაქს 1 საათი რომ ჯდებოდნენ დღეში კომპთან და ისიც ფეისბუქი და იუთუბი და დღეს ყველას ძვირადღირებული კარტები უყენიათ და მიმკვდრები არიან ამ მაინინგს...

Posted

კრიპტოვალუტა ბიზნესი არაა, მომავალი მსოფლიო ვალუტაა

Posted
1 minute ago, david_888 said:

კრიპტოვალუტა ბიზნესი არაა, მომავალი მსოფლიო ვალუტაა

შეიძლება, მაგრამ ბიტკოინი ნამდვილად არა, ჯერ აღმასვლაშია, მაგრამ დიდი ალბათობით მალე ძირს დაანარცხებენ :) 

Posted
53 minutes ago, Gogla1990 said:

შეიძლება, მაგრამ ბიტკოინი ნამდვილად არა, ჯერ აღმასვლაშია, მაგრამ დიდი ალბათობით მალე ძირს დაანარცხებენ :) 

არ გქონდეს მაგის იმედი :)  ძაან მალე კოლოსალურ ფასს მიაღწევს, 3-4 წელსი მილიონები ეღირება

Posted

მეეჭვება მთლად ეგრე გაბერვაც აწყობდეთ მაგ საპნის ბუშტის :) 

Posted
8 minutes ago, Gogla1990 said:

მეეჭვება მთლად ეგრე გაბერვაც აწყობდეთ მაგ საპნის ბუშტის :) 

ბუნებრივარ იბერება, უკვე საფონდო ბირჟებზე გავიდა, ამერიკამ როგორც პროდუქტი აღიარა

Posted

ბუნებრივად არა იხვის ტოლმა, ერთი დიდი აფიორაა რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს :D 

დასასრული კი რამდენიმე ასეული კაცისთვის ზღაპრული იქნება, რამდენიმე მილიონისთვის კი ცარიელი ჯიბე და მიშვერილი ფეხები :) 

  • Upvote 2
Posted
38 minutes ago, Gogla1990 said:

ბუნებრივად არა იხვის ტოლმა, ერთი დიდი აფიორაა რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს :D 

დასასრული კი რამდენიმე ასეული კაცისთვის ზღაპრული იქნება, რამდენიმე მილიონისთვის კი ცარიელი ჯიბე და მიშვერილი ფეხები :) 

აბა რამ გამოაშტერა იაპონიის მთავრობა ოფიციალურ ვალუტად რო აღიარა? იაპონიაა ვენესუელა ხო არა

პ.ს ამერიკას თავი რო დავანებოთ

Posted

ვინ რა თამაშს თამაშობს მაგას ჩვენ არავინ გვეტყვის

Posted

საქმეც ისაა, რომ საპნის ბუშტი არაა. კი ბატონო, სპეკულაცია ძალიან დიდი დოზითაა კრიპტოვალუტის ბაზარზე, მაგრამ ბიტკოინის და სხვა ბევრი კრიპტოვალუტის "ვაითფეიფერს" თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ტექნიკურად სრულად გამართული სისტემებია და არ არსებობს მიზეზი, რომ არ იმუშავოს, იმ პირობებშიც კი, თუ სახლემწიფოები აკრძალავენ საერთოდ :) 

Posted

მე მაგალიტად არ მინდა ეგ კრიპტოვალუტები მომავალში იყოს და არც ეს  მაინინგი მინდა არსებობდეს, მანამდეც ცხოვრობდა ხალხი და იყვნენ დკავებული სხვადასხვა საქმით, რაც ეს მაინინგი შემოვიდა დაზომბირებულები არიან, სულ მაგის ინფოების კითხვაში არიანს ხვა რამისკენ გახედვა არ უნდათ, ვინც ვნახე იმენა სენივით ქონდათ შეყრილი, ტიპებმა იყიდეს 1080-ბი და 1070-ბი და მიშტერებულები აკვირდებიან მოვლენების განვითარებას, მაგის გარდა აჭარამ რაც გააკეთა მაგის მაგალითი გითხარით უკვე, ნახევარ საქართველოს კომპიუტერები დაუტვირთა, ზოგს გადაეწვა ლამის, ყველას ხომ არ აქვს ძლიერი კომპიუტერი ძლიერი გაგრილებით და მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში რაც აქვთ კი იცით უმეტესობას, მაგავსი რამ კანონით უნდა ისჯებოდეს, და საერთოდაც დასახური იყო აჭარა ნეთი, და საერთოდაც არ უნდა არსებობდეს მაინინგი, არ არსებობდა აქამდე, მაგრამ არ დავქცეულვართ!

  • Upvote 1
Posted

მომავალი კრიპტოვალუტისაა, მაგრამ არა იმ სახით როგორც დღეს, მითუმეტეს არა BTC-სი :D 

 

გადავძოვეთ და გადავწვით ისედაც საცოდავი დედამიწა, ახლა კი იმის მაგივრად რომ მის გადასარჩენად რამეს ვაკეთებდეთ, ვდგევართ და თითო ნაკვერჩხალს ვახურებთ სახლში კიდევ უფრო გადასაწვავად :D 

რო იკითხო 99% წუხს გლობალურ დათბობაზე, ჰაერის და საკვების დაბინძურებაზე, მაგრამ ასევე 99% ივიწყებს ამ ყველაფერს მატერიალური სარგებელის მიღების შანსი თუ აქვს (კონკრეტულად მაინინგი არ იგულისხმება)

 

პ.ს
არ იფიქროთ გაბრაზებული ბავშვის პოზიციიდან პოსტავს რადგან არ აქვს შეხება და სხვისი სარგებელი სწყინსო, მეც მაქვს მაინერი, მეც მყავს ავტომობილი, მეც ვხმარობ არაერთ ელ. მოწყობილობას, უბლაროდ სიმართლე ასეა სამწუხაროდ და ასე თუ გავაგრძელეთ განვითარება დედამიწაზე ჩვენი წლები დათვლილია :) 

 

პ.პ.ს
ბოდიში მომითხოვია, ამ თემაში რა მოსატანი იყო, მაგრამ სადღაც ხომ უნდა გამოხატო წუხილი <_<

  • Upvote 1
Posted
17 hours ago, Gogla1990 said:

რო იკითხო 99% წუხს გლობალურ დათბობაზე

გლობალური დათბობა ტრუხა და შემოგდებული თემაა, მასების გასაკონტროლებლად

Posted
Just now, MILANISTA said:

გლობალური დათბობა ტრუხა და შემოგდებული თემაა, მასების გასაკონტროლებლად

ხო აბა რაა, დავიმშვიდოთ და მოვიტყუოთ თავი :ugly004:

  • Upvote 2
Posted

ამასწინათ მოვხვდი სუფრაზე, და ერთმა შემოაგდო ეს ტემა მაინინგი და ამაზე რომ დაიწყეს საუბარი, ვუყურებ ახლა როდის დაამტავრებენ ნახევარ საათზე მეტი საუბრობდნენ, მე ვუთხარი, მორჩით ახლა ამ მაინინგზე საუბარს თორემ მე დავტოვებ აქაურობასთქო, კაი რას დატოვებო და გაჩერდნენ, მართლა ყელშია უკვე ყველაფერი, არავისი არ მშურს გოგლასი არ იყოს, ყველას იმდენი მოგცეთ რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოთ, მაგრამ ზეგავლენის ქვეშ ნუ მოექცევით და სხვა ბევრი რამ არსებობს რასაც შეგიძლიათ დრო დაუთმოთ თვით განვითარებისთვის...  როგორც ადამიანი არის დროებითი, ასევე დროებითია ეს მაინინგიც და სხვა ნებისმიერი რამ, ასე რომ ნუ შესწირავთ თქვენი სიცოცხლის ისედაც მცირე პერიოდს მაინინგს და მსგავსებს... 

  • Upvote 1
Posted

GTX 1060 6გბ მაინინგით დღეში რამდენი $ კრიპტოვალუტის გამომუშავებაა შესაძლებელი ?

Posted

კრიპტოვალუტა, როგორც მომავლის ციფრული ფული კიდე შეიძლება ისაუბრო, მაგრამ ბიტკოინი რომ არ იქნება მომავლის ციფრული ფული ეს დღესვე ჩანს.

ბიტკოინს მალე ბიტკოინ ქეში ჩაანაცვლებს, ტრანზაქციის სისწრაფითა და რაოდენობის ხარჯზე. ბიტკოინის დღევანდელი ფასი იმის გამოა ამხელა, რომ პირველი იყო მარკეტზე, მისი დაშვებული შეცდომებით კი უფრო ჭკვიანი ხალხი ხეირობს.

კრიპტოვალუტას როგორც ასეთი მატერიალური მხარდაჭერა არ აქვს, შესაბამისად მის ფასს შენ და მე განვსაზღვრავთ და სხვა არაფერი, რაც ფინანსების საწყისებსაც ეწინააღმდეგება. ეს რომ სპეკულაციაა და ლამბო ბავშვების ფონზე გაბერილი ამბავი ორი აზრი არ არსებობს.

როდესაც პრეტენზია გაქვს მომავლის ფულობაზე, მინიმუმ უკვე არსებულ პრობლემებს უნდა აგვარებდე და არა პირიქით. ამაზე სხვა თემაში დავპოსტე. მარტო ბიტკოინის მაინინგი იმაზე მეტ ენერგიას მოითხოვს ვიდრე სერბეთი და სხვა 150-მდე სახელმწიფო ცალ-ცალკე. 2020 წელს კი მსოფლიო ელექტროენერგიის ექვივალენტი დასჭირდება, რაც მინიმუმ ხელს უშლის ბიტკოინს, როგორც მომავლის კრიპტოვალუტას. ამას დამატებული საკომისიო და უკვე სერიოზული პრობლემებია. bitcoin.com-ის თანადამფუძვნებელმა მთელი თავისი წილი გაყიდა და ბ-ქეშში ჩადო.

საქმე ისაა, რომ არც ბ-ქეში არის კარგი საიმისოდ, რისთვისაც დაფორკეს.

 

კითხვა ჩნდება - რატომ უნდა შეცვალოს კონსერვატიული SWIFT პროტოკოლი (რომელიც ფიატურ ფულის ქსელია და ოქრო ამყარებს) კრიპტოვალუტამ?

1. SWIFT cross-border payment-ს 3-5 დღე ანდომებს.
2. აქვს ძალიან დიდი საკომისიო რაც მულტი-ტრილიონობის წონის ტრანზაქციისას ფულს აუფასურებს
3. ხშირად ტრანზაქცია ვერ ვერიფიცირდება და ფული გამომგზავნს უბრუნდება, რაც ცალკე დროის პრობლემებს ქმნის.

ბიტკოინის ტრანზაქციის საკომისიო მაღალია, სჭირდება 1-2 საათი საშუალოდ, ასევე ეთერუმიც, საშუალოდ 45 წუთი და მეტი უნდება, საკომისიო დაბალი აქვს რა შედარებაა, მაგრამ დიდ ფულს მაინც ვერ გაატარებს. ყველა მაინებადი კრიპტოვალუტა ვერიფიკაციის პრობლემებით სავსეა, იყენებს ძალიან ბევრ ენერგიას და აქვს საკომისიო.

არამაინებად ვალუტებს კი ნამდვილად აქვთ მომავალი. გარდა ამისა, როდესაც ინვესტიციას აკეთებ, თუ ამას მხოლოდ ფულის მოგებისთვის აკეთებ კი ბატონო, ტრეიდერი ხარ ვერავინ გაგამყუვნებს, მაგრამ ინვესტიციას თუ იმის გამო აკეთებ, რომ მომავლის ფულია კრიპტოვალუტა, მაშინ ვერ დაგეთანხმებით და არგუმენტებიც არსებობს, რამდენიმეზე ვისაუბრე.

ძალიან მალე, 4-5 წელიწადში ეს სპეკულაციები ჩაწყნარდება, რეგულაციებიც იარსებებს და მარკეტიდან ბევრი ვალუტა უბრალოდ გაქრება, მხოლოდ რამდენიმე დარჩება, რომლებიც კონსერვატულ მოძველებულ სისტემას ცვლის და უკეთესობისკენ.

შეხედეთ რიპლის კომპანიას. თავი დავანებოთ მის ვალუტას. უბრალოდ წაიკითხეთ რას აკეთებს და იფიქრეთ რა შეიძლება ელოდეს მომავალში. რა პრობლემებს ჭრის და რა მიზანი აქვს. ზუსტად მათნაირი კომპანიები დარჩებიან და სხვა ვერავინ. დღეს მხოლოდ 2-3 ვალუტას ვხედავ, რომლებსაც მომავალი აქვს. როგორც ასეთი მომავლის ფულის წილი კრიპტოვალუტაში შედარებით ნაკლები იქნება და ფიატურ ფულს კიდევ დიდი ხანი ვერ გადაფარავს, თუ საერთოდ გადაფარავს და თუ ამას გააკეთებს, დღევანდელებიდან მხოლოდ 1-2.

On 12/20/2017 at 12:11 AM, Power_VANO said:

საქმეც ისაა, რომ საპნის ბუშტი არაა. კი ბატონო, სპეკულაცია ძალიან დიდი დოზითაა კრიპტოვალუტის ბაზარზე, მაგრამ ბიტკოინის და სხვა ბევრი კრიპტოვალუტის "ვაითფეიფერს" თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ტექნიკურად სრულად გამართული სისტემებია და არ არსებობს მიზეზი, რომ არ იმუშავოს, იმ პირობებშიც კი, თუ სახლემწიფოები აკრძალავენ საერთოდ :) 

ძალიან არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. რასაც ამბობ, აი ზუსტად ეგ მოუღებს ბოლოს არამარტო ბიტკოინს, არამედ ბევრ მისნაირ ვალუტას. მათი სისტემა არაა გამართული. ვაითფეიფერი მხოლოდ ბლოკჩეინისაა კარგი, რომელიც არამარტო ფულისთვის და კრიპტოვალუტისთვის არის გამოსადეგი. ერთადერთი რაც დღევანდელ კრიპტოვალუტებს (უმეტესობას) აქვთ კარგი ეს დეცენტრალიზებაა, სხვა არაფერი. ამაზე ჯერ კიდევ მეოთხე კვარტლის დასაწყისში შეჯერდა მსოფლიო... თუ მეტი დეტალები გაინტერესებთ ვისაუბროთ შემდეგ

Posted
52 minutes ago, OpTiMeR said:

ძალიან მალე, 4-5 წელიწადში ეს სპეკულაციები ჩაწყნარდება, რეგულაციებიც იარსებებს და მარკეტიდან ბევრი ვალუტა უბრალოდ გაქრება, მხოლოდ რამდენიმე დარჩება, რომლებიც კონსერვატულ მოძველებულ სისტემას ცვლის და უკეთესობისკენ.

 

დოლარს და ევროს რა ელის ? ეგეც გაქრება ?

1 hour ago, Power_VANO said:

და რამდენია ეგ ?

Posted
24 minutes ago, MILANISTA said:

და რამდენია ეგ ?

ლინკზე დასკროლე ოდნავ ქვემოთ და წერია სხვადასხვა კოინს რომელს რამდენს გამოიმუშავებს და $-ში რამდენია.

Posted
1 hour ago, OpTiMeR said:

SWIFT პროტოკოლი (რომელიც ფიატურ ფულის ქსელია და ოქრო ამყარებს)

დიდი ხანია უკვე ოქროთი აღარაა გამყარებული, ეგ ადრე იყო

Posted
39 minutes ago, MILANISTA said:

დოლარს და ევროს რა ელის ? ეგეც გაქრება ?

იმისათვის, რომ ნაღდი ფულის საჭიროება არ იყოს, აფსოლუტურად ყველას უნდა ჰქონდეს ციფრულ მოწყობილობასთან წვდომა, სხვაგვარად ნაღდი ქეში არ გაქრება რა თქმა უნდა. მერეც შეიძლება არ გაქრეს. ორივეს თავისი დანიშნულება აქვს.

15 minutes ago, david_888 said:

დიდი ხანია უკვე ოქროთი აღარაა გამყარებული, ეგ ადრე იყო

ხო რა თქმა უნდა, როგორც ასეთი ოქროს სტანდარტი არ არსებობს, მაგრამ ირიბად ოქრო ამყარებს დღესაც ფულს. მარტივი მაგალითი კი ისაა, რომ როდესაც სიტყვაზე კომპანია ფართოვდება და ძალიან დიდ მოგებას ნახულობს, ამ მოგებას ოქროში ცვლის, რადგან ეს ოქრო უფრო სტაბილურია და ფასს უკეთესად ინახავს, ვიდრე ნებისმიერი ვალუტა. ეს დღესაც ასეა, უბრალოდ დღეს ფიატურ ფულს ოქრო ვეღარ ალიმიტებს, როგორც ადრე

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.