gio_kiborg Posted February 16, 2017 Posted February 16, 2017 მთავარი გვერდი ლიცენზია: უფასო თავსებადობა: Windows (ასევე Mac, Linux, Android, iOS) FAQ დემონსტრაცია თვალების გადაღლა ყველასთვის ნაცნობი იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კომპს გვიან ღამემდე უზიან სტანდარტულ რჟიმში, მონიტორი ღამის სიბნელეშიც ისევე განათებულია როგორც დღის შუქზე თანამედროვე LED/LCD მონიტორები (გარდა რამდენიმე ძვირადღირებული გამონაკლისისა) განსაკუთრებით ძლიერად ასხივებენ ლურჯ (ცივ) დიაპაზონში, ეს ძალიან კარგია როცა ოთახში მზის სხივების შუქია, თუმცა შედარებით ნაკლებ განათებულ, ან საერთოდ ბნელ ოთახში თვალების ზედმეტად გადაღლას იწვევს. თითქმის ყველა მონიტორს აქვს ფერების ტემპერატურის გადართვა, თუმცა დარწმუნებული ვარ უმეტესობას ეს ფუნქცია ან საერთოდ არ უნახავს, ან ერთხელ ნახა ახალი მონიტორის "გაცნობისას" და აღარასდროს გამოუყენებია f.lux ძალიან მარტივად აგვარებს ამ პრობლემას, ინსტალაციის მერე საჭიროა მხოლოდ თქვენი მდებარეობის მითითება, რომ დააყენოს დღე-ღამის ციკლი და ამის მიხედვით ავტომატურად აყენებს მონიტორის ფერების ტემპერატურას, დღისით ცივი ფერები, ღამით თბილი (მოყვითალო ელფერით) ლურჯი გამოსხივების მოშორებით კი თვალები გაცილებით ნაკლეად იძაბებიან (გამოვცადე საკუთარ თავზე გადაბმული რამდენიმე გვიანი ღამის სათამაშო სეანსისას, თითქმის არ შევუწუხებივარ თვალების გადაღლას არც თამაშისას, არც დილით) ყვითელ ელფერს შეჩვევა ჭირდება მცირედი (ბრაუზინგისას მაგალითად) თუმცა თამაშებში და ფილმებში გაცილებით ნაკლებ შესამჩნევია, თუმცა თუკი გრაფიკულ სამუშაოს ასრულებთ და ფერების სიზუსტე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ დააპაუზოთ f.lix რამდენიმე საათით (ისე მსგავის სამუშაო მზის შუქზე გააკეთოთ ჯობს ) მოკლედ, გირჩევთ ყველას ვისაც გვიან კომპთან ჯდომა უყვარს (ალბათ ამ ფორუმის წევრების უმეტესობას) 4 Quote
George Posted February 17, 2017 Posted February 17, 2017 მეყენა მაგრამ არ გამომადგა დიდათ, ცვეტავოი ტემპერატურას ცვლის ავტომატურათ რაც არაფერში მჭირდება თან ფერებზეც მოქმედებდა ეგეთი შეცვლა, შეიძლება უფრო სერიოზულ მატრიცებზე უკეთესი ეფექტი ქონდეს არ ვიცი და არ გაახუმოს ფერები, აი ზუსრათ ეგეთივე ფიშკა ექნება უკვე windows 10 RS2 ბილდში და შეგიძლია ჩაურთო რომ გამოვა სეტინგებიდან, თუმცა იქაც გათიშულს დავტოვებ ალბათ მე Quote
gio_kiborg Posted February 17, 2017 Author Posted February 17, 2017 3 hours ago, George said: მეყენა მაგრამ არ გამომადგა დიდათ, ცვეტავოი ტემპერატურას ცვლის ავტომატურათ რაც არაფერში მჭირდება თან ფერებზეც მოქმედებდა ეგეთი შეცვლა, შეიძლება უფრო სერიოზულ მატრიცებზე უკეთესი ეფექტი ქონდეს არ ვიცი და არ გაახუმოს ფერები, აი ზუსრათ ეგეთივე ფიშკა ექნება უკვე windows 10 RS2 ბილდში და შეგიძლია ჩაურთო რომ გამოვა სეტინგებიდან, თუმცა იქაც გათიშულს დავტოვებ ალბათ მე ფერების სიზუსტე იკარგება ნამდვილად, მაგრამ რომ მიეჩვევი დიდად აღარ გაწუხებს, + თვალებიც აღარაა ჩასისხლიანებული დილით Quote
George Posted February 17, 2017 Posted February 17, 2017 ჩემზე დიდათ არ მოქმედებს ეგ ამბავი, მე დაჟე სიკაშკაშესაც არ ვაკლებ, ალბათ მიჩვეული ვარ უბრალოთ, აი ძველ მონიკთან შედარებით ეხლანდელ დელზე ნაკლებათ მეწვება თვალები იმიტომ რომ ალბათ უშიმო რომაა, უფრო დიდ ზომებზე ჯერ არ მიცდია, თუ ვიყიდი დავაკვირდები 24-25 ინჩიანზე, შეიძლება საერთოდ 2K კი გადავბარგდე ვნახოთ კარტა თუ გამოვცვალე Quote
გიო Posted February 17, 2017 Posted February 17, 2017 მადლობა,ძაან გამომადგა თვალები არ მისისხლიანდებოდა მაგრამ, ახლა ნაკლებად მაქვს დაძაბული თვალები ოდნავ ავუწიე სიკაშკაშეს,მთლად წიგნის კითხვის მოუდი რო არ ყოფილიყო :დ Quote
George Posted April 5, 2017 Posted April 5, 2017 არის ეგეთივე ფიშკა უკვე ვინც ვინდოუს 15063 ბილდს დააყენებს, night mode ქვია : Quote
gio_kiborg Posted April 12, 2017 Author Posted April 12, 2017 ხო, ვნახე ეგ თუმცა არ არის ისეთი მოქნილი როგორც f.lux-ში ანუ მითითებულ დროს იცვლება საწყისიდან საბოლოო მნიშვნელობაზე და არა ეტაპობრივათ (f.lux-ს აქვს აპდეით ინტერვალი 20 წმ ან 60 წთ -ცოტა უცნაურია მარტო ეს ორი საფეხური და მათ შოის ამხელა სხვაობა, მაგრამ მაინც ეტაპობრივია და არა ერთბაშად) Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.