Jump to content

მირჩიეთ სისტემა


Recommended Posts

Posted

გამარჯობათ ფორუმელებო,

გილოცავთ პირველ რიგში 2017 წელს, მეტი ფორუმელს და სტუმარს ვუსურვებ ამ საიტს :)

მეგობარი აპირებს სისტემის აწყობას, Archicad-ის და 3D max-ის სწავლა დაიწყო დამწყებია და ლეპტოპი ვერ უწყობს ხელს,

1300 ლარის ფარგლებში აპირებს განვადებას და მაინტერესებს თქვენი აზრი თუ აიწყობა ამ ფასში რამე ისეთი რო დამწყებს გაუქაჩოს და არ გაუჭედოს,

დაახლოებით ასეთი ვნახე ამ ფასში:

I5 4470, 8GB RAM, 1TB HDD, ASUS H81, DEEPCOOL 500W, GT 730 2GB.

თქვენ რას იტყვით ვისაც გქონიათ შეხება?

 

 

Posted

არამგონია ეგეთი სისტემა ეყოს მაგ პროგრამებს.

მე მგონია განვადების გაკეთებას ჯობია ბანკიდან ფული გამოიტანოს, სადაც განვადებას უმტკიცებენ სესხსაც მისცემენ და მერე ზოგი ნახმარი და ზოგი ახალი ნაწილით ცოტა უკეთეს სისტემას ააწყობს და უფრო გაუქაჩავს:)

Posted
3 hours ago, LEVANIUS said:

1300 ლარის ფარგლებში აპირებს განვადებას და მაინტერესებს თქვენი აზრი თუ აიწყობა ამ ფასში რამე ისეთი რო დამწყებს გაუქაჩოს და არ გაუჭედოს,

დაახლოებით ასეთი ვნახე ამ ფასში:

I5 4470, 8GB RAM, 1TB HDD, ASUS H81, DEEPCOOL 500W, GT 730 2GB.

თქვენ რას იტყვით ვისაც გქონიათ შეხება?

სესხი აიღოს და იმ თანხით მეორადი იყიდოს
მაქსიმალურად მძლავრი პროცესორით და დიდი მოცულობა ოპერატიულით

Posted
47 minutes ago, Gogla1990 said:

სესხი აიღოს და იმ თანხით მეორადი იყიდოს
მაქსიმალურად მძლავრი პროცესორით და დიდი მოცულობა ოპერატიულით

ამ შემთხვევაში ეს ვიდეოკარტა რამეს უშველის მაგ სისტემას? ხომ არ ჯობია მაგის ფული პროცესორს დაემატოს და ი7 იყიდოს მაგ სოკეტზევე, +8 გბ ოპერატიული. და ინტეგრირებულზე იმუშაოს. მაგ პროგრამებში პროცესორი და ოპერატიული იწურება ხომ? ვიდეოს მაინცდამაინც არ აქ აზრი? 

 

Posted
1 hour ago, LEVANIUS said:

ამ შემთხვევაში ეს ვიდეოკარტა რამეს უშველის მაგ სისტემას? ხომ არ ჯობია მაგის ფული პროცესორს დაემატოს და ი7 იყიდოს მაგ სოკეტზევე

 

:yes:

კარგი ინტეგრირებული აქვს ისედაც მაგ პროცესორებს. მარა GT730-ის თანხის დამატებით მოგდის რო i7 ? :D 

Posted

3D-სთან ვიდეოკარტის გარეშე როგორ უნდა იმუშავო? :D 

Posted
1 hour ago, Dr0idGh0sT said:

3D-სთან ვიდეოკარტის გარეშე როგორ უნდა იმუშავო? :D 

ხო არ მქონია შეხება ბიჭებო და მაგიტომ გავაკეთე თემა, ზემოთ მირჩიეს მაქსიმალურად მძლავრი პროცკა და დიდი ოპერატიულიო და მეც ეგ ვარიანტი დავწერე, ვიცი რო დაახლოებიყ გტ730-ის დონის ინტეგრირებული აქვს ახალ ი7-ებს

1 hour ago, Gadget said:

:yes:

კარგი ინტეგრირებული აქვს ისედაც მაგ პროცესორებს. მარა GT730-ის თანხის დამატებით მოგდის რო i7 ? :D 

ახლავე დავაზუსტებ რადგან ასეა და ცოტა მათემატიკას მოვიშველიებ :D 500 ლარი ღირს ახალი ი5-ები, 150-200 ლარად დევს ყველგან გტ730-ები, 700 ლარად კი მაგ სოკეტზე ი7~4770-ები ხშირად იდება მაიმარკეტზე :)

Posted
2 hours ago, LEVANIUS said:

ამ შემთხვევაში ეს ვიდეოკარტა რამეს უშველის მაგ სისტემას?

გააჩნია პროგრამას და კონკრეტულ საქმეს, ჯობია ვიდეოკარტაც ეყენოს, მაგრამ GT730 გინდ ყოფილა გინდ არა :D 

Posted
12 minutes ago, LEVANIUS said:

 

ახლავე დავაზუსტებ რადგან ასეა და ცოტა მათემატიკას მოვიშველიებ :D 500 ლარი ღირს ახალი ი5-ები, 150-200 ლარად დევს ყველგან გტ730-ები, 700 ლარად კი მაგ სოკეტზე ი7~4770-ები ხშირად იდება მაიმარკეტზე :)

აბა განვადება გვინდაო ? ახალი 1000-ზე ზევით ჯდება.

Posted

განვადებით როგორც ჩანს არ გამოდის არაფერი :(

ვისაც გქონიათ შეხება მინიმუმ რა სისტემა ჭირდება დამწყებს მაგ საქმეში ???

Posted
2 minutes ago, LEVANIUS said:

მინიმუმ რა სისტემა ჭირდება დამწყებს მაგ საქმეში ???

მინიმუმი თითქმის არაა განსაზღვრული, მთავარია ისეთი იყოს XP-ს ზევით სისტემას რომ მაინც ამუშავებდეს, უბრალოდ ეგ მინიმალური სისტემა 10 წუთის საქმეს 10 საათს გაგიწელავს :) 

Posted
4 minutes ago, Gogla1990 said:

მინიმუმი თითქმის არაა განსაზღვრული, მთავარია ისეთი იყოს XP-ს ზევით სისტემას რომ მაინც ამუშავებდეს, უბრალოდ ეგ მინიმალური სისტემა 10 წუთის საქმეს 10 საათს გაგიწელავს :) 

 გოგლა მადლობა

Posted
1 hour ago, Gogla1990 said:

გააჩნია პროგრამას და კონკრეტულ საქმეს, ჯობია ვიდეოკარტაც ეყენოს, მაგრამ GT730 გინდ ყოფილა გინდ არა :D 

ხო ეგაა, GT730 გინდ გქონია გინდ არა.

მაგრამ მე როგორც ვიცი ამ პროგრამებს პროხესორთან და ბევრ ოპერატიულთან ერთად ძლიერი ვიდდეოკარტაც უნდა. თუ ვცდები?

Posted
1 hour ago, Dr0idGh0sT said:

მე როგორც ვიცი ამ პროგრამებს პროხესორთან და ბევრ ოპერატიულთან ერთად ძლიერი ვიდდეოკარტაც უნდა. თუ ვცდები?

 

2 hours ago, Gogla1990 said:

გააჩნია პროგრამას და კონკრეტულ საქმეს

ზოგ შემთხვევაში საჭიროა ვიდეოკარტა საქმის სწრაფად გასაკეთებლად, ზოგშიც მხოლოდ ჩვენების გამოსატანად, ასე რომ უნდა იცოდე ზუსტად რა პროგრამაში რა დავალებები უნდა აკეთო და იმის მიხედვით ააწყო სისტემა

ასეა თუ ისე ჯერ პროცესორი + ოპერატიულია წამყვანი მაგ საქმეში და მერე სხვა დანარჩენი :) 

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.