Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობათ. ჩემი LG E2351  ოთხი წელი მემსახურა.  თავიდან იშვიათად დაიწყო ძილის რეჟიმის შემდეგ გათეთრება. გამოვრთავდი ჩავრთავდი ღილაკიდან  და ბრუნდებოდა გამოსახულება. მერე ნელ ნელა  მოუხშირა ამას და ბოლოს საერთოდ აღარაფერი შველოდა. სულ გათეთრებული იყო. ხელოსანს მივუტანე გორში . ხელი შეავლო (საიდუმლოს გამხელა არ უნდოდა და ხან მითხრა დავაპრაშივკეო, ხან ფენით დავუარეო, მეორედ რომ მივუტანე აღარ დავშლიო. თავისებური პიროვნებაა რა და მაგის ნერვები არა მაქვს  :D )  ეშველა 1 თვით, მარა ეხლა ისევ ასე დაიწყო. თან ახლა ეკრანის ნახევარს ათეთრებს ზოგჯერ და დანარჩენ გამოსახულებას ორად ჰყოფს.ზოგჯერ ჩართვის დროსვე თეთრია უკვე.  რისი ბრალია ,გაკეთდება თუ   ჩავაბარო სადმე სანამ ცოცხალია? :) 

ეს არის   http://www.lg.com/uk/images/monitors/e2351vr/gallery/medium02.jpg

Posted

რაღაც ინფორმაციები დავათვალიერე ხალხი ჩივის მასეთი პრობლემით, სავარაუდოდ ან მონიტორი ტექნიკური წუნით შეიძინე, ან HDMI კაბელი არაა კარგი ხარისხის და ეგ იწვევს გათეთრებებს. ზუსტი მიზეზის დასახელება რთულია. რაიმე კომპიუტერულ მაღაზიას თუ აქვს დახმარების სერვისი შეგიძლია მიიტანო და აჩვენო. თუ გორში ცხოვრობ, გაიკითხე ყველაზე სანდო მაღაზია რაც არის.

Posted
44 minutes ago, Uchia said:

კი მაგრამ თავიდან 4 წელი არაფერი უქნია. ეს ბოლო 2 თვეა გაუბერა. ისე კი მითხრა ხელოსანმა გახსნილი იყო ადრე ეს მონიტორიო. HDMI კაბელი არ მიდის. განიერი ,თეთრი თავით   რომაა კაბელი ეგ მიდის.

კაბელის ბრალი ნაკლებად მგონია, იმიტომ რომ სანამ კომპიუტერს ჩავრთავდი და LG ის ლოგო გამოჰქონდა მონიტორს. მაგ დროსაც გაყოფილი და დაპატარავებული იყო გამოსახულება.ზოგჯერ კი ეგრევე თეთრი იყო.

Posted
28 minutes ago, Smilodon said:

ხო ცოტა არ იყოს უცნაურია. ზუსტად ეგ სისტემა გაქვს რაც გიწერია? ვიდეოკარტის დრაივერები როდის შეცვალე ბოლოს?

Posted
Just now, Uchia said:

ხო ცოტა არ იყოს უცნაურია. ზუსტად ეგ სისტემა გაქვს რაც გიწერია? ვიდეოკარტის დრაივერები როდის შეცვალე ბოლოს?

არა ეს სისტემა ოცნების პონტში :) .ეხლა ვესტელის ტელევიზორი მიყენია ჰდ კაბელით და არ შვრება ის ასე.

Posted

ხოდა თუ ეგ არ შვრება, მაშინ იმ მონიტორს გაუჩნდა ხარვეზი. დიდი ალბათობით მასეა...

კიდევ შეგიძლია რომ LG E2351-ის კაბელები, სხვით შეცვალო (ახლით) და ნახო, თუ ისევ იზამს მაშინ მონიტორი მარილზე გასულა.

Posted
8 minutes ago, Uchia said:

ხოდა თუ ეგ არ შვრება, მაშინ იმ მონიტორს გაუჩნდა ხარვეზი. დიდი ალბათობით მასეა...

კიდევ შეგიძლია რომ LG E2351-ის კაბელები, სხვით შეცვალო (ახლით) და ნახო, თუ ისევ იზამს მაშინ მონიტორი მარილზე გასულა.

ხომ ვთქვი, ქეისზე რომ არ მქონდა მიერთებული და ისე ვრთავდი მონიტორს მაშინაც თეთრი იყო.

Posted
15 minutes ago, Uchia said:

მაშინ მონიტორი მარილზე გასულა.

Posted

ვხურავ თემას მეტი შეკითხვები თუ არა გაქვს

  • George locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.