Jump to content

Recommended Posts

Posted

მოგესალმებით დღეს წარმოგიდგენთ კიდევ ერთ Ubuntu Phone lineup-ს წევერს BQ Aquaris E4.5. ის Ubuntu phone-ბში ყველაზე დაბალბიუჯეტიანი მოდელია.

56d9119e2a1d.jpg

€169.90 (around £127, $194, AU$249), BQ Aquaris E45 Ubuntu Edition წარმოადგენს ბიუჯეტურ სმარტფონს, რომელიც ითვლება ისეთი ტელეფონების კონკურენტად როგორებიცაა Moto G და ZTE Kis 3 Max

მიუხედავად ასეთი დაბალი ფასისა მას მაინც უჭირს კონკურენციის გაწევა დაბალბიუჯეტურ android და WP სმარტფონებთან მისი OS-ს გამო, რადგან მასზე გაცილებით ნაკლები აპლიკაციებია ვიდრე android-ზე ან WP-ზე.  Nokia Lumia 735-ც კი უკეთესია ამ საკითხში რაც საჭირო აპლიკაციების არსებობას გულისხმობს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ Ubuntu OS-ც და მისი Store-ც ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია.

ეს მოდელი არის პირველი სმარტფონი რომელიც მუშაობდა Ubuntu OS-ზე. ის გარეგნობით უცებ მოგვაგონებს iphone 4-ს თუმცა მისგან განსხვავებით Ubuntu phone მთლიანად პლასტმასისგანაა დამზადებული. ხელიდან იოლად არ ცურავს და არც თითის ანაბეჭდები ეტყობა.  მისი ზომებია 137 x 67 x 9 mm ხოლო წონა 123g რაც ტელეფონს საკმაოდ კომფორტულს ხდის თუ გავითვალისწინებთ მისი ეკრანის ზომასაც რომელიც 4.5-inch-ს შეადგენს. ეკრანი დამზადებულია IPS ტექნოლოგიით და აქვს HD 540 x 960 გაფართოება 240 ppi-თ.

ტელეფონი არის ორსიმიანი და მისი უფროსი ძმისგან განსხვავებით აქვს microSD-ს სლოტი 32 GB-მდე. ეს ძალზედ გამოსადეგია რადგან ტელეფონს მხოლოდ და მხოლოდ 8 GB შიდა მეხსიერება აქვს, რომლიდანაც 5.5 GB-ა თავისუფალი მომხმარებლისთვის.

მას ამუშავებს 4 ბირთვიანი mediatek-ს 1.3 GHz-ს მქონე პროცესორი 1 GB RAM-თან ერთად. აქვს 8 Mpixel-იანი მთავარი და 5 Mpixel-იანი წინა ხედვის კამერა. მას გააჩნია საინტერესო ფუნქცია რომლითაც მისი 8 და 5 Mpixel-იანი სურათები ინტერპოლირდება შესაბამისად 13 და 8 mpixel-იან სურათებად. ტელეფონს აქვს 1080p რეჟიმში ვიდეოგადაღების შესაძლებლობა. მის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობას უზრუნველყოფს 2150mAh non removable battery. 

კავშირის საშუალებებია Wi-Fi, GPS, Bluetooth, FM. ტელეფონს აქვს Proximity სენსორი, Ambient light სენსორი, Accelerometer და Gyroscope.

FM რადიოს ქონა ერთ-ერთ დიდ პლიუსად ითვლება ამ ტელეფონისთვის, თუმცა 4G-ს არ ქონა დიდი მინუსია. 

a0082a3ba297.jpg

ფასი შეადგენს 169.9 ევროს.

მისი და სხვა Ubuntu OS-ზე მომუშავე სმარტფონების ყიდვა შეგიძლიათ პირდაპირ UBuntu-ს გვერდიდან. http://www.ubuntu.com/phone/devices

იხილეთ review და unboxing

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.