Jump to content

Recommended Posts

Posted

Warcraft (2016) ის ფილმია, რომელზმაც უნდა დაამტკიცოს, რომ თამაშების ეკრანიზაცია ყოველთვის უვარგისი არ არის :)

ფილმის გადაღებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2006 წლიდან მიდის, როცა თამაშ World of Warcraft-მა უდიდესი წარმატება მოიპოვა. წლების განმავლობაში იცვლებოდა გეგმები ფილმის შესახებ. საბოლოოდ, 8 წლის შემდეგ ფილმი პროექტად იქცა. რეჟისორის სტატუსი კი დუნკან ჯოუნსმა მოიპოვა, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა Blizzard-ის თამაშებს და კარგად იცნობდა იმ სამყაროს, რომელზეც ფილმი უნდა გადაეღო.

მსოფლიო პრემიერა დაგეგმილია 10 ივნისს, ჩვენთან კი უფრო ადრე, 26 მაისს (სულ რაღაც ორ კვირაში) იქნება ფილმი კინოთეატრებში. გარდა სტანდარტული 3D ვერსიისა, იქნება IMAX 3D  ვერსიაც.

წინასწარი ტრეილერებითა და ინფოებით ფილმი საკმაოდ კარგი ჩანს და იმედია მოლოდინსაც გაამართლებს.

სიუჟეტი ვითარდება პირველი ომის პერიოდში, როდესაც ორკები დრეინორიდან (რომელშიც სასიცოცხლო რესურსები ამოიწურა და კვდება) მოდიან აზეროტში, Dark Portal-ის საშუალებით.

ლინკი IMDB-ზე: http://www.imdb.com/title/tt0803096

აქ შეგიძლიათ ნახოთ Character ვიდეოები და ტიზერები: https://www.youtube.com/user/legendarychannel/videos

Hi-Res სქრინშოტები ფილმიდან: http://collider.com/warcraft-movie-images-travis-fimmel-toby-kebbell/

ოფიციალური ტრეილერები:

gmdsc.jpg

h8jo7.jpgkfeqk.jpgpost-73-1432037726.png

Posted

იმედია მალე თარგმნიან ქართულად

 

და რაც მთავარია ხარისხიანად!

Posted

ეპიკ კადრები დაიდო ფილმიდან. სარეკლამო კლიპებია როგორც ჩანს:

 

Posted

ასე მგონია 8+ დადებს

Posted

 

მოდის და მოდის ახალ-ახალი ვიდეოები :)

Posted

ისე რაგნარს არ უხდება ეს პერსონაჟი

 

ჯერ მარტო აბჯარში როგორი პაწუა ჩანს;დ

Posted

იყიდება უკვე ბილეთები: https://www.cavea.ge/movie/current/?id=56f7c2db956167df5ddf3b94

ჯერჯერობით აიმაქს ვერსიაა მხოლოდ როგორც ჩანს, შესაბამისად, ისტ პოინტში შეიძლება ნახვა.

ინგლისურიცაა და რუსულიც.

Posted

 

Posted

ახალი სცენები დაიდო კიდევ:

 

Posted

კიდევ ახალი ვიდეო დაიდო:

 

 

Posted

ველოდები "სულით და გულით" :დ

ფილმზე მეტად ხალხის რეაქციას ველოდები. ამან თუ გაამართლა სტარკრაფტი და დაიბლო ავტომატურად ეკრანიზაციის შემდეგი კანდიდატები გახდებიან.

ყველაზე მეტად რეიტინგის მეშიანია :დ (PG13)

Posted

Критики выставили фильму «Варкрафт» совершенно неожиданные оценки

http://gamebomb.ru/gbnews/16422

The Hollywood Reporter — 6

Screen International — 4

The Guardian — 4

The Telegraph — 4

Variety — 3

The Wrap — 1

Posted

ანუ არაფრათ არ ვარგა, თუმცა IMDB-ზე 8+ აქვს ჯერჯერობით შეფასება, მემგონი ცუდი საყურებელი არ უნდა იყოს მაინც

Posted

ეგეთი ღლეობა კრიტიკოსების შეფასებები იშვიათად რომ სადმე ნახოთ როგორც ეს ფილმი შეაფასეს.

იდიოტური მიზეზები უწერია ბევრს თან, შეუსაბამო საერთოდ.

ზოგს უწერია მგალითად, რომ CGI და სფეცეფექტები არ ვარგოდაო, არადა, ერთ-ერთი უმაღლესი დონის CGI აქვს ამ ფილმს.

 

ვნახე კავეაში და ალბათ 8/10-ს მივცემდი შეფასებას. ნამდვილად კარგი საყურებელია.

ერთადერთი ნაკლი - მომენტებში ცოოტა ასწრაფებული შეიძლება მოგეჩვენოთ სცენები, რომ საკმარისად არ განვითარდა მოვლენა ან რამე ეგეთი. რამდენიმე სცენაში სულ.

თუმცა, დუნკანამ თქვა, რომ დაახლოებით 30-40 წუთი ამომაჭრევინა სტუდიამ ფილმიდანო.

აქედან ესე 15 წუთი ისეთი კადრებია, რომ ახლავე დაბრუნება შეიძლება და დანარჩენზე ცოტა CGI-ს უნდა დამუშავებაო.

იმედი მაქვს, Director;s Cut რომ გამოვა დისკებზე, იქ დავაბრუნებთ ამ სცენებსო.

Posted

ესეც ამ ფილმის მიმოხილვა რუსულათ https://www.overclockers.ru/lab/76564/varkraft-recenziya-na-film.html რუსმა ოვერებმა 5 ბალი დაუწერეს 5-ან, ანუ ძალიან მოწონებიათ, ბდ-ზეც გამოვა ალბათ, 4K გამოუშვან შეიძლება

  • 2 weeks later...
Posted

ფანებს მაგრად გაუტყდათ, ჩაუსვრიათ, ერთს ვიცნობ Warcraft-ს თამაშობს 10 წელია და მაგრად გაუტყდა რომ ასეთი ფიასკო განიცადა ამ ფილმმა, როგორც ჩანს არ ამართლებს ვიდეო თამაშებზე გადაღებული ფილმები და შეეშვან ჯობს...

Posted

ძალიან მაგარი ფენტეზი ჩანს რაქსაც ვუყურე ტრეილერებიდან. ბეჭდების მერე მგონი ესეთი არც გამოსულა.

Posted
6 hours ago, NvidiaFan said:

ფანებს მაგრად გაუტყდათ, ჩაუსვრიათ, ერთს ვიცნობ Warcraft-ს თამაშობს 10 წელია და მაგრად გაუტყდა რომ ასეთი ფიასკო განიცადა ამ ფილმმა, როგორც ჩანს არ ამართლებს ვიდეო თამაშებზე გადაღებული ფილმები და შეეშვან ჯობს...

ძალიან მცირე ნაწილია, ვისაც არ მოეწონა, ფანებს მით უმეტეს.

ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა ჯამში. კრიტიკოსების, ტომატოს და ა.შ. შეფასებები საერთოდ სხვა სამყაროა. არარსებულ ფაქტებზე მიდის დავა საერთოდ :)

ერთადერთი, რაც შეიძლება დაუწუნო, ხანგრძლივობაა - 2 საათი. თუმცა დუნკანამ თქვა, რომ რეალურად 30-40 წუთი ამოაჭრევინეს და Director's Cut თუ გამოვა, იქ იქნება სრულად.

Posted

ძალიან მომეწონა მაგარი იყო და ერთი სული მაქ როდის გამოვა შემდეგი ნაწილებიც. ხანგრძლივობით მართლაც მოკლე იყო.

Posted

კარგის მეტი არაფერი მსმენია ამ ფილმზე

ვუყურებ აუცილებლად

Posted

არაერთგვაროვანი აზრია ამ ფილმის გარშემო ჩემს სამეგობროში. მე მაგარი არ მაინტერესებს  warcraft-ის სამყარო და არც კინოთეატრში წასვლას ვაპირებ მაგრამ ვინც იყო ზოგს მოსწონს ზოგს ძალიან არ მოსწონს. ობიექტური შეფასებებით რასაც ამბობენ უფრო ცუდია ვიდრე კარგი. ანუ 6 წელიწადი ფილმს იღებდნენ უკეთესი უნდა გაეკეტებინათ თემაა. კრიტიკოსების შეფასებები ვნახე  მიწაში ჩადეს და აღარ ამოიღეს. მოკლედ მაინც ვერ გავარკვევთ თამაშების მიხედვით ფილმები ბოლოსდაბოლოს ამართლებს თუ არა ))) (ეს  კონკრეტული ოდნავადაც არ მაინტერესებს)

Posted

IMDB-ზე 7.7-მდე ჩამოვიდა ისე ფილმის საშვალო შეფასება, თუმცა ეგ საკმაოთ ნორმალურ აცენკათ ითვლება მაინც მაგ საიტზე, ბდ-ზეც გამოვა ალბათ მოგვიანებით, 4K კარგი საყურებელი უნდა იყოს UHD-BD რიპი

  • 1 month later...
Posted

ნორმალური იყო

 

 

ვოვს არავინ თამაშობთ?

 

მათხოვეთ აქაუნთი სევქმნი ახალ კააცს და ცოტა წავითამაშებ ხოლმე რა;ხ

  • 3 weeks later...
Posted

ერთ-ერთი ამოჭრილი სცენა დაიდო. ესენი ხო ხალხი არ არიან, რა სცენაა ამოჭრილი :( 

 

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.