Jump to content

Recommended Posts

Posted

მოგესალმებით ხალხო. ამ ფორუმს აქტიური მომხმარებელი არ ვარ და შეიძლება იმ განყოფილებაში არ ვითხოვ დახმარებას სადაც უნდა მექნა, მარგამ მაინც გთხოვთ არ დაიზაროთ და იქნებ რამე მირჩიოთ. 

ესეიგი მაქვს Asus H81M-E დედა დაფა, ამჟამად მიყენია Pentium G3220 3.0Ghz, რამდენიმე დღის წინ მაჩუქეს i5 4590 3.3ghz, 6mb Cache. პრობლემა იმაშია , რომ ახალი პროცესორი ჩავდგი და კომპიუტრს ვერ ვრთავ ფაქტობრივად. დენი შედის, ნათურები ინტთება, ქულერი ტრიალებს, ვიდეო კარტა მუშაობს, მაგრამ გამოსახულება მონიტორზე არ გამოდის. ვცადე სათითაოდ უამრავი ოპერაცია. განვაახლე ბიოსი, დავარესეტე ბიოსიც და სიმოსიც, ვცადე ჩამერთო ვინჩოს გარეშე, ვცადე ინტეგრირებულ ვიდეოზე, ჩავსვი სხვა ოპერატიულები (მაქვს G-Skill Ripjaws X 1333Mhz და ჩავუსვი Crucial 1600 mhz) , მაგრამ არაფერი შცელის და იქნებ ვინმემ მომაწოდოთ რამე იდეა რისი ბრალი შეიძლება კდიე იყოს და რა ვქნა, რომ ავამუშავო? პროცესორი ვიცი რომ მუშა არის , ბოლოს მაღაზიაში სადაც იყო ნაყიდი მივიტანეთ და დავატესტინეთ და თავად პროცესორი მუშაობს. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.

Posted

0808 ვერსიაზე უწერია ბიოსს მაგ პროცს მხარდაჭერა, შესაბამისად შემდგომ ვერსიებზეც, მაგრამ დაფლეშე მაინც 0808-ზე და მერე სცადე

თუ არ ქნა აყევი თითო საფეხურით ზედა ვერსიებს

Posted

კი ეგ ვცადე უკვე თავიდან საერთოდ 2201 მივუყენე ბიოსი და მერე თითქოს სულელურია მაგრამ მაინც გადავიყვანე 0808-ზე და არაფერი ქნა, მაგრამ ალბათ ეგრე მოვიქცევი და ავყვები თითო საფეხურს, მადლობა!

Posted

სოკეტში + პროცესორზე პინები დაათვალიერე, გაღუნული ან რაიმეთი დასვრილი ხომ არაა

Posted

ეგეც ვნახე და წესრიგში არის ყველაფერი, გაღუნული რომ იყოს წესით საერთოდ ვერ უნდა წაიღოს სხვა პროცესორი და ძველი მუშაოსბს მშვენივრად

Posted

არის რამე ახალი?

Posted

ცოტახნის წინ ვცადე თავიდანვე ყველა ეს პროცედურა, უბრალოდ ამჯერად გავაკეთე ის რაზეც წინაზე არ მიფიქრია. სიმოსის დარესეტებისას ჯერ პროცესორი საერთოდ ამოვიგე და კვება გამოვაძრე , რამდენჯერმე გავიმეორე ეგ პროცედურა, მაგრამ ჯერ ჯერობით არაფერი შველის ისევ ისეა. ხვალ ვფიქრობ უკვე გავიტანო მტლიანი სისტემა და ადგილზევე დავატესტინო ყველაფერი უბრალოდ ნერვები მეშლება ჩემით, რომ ვერ ვასწორებ .... მადლობა მოკითხვისთვის)))

პ.ს. პინები შევამოწმე და ყველაფერი წესრიგშია :/

Posted

გადაწყდა ეს საკითხი, ჩემი სირცხვილია რეალურად , იმიტომ რომ ბიოს კი ვუკეთებდი განახლებას, მაგრამ მეოთხე თაობის პროცესორებზე გადასასვლელად თურმე სპეციალური ბიოს აპდეითერის დაყენება იყო საჭირო და გამომრჩა ეგ, ეგ იყო და ეგ რეალურად. დიდი მადლობა მაინც დახმარებისთვის ^_^

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.