Jump to content

Recommended Posts

Posted

CompTIA არის კომპიუტერული ტექნოლოგიების ასოციაცია, რომლის სერტიფიკატები საერთაშორისოდ არის აღიარებული და სერიოზულ უპირატესობად ითვლება აიტი ვაკანსიაზე დაქირავების დროს

https://certification.comptia.org/about-us

A+ არის კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტის საწყისი სერტიფიკაცია

https://certification.comptia.org/certifications/a

რომელიც დაფუძნებული იყო 2 გამოცდაზე: 220-801 და A+ 220-802, რომლებიც 2012 წლის ტექნოლოგიებზე იყო გათვლილი.

ამა წლის 15 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი გამოცდები: 220-901 და 220-902, რომლებიც შესაბამისად 2015 წლის ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და გამოცდის პროგრამაც შეცვლილია.

რატომ წამოვიწყე ეს თემა :) ამ სერტიფიკაციის პირველ გამოცდაში განხილულია Hardware, რომლის პრობლემებსაც ამ განყოფილებაში განვიხილავთ.

ონლაინ-ტრეინინგ კომპანიებმა უკვე დაიწყეს ახალი გამოცდების ჩასაბარებელი ტრეინინგების გამოშვება. ერთი მომეწონა ყველაზე ძალიან და მინდა შემოგთავაზოთ, რომ გაიაროთ ეს ტრეინინგი უფასოდ, ოღონდ არ უნდა იზარმაცოთ, რადგან 18 საათიანი ტრეინინგის მოსასმენად 10 დღე გაქვთ :) 

ამ ტრეინიგზეა საუბარი:

https://www.safaribooksonline.com/library/view/comptia-a-220-901/9780134392387/

დარეგისტრირდებით უფასო trial-ზე და 10 დღე შეგიძლიათ უსმინოთ ამ და სხვა კურსებსაც.

გამოცდას თუ არ ჩააბარებთ(საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა სტუდენტისთვის/მოსწავლესთვის :) ), ცოდნას მაინც მიიღებთ, რაც შემდეგში გამოგადგებათ.

P.S.

თემა "აპინული" იქნება

  • Upvote 3
  • OgaiB pinned this topic
Posted

ეს 10 დღიანი უფასო საცდელი გაკვეთილები სულ უფასოდ იქნება თუ შეზღუდული დროით ?

Posted

Hardware  -ზე ზედაპირული ინფორმაციაა მოწოდებული, რამე ისეთი მინდა სადაც ღრმად იქნება განხილული და სად შეიძლება ვნახო ეგეთი ვიდეო კურსი ?

Posted
1 hour ago, Gadget said:

ეს 10 დღიანი უფასო საცდელი გაკვეთილები სულ უფასოდ იქნება თუ შეზღუდული დროით ?

აბა დაფიქრდი რა თქვი და კიდევ ერთხე დაფიქრდი :) 10 დღე გექნება უფასოდ, თუმცა არავინ გიშლის სხვა ემაილით და სახელით დარეგისტრირდე მეორე 10 დღით ;) ნუ როუტერიც რომ გადატვირთო და ახალი IP მიიღო, ეგეც კარგი იქნება

33 minutes ago, gogia1 said:

Hardware  -ზე ზედაპირული ინფორმაციაა მოწოდებული, რამე ისეთი მინდა სადაც ღრმად იქნება განხილული და სად შეიძლება ვნახო ეგეთი ვიდეო კურსი ?

მასეთი კურსი პრაქტიკაა :) 

Posted
58 minutes ago, OgaiB said:

აბა დაფიქრდი რა თქვი და კიდევ ერთხე დაფიქრდი :) 10 დღე გექნება უფასოდ, თუმცა არავინ გიშლის სხვა ემაილით და სახელით დარეგისტრირდე მეორე 10 დღით ;) ნუ როუტერიც რომ გადატვირთო და ახალი IP მიიღო, ეგეც კარგი იქნება

მასეთი კურსი პრაქტიკაა :) 

მეგონა დროებითი აქციის პონტში იყო ეგ 10 დღიანი საცდელი კურსი და იმიტომ ვიკითხე ეგ, თუ არაა ეგრე ძალიან კარგი ფინალურების მერე ჩავუჯდები.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.