Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Mushkin-მა განაცხადა ახალი თაობის კვების ბლოკების სერიების - Volta და Joule-ის გამოსვლის შესახებ. პირველი მათგანი განეკუთვნება მასიურ სეგმენტს და მასში შესულია ორი მოდელი: 500 და 650 ვ-იანი. ორივე მოდულური სისტემებია, ხოლო კომპლექტაციაში კი მოყვებათ ერთ-ერთი ATX 24/20 და ESP/ATX12V, PCI-E-ის ექვსპინიანი ორი ცალი დამატებითი კვებისა და 3.5 ტიპის დისკწამყვანის კაბელები. გარდა ამისა, უმცროს ვერსიას, აგრეთვე გააჩნია SATA დისკების ჩართვისათვის საჭირო და ე.წ.'მოლექს' (Molex 8981) ოთხ-ოთხი კაბელი, უფროსს კი ექვს-ექვსი.

ხოლო კომპიუტერულ ენთუზიაზისტებისა და მაღალი მოთხოვნილებების მქონე მომხმარებლებს, კომპანია სთავაზობს Joule კვების ბლოკებს.700, 800 და 1000 ვ-იანი მოდელები შეესაბამებიან 80 PLUS Bronze, 80 PLUS Silver და 80 PLUS Gold კატეგორიებს შესაბამისად. მწარმოებლის თქმით, ეს პროდუქტები უზრუნველყოფენ მაღალწარმადობიანი CPU-ებისა და მრავალპროცესორიანი გრაფიკული სისტემების კვებას. მათი კაბელების კომპლექტაცია კი დამოკიდებულია სიმძლავრის მაჩვენებელზე.

ახალი ნაწარმების სრული სია ასე გამოიყურება:



  • KNPSVT500 (Volta,500 ვ)
  • MKNPSVT650 (Volta,650 ვ)
  • MKNPSJL700 (Joule,700 ვ)
  • MKNPSJL800 (Joule,800 ვ)
  • MKNPSJL1000 (Joule,1000 ვ)

ევროპული ბაზრებისათვის, მოდიფიკაციები განსხვავდება სახელწოდებაში 'EU' სუფიქსით. მოდელი MKNPSVT650 ევროპაში ხელმისაწვდომი არ იქნება. ახალი კვების ბლოკების გაყიდვები უკვე დაწყებულია.

126a038aaf58.jpg

  • Upvote 4
Posted

ვოლტა ხო ქონდათ უკვე

ჯოულია მგონი ახალი სერია

გადავიდა ესეც გოლდ სტანდარტში :)

Posted

ოო კაი ფასიც ეღირება

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.