Jump to content

Windows XP VS 7 VS 8.1 VS 10  

100 members have voted

You do not have permission to vote in this poll, or see the poll results. Please sign in or register to vote in this poll.

Recommended Posts

Posted

UP

კარგა ხანია რაც 10 გამოვიდა და აბა მოსაზრებები და ვოუტები არ დაიზაროთ :D

 

p.s ჩემთვის ისევ ვინ 7 არის საუკეთესო :user:

  • Upvote 1
  • Replies 73
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted

ვინდოუს 10 TH2, ისე ვინდოუს 7 მგონი 3 წელზე მეტია უკვე რაც აღარ მყენებია, საერთოდ რაც გამოდის ყველაზე ბოლოს ვაყენებ ხოლმე, უბრალოთ ბეტები და ეგეთები არ მიყვარს და ფინალურს ველოდები ხოლმე

Posted

Windows 10 TH2. windows 7 რაც 8 ბეტა გამოვიდა მას მერე დავიწყებული მაქ :D  

Posted

ახლის გამოსვლის შემდეგ ძველი აღარ მომწონს არასდროს და ისე არცერთის მიმართ არ მქონია პრეტენზია როცა აქტუალური იყო, ეხლა ყველა კომპზე 10 მიყენია და 7-ს კი არა 8.1-საც ვერ დავაყენებ შანსი არაა

  • Upvote 1
Posted
4 hours ago, david_888 said:

ახლის გამოსვლის შემდეგ ძველი აღარ მომწონს არასდროს და ისე არცერთის მიმართ არ მქონია პრეტენზია როცა აქტუალური იყო, ეხლა ყველა კომპზე 10 მიყენია და 7-ს კი არა 8.1-საც ვერ დავაყენებ შანსი არაა

8.1 -ს ისევ 7 მირჩევნია მე მაგალითად.

  • 1 month later...
Posted
On 1/29/2016 at 7:22 PM, kakha77777 said:

8.1 -ს ისევ 7 მირჩევნია მე მაგალითად.

ფუუუ კაია რა, რაღადროს 7-ა, რავი მე ალერგია მაქ ძველმანებზე

  • Upvote 1
Posted

windows 10ს ჩემი ხმა. 8ს ვერ მე ვერ შევეგუე და მალევე დავბრუნდში 7ზე, შემდეგ პირდაპირ 10 გადავედი...

 

პ.ს. ვისტა სადაა?:lol:

Posted
2 hours ago, gtsetsadze said:

 

პ.ს. ვისტა სადაა?:lol:

აქ მხოლოდ წარმატებული სისტემებია შესული, ანუ რომლებიც დიდი რაოდენობით გაყიდა და პრობლემური OS არ იყო 

Posted
2 hours ago, gtsetsadze said:

ვისტა სადაა?:lol:

მაზოხისტების ფორუმზე :givi: 

  • Haha 1
  • 1 year later...
Posted

10 მაქვს როგორც სმარტზე,ისე კომპზე და იდეალურია :) 7 მიყვარდა მაგრამ 10მა ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა <3

Posted
On 3/30/2017 at 7:56 PM, CONTROLLER2000 said:

10 მაქვს როგორც სმარტზე,ისე კომპზე და იდეალურია :) 7 მიყვარდა მაგრამ 10მა ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა <3

ავატარზე რატომ გიყენია ეგ სურათი, სტალკერი მოგწონს შენც ?   :D

Posted
18 hours ago, kakha77777 said:

ავატარზე რატომ გიყენია ეგ სურათი, სტალკერი მოგწონს შენც ?   :D

მეც? ესეიგი შენც? :) სიმართლე გითხრა არ ძაან,უბრალოდ ეს მონსტრი მომწონს

Posted
2 hours ago, CONTROLLER2000 said:

მეც? ესეიგი შენც? :) სიმართლე გითხრა არ ძაან,უბრალოდ ეს მონსტრი მომწონს

ყველაზე ადვილი მოსაკლავია, თუ ვერ გხედავს ან პირიქით სულ ახლოს, პირისპირ თუ მიხვალ.
თუ შორსაა და ისე გხედავს მაშინ პირიქით, ყველაზე ძნელი მოსაკლავია.

Posted
29 minutes ago, kakha77777 said:

ყველაზე ადვილი მოსაკლავია, თუ ვერ გხედავს ან პირიქით სულ ახლოს, პირისპირ თუ მიხვალ.
თუ შორსაა და ისე გხედავს მაშინ პირიქით, ყველაზე ძნელი მოსაკლავია.

კიბატონო :)

ძაან მიზიდავს ეს ოხერი :D:D:D

Posted

მგონი ამოწურა ამ თემამ თავი, ეხლა უნდა გაიხსნას ახალი თემა ,,მოგწონთ თუ არა win10'' 

Posted

ლოლ რაც მაგან მაწვალა ეს დღეებია, თუმცა მაინც მოვუგრიხე მგონი კისერის 15063 Redstone 2 ვინდოუს 10 ბილდს, რაც დრო გადის მით უფრო მეტი რაღაცეები ემატება და მით უფრო უძნელდებათ კარგი ოპტიმიზაციის შენარჩუნება + ათას ხარახურას ტენიან რომელიც ბევრს არაფერში ჭირდება და რომლის წაშლაც არც ისე ადვილია

  • 3 weeks later...
Posted

სათამაშოდ აშკარად 10 უკეთესია. აშაკრაა უკეთესი ოპტიმიზაცია.

  • 4 months later...
Posted

10ზე რაც ბოლო განახლება მოვიდა ბლუთუზს უჭირს მუშაობა. დაკავშირების მომენტიდან რამდენიმე წამში კლავიატურა ეკიდება. მერე რაღაც სოფთ მივაგენი რომელიც სულ ძებნის რეჟიმშია და ამით ვინარჩუნებ მუშა მდგომარეობაში კლავიატურას. იგივე ეხება ტელეფონს. 

ჰო თან ბოლო განახლების მერე რაც ბუთუზს ვრთავ ვაიერლეს ადაპტერი თითქმის აღარ მუშაობს როგორც კი გავთიშავ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. 

  • Power_VANO unpinned this topic
  • 5 years later...
Posted

საუკეთესო ექს ფი იყო თავის დროზე უდაოდ. ახლა ინდუსებითაა სავსე მაიკროსოფტი და კი ხედავთ რეებს კადრულობენ :D

Posted

საუკეთესო ჩემთვის  ალბათ 8.1 იყო იმიტო რო ბევრ ოპერატიულა არ მოიხმარდა და ვიზუალიც არ ქონდა ცუდი , ხო კიდე ეგ ტაბლეტის რეჟიმი აფუჭებდა საქმეს მაგრამ ბოლოს მივეჩვიე , აი განახლების გამორთვაც შეილებოდა ადამიანურად 

10 რათქმაუნდა ჯობია მაგრამ გამოტენილია ათასი სისულელით და ოპერატიულსაც მეტს მოიხმარს თან განახლების გამორთვაც არააქ უნდა იჩალიჩო რო გამორთო 

მოკლედ 10 ჯობია ცოტა რო უკეთესი იყოს 

Posted

ეგეთი ტენდენციაა, რამის მოხმარება იზრდება ახალ ვერსიებში. ვინდოუს 12-ს ალბათ 16 გბ დაჭირდება, როცა რვას 2 ყოფნიდა ასე თუ ისე. თან HDD-ები გვქონდა მაშინ უმეტესობას, ახლა ხო კოშმარია მაგის გამოყენება :D

Posted

ალბათ მაინც 10 ყველაფრის გათვალისწინებით თანამედროვე ხარდისთვის და არა მოძველებული სისტემებისთვის ოღონდ, რავი 11 ვერ მოიყვანეს ჯანზე ჯერაც კი, ვერ მუშაობს ისე კარგათ როგორც 10-ე მინიმუმ მოძველებულ ჰარდზე, ჩამოსაწერზე არა, რასაც უფრო კაკრაზ 7-8.1 უნდა, ზოგადათ იგივე ვინდოუს 7-ზე არ მუშაობს მგონი არც HDR და არც ფრისინკი ნორმალურათ, ვაბშე არ ჩანს gsync ტაბი, როგორც ეგ ვინდოუს 10-ზეა ან 11-ზე და არც HDR სეთინგები, მაგრამ კიდე რაღაცეები აკლია იმ ძველზე რასაც ვერ ჩაურთავ ადვილათ ან საერთოდ ვერ ჩაურთავ და შეიძლება დაგჭირდეს ან ხმარობდე მაგეებს, არა მარტო თამაშებს ვგულისხმობ და ბოლო ვერსიის ფიშკებს, მაგის გათვალისწინებით ჯერ-ჯერობით ვინდოუს 10 ვაძლევ უპირატესობას, 12-ი ვნახოთ თუ მართლა შემდეგი წლის ბოლოს გამოდის ფინალური რამდენათ აჯობებს ვინდოუს 11-ის თუნდაც მესამე ვერსიას, რომელიც მანამდე კიდე უფრო დაიხვეწება ახალი აპდეიტების შემდეგ, XP ისე ყველაზე ადვილათ ძვრებოდა სული ლამის მაგ ვინდოუსებიდან ვირუსების შემოტევის მხრივ, მერე ვაბშე ირეოდა ყველაფერი და ჯობდა ხელახლა დაგეყენებინა, ისე ფუნქციონალის მხრივ თითქმის იგივე სიტუაციაა ვინდოუს 8.1-ზეც რაც 7-ის ბოლო ვერსიაზე, მგონი არაფერი ისეთი ახალი მაგაზე აღარ დაუმატებიათ, რატომღაც მგონია რომ ყველა ფიშკა არც ვინდოუს 10-ის პირველ ბილდებზე მუშაობს, იგივე HAGS VRR და ასე შემდეგ, ეგ ჩისტა გრაფიკას რაც შეეხება, მგონი DX12 შეზღუდული აქვს პირველ ბილდებზე, ახალი რაღაცეეები თუ სწორათ მახსოვს 2019 წლის თუ 2020 წლის ბილდიდან დაამატეს უკვე, არ მაქვს ისე კარგათ ეგ ყველაფერი დატესტილი, ვინც ხმარობს მაგ ბილდებს იმათ უფრო ეცოდინებათ, თუმცა შეიძლება მაგ ახალ ფიშკებს არც ხმარობდენ და არც მონიტორი ქონდეთ HDR და ფრისინკის საპორტით ნორმალური, ვინდოუს 11-ზე კიდე უფრო ბევრი ფიშკები აქვს, მაგრამ ისეთი არაფერი არა აქვს სულ ბოლო სისტემები თუ არ გაქვს დამატებული, რომ მაინდამაინც მაგის დაყენება დაგჭირდეს და ვინდოუს 10 არ იყოს საკმარისი, რაც არ უნდა იყოს ვინდოუს 10-ის ბოლო ბილდზე მუშაობს VRR, HAGS და ბევრი რაღაცა DX12-ან ეგ ცალკე გეიმინგს რაც შეეხება HDR და ფრისინკ-ჯისინკს თუნდაც, ანუ ყველაფერი ძველ ვინდოუსებში არა აქვს ბევრს ჭირდება ეგენი, ისე შეიძლება დღემდე ყოფილიყო უფრო აქტუალური ეგ ძველი სისტემები, მარტო ხოშის გამო არ უყენია ბევრს ვინდოუს 10 ან 11, ანუ ახალია და ესე იგი აქტუალური და კარგი, თუმცა კარგი სულაც არაა ეგ 11-ი და ბევრი მინუსები აქვს დღემდე დაჟე ვინდოუს 10-ან შეფარდებაში, auto HDR კიდე მარტო ვინდოუს 11-ზე და direct storage, 10-ზე ეგენი არ მუშაობს, დარწმუნებული ვარ 12-ი თუ გამოვა მანდაც რაღაცა ექსკლუზიური ექნება თამაშებისთვის დამატებული, HDR აუტო კალიბრატორი უნდა გამოეშვა მიკროსოფტს კიდე ვინდოუს 11-ის, მაგრამ რაღაც მიწყნარდა მაგაზე საუბარი ბოლო პერიოდში და კიდე რამდენიმე ფიშკა დაპაუზდა, არ გამოვრიცხავ ეგ ყველაფერი გამოაჩინონ უკვე ვინდოუს 12-ში შემდეგი წლისთვის, კიდე სხვა ნუანსები იქნება მოძველებულ ვინდოუსის ბილდებზე, ახალი ხარდის დრაივერები შეიძლება საერთოდ არ იყოს გამოშვებული ეგეთ ვინდოუსებზე და სოფტიც უბერავდეს ან არ დაყენდეს საერთოდ ახალი ანტივირუსები მაგ ძველზე, მე თან სტანდარტული პრობლემები ჩამოვთვალე, რაღაცა რედკი პრობლემებიც იქნება ალბათ რაც 10-11 აღარ გვხდება, ნუ ძველი ვინდოუსის სროკები უკვე ამოწურულია და საინტერესოა აღარაფერი გამოდის 7-8.1-ზე ეგეც მინუსია ბევრისთვის, ანუ რამე ახალი ფიშკა თუ გაინტერესებს ან ელოდები მანდ ნამდვილათ ვერ იხილავ მაგ ყველაფერს და ზოგადათ მაგეების დაყენება თანამედროვე ხარდისთვის ოპტიმალური ვარიანტი არაა ნამდვილათ ზემოთ ჩამოთვლილი ნუანსების გამო, მაგიტომაც შემცირდა ვინდოუს 7-ის ბაზრის წილი და ამ ეტაპზე შეადგნეს მარტო 3.7% https://gs.statcounter.com/os-version-market-share/windows/desktop/worldwide ძალზე დიდი დომინაცია აქვს ეხლა დესკტოპ სისტემებში ვინდოუს 10, თვითონ ვინდოუსებში 71% უკავია ჯერაც კი ეგ ვინდოუს 11 24% ფონზე თუ რამეა და ცალკე დესკტოპ სისტემებში უკავია თითქმის 70% რაც უზარმაზარი აბიომია მილიარდობით სისტემაზე როცა მიდის საუბარი ლამის მსოფლიო მერკებით https://gs.statcounter.com/os-market-share/desktop/worldwide არ ვიცი ეხლა ზუსტათ რამდენი სისტემაა მანდ დაანგარიშებული, ანუ მილიარდი, ნაკლები თუ დაჟე მეტიც კი, მაგრამ ძალიან დიდ აბიომებზეა საუბარი და მაინც 70% ვინდოუს 10 უკავია ჯერ დესკტოპ სისტემებში ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ისე ვინდოუს 12 საინტერესოა ეგრე გაუჭირდება როგორც 11 ბაზრის წილის გაზრდა თუ უფრო სწრაფათ შეუბერავს, ეგ მაგ სისტემის ვარგისიანობაზეც იქნება დამოკიდებული, ხო ისე დესკტოპ სისტემებში იგულისხმება ლუბოი ტიპის ნოუტბუკებიც, ანუ MACOS  ყველაფრის გათვალსიწინებით იკავებენ 20%+ არა მარტო დესკტოპების, არაა მანდ ნაჩვენები მარტო სმარტფონების და ტაბლეტების ბაზრის წილი, დანარჩენი ყველაფერი ნოუტბუკების და მინი-პს ჩათვლით თუნდაც ჰიბრიდულ სისტემებზე რაცაა

Posted

ათი 8 წლისაა უკვე. თავდაპირველი ბილდები საშინელება იყო, წლები დაჭირდა მაგის ჭკუაზე მოყვანას. ისეა ახლა თერთმეტიც. სანამ LTS არ გამოუშვებენ არ გადავალ მაგაზე :yawn:

Posted

ისე ეხლლა ვინდოუს 19045 სანლექსის პრო ვერსიის ინგლისური ობრაზი მიყენია, ხოდა მაგ LTS ბილდზე სერიოზულათ არის ყველაფერი ამოცლილი, მანდ ისე აქვს თან ამოცლილი რომ ვინდოუს აპდეიტებს აყენებს და უკან აღარაფერი ბრუნდება, დაჟე run-ში რომ იმახსოვრებს კომანდებს ეგეც ძლივს გამოვაჩენინე რეესტრიდან, გამოვა ვინდოუს 11 23h2 პრო ბილდი და ეგეთს მოვსინჯავ მაგ სანლექსზე თუ გამოვიდა აუცილებლათ, LTS მგონი შემდეგი წლისთვის უნდა გამოსულიყო თუ კიდე არ გადადეს

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.