Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა
მაქვს HP ProBook 450 G0. ვატყობ უკვე რო გასაწმენდია და თერმოპასტაც გამოსაცვლელი ექნება. რამე ისეთი ადგილი მიმასწავლეთ რა რო ამაში დამეხმარონ და ისეთი ვინმე ვისაც ენდობით. ანუ არ გამოიყენოს რაღაც ბანძი თერმოპასტა და არ მითხრასო რო კარგი წაუსვა.

ან კარგი თერმოპასტა სად ვიყიდო ის მითხარით და მერე იქნებ მეც გავწმინდო ან ჩემ ნაყიდ თერმოპასტას მივუტან

Posted

შეგიძლია ოფიციალურ სერვის ცენტრში წაიღო, ბელიაშვილის 8 ნომერში ორიენტ ლოჯიკში , ფასი არ ვიცი რა ექნება და არც თერმოპასტა იქნება რაიმე განსაკუთრებული თუმცა მისაღები სერვისი აქვთ 

 

Posted

http://www.overclockers.ge/index.php?/profile/5156-avenger/ აი ამ ადამიანს დაუკავშირდი, ყველაფერს შესაფერის ფასში გაგიკეთებს და, რაც მთავარია, ხარისხიანად

  • Upvote 1
Posted

ესეიგი youtube -ზე აღმოვაჩინე ზუსტად ჩემი ლეპტოპის მოდელის დაშლა / გაწმენდა და ჩემით გავაკეთე. ალგორითმში ვიყიდე თერმო პასტა. 
Thermal conductive (GD Brand). თეთრი ფერის პასტაა. მოკლედ დავშალე, გავწმინდე, ახალი თერმო პასტაც წავუსვი. აქამდე თამაშის დროს ტემპერატურა ადიოდა ხოლმე 75-80 გრადუსზე. ახლა იგივე თამაშისას ან იგივე დატვირთვით 60-65 გრადუსს შორის მერყეობს ხოლმე. ინტერნეტში sufring ის დროს და რამე არამნიშვნელოვანი რამეების კეთებისას 45-55. 
პროცესორი: Intel Core i7-3632QM

ანუ შეიძლება ითქვას რო წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ?

Posted

კი შეიძლება ითქვას რომ წარმატებით ჩაიარა :D მაინც დააკვირდი კიდევ ცოტა ხანს და ზოგადად დიდხანს ნუ ითამაშებ ზაფხულია მაინც , მეც ვერიდები ჩემს ლეპტოპზე თამაშს , გაცხელბა დაიწყო ამანაც და მეც იგივე უნდა გავაკეთო რაც შენ , ჩემიც 70 მდე ადის თამაშზე როცა 55 უნდა იყოს მაქს 

Posted

ხო დიდხანს არც არასდროს ვთამაშობ ხოლმე მარა როცა ვთამაშობდი მაშინ ადიოდა და ზოგადად sufingis დროს 60-65 ეჭირა ხოლმე. ახლა დაიკლო. ხო იმედია რამე ხლამი თერმო პასტა არაა და მალე არ შეუსრულდება

Posted

ნორმალური შედეგია რაღაც უცნობი წარმომავლობის თერმოპასტის კვალობაზე.

@FC BARCELONA
55 ლეპტოპზე სრული დატვირთვის დროს ასეთ სიცხეში? :D ჩემი cpu უკაკუნებს 65-ს, მიუხედავად იმისა, რომ ქეისშიც კარგი ცირკულაციაა. ჯიპიუსაც დასცხა ეტყობა, 65-ს ზემოთ აქამდე რომ არ ასულა(წინა ზაფხულს), ახლა 67-68 ქაჩავს. ოთახში 29 გრადუსია (აქლემივით ვსვამ წყალს :givi:) ერთი მოვრჩე ეროვნულებს და მეც უნდა გავაწკრიალო კომპი :D (mx4 ან ნოქტუას პასტას წავუსვამ cpu/gpu ზე)

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.