Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობათ. მაქვს iCard-ის ბარათი და მინდა PayPal-ზე დარეგისტრირება. აქ წავიკითხე PayPal სერვისი რომ tbconline.ge-ს დახმარებით მეთვითონ შემიძლია რეგისტრაციის გავლა.

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკით PayPal-ზე რეგისტრაცია მარტივი და სწრაფია.

  • შედით ინტერნეტბანკში (www.tbconline.ge)
  • იპოვეთ „შეთავაზებები" ზედა ჰორიზონტალურ მწკრივში;
  • აირჩიეთ „PayPal-ზე რეგისტრაცია," შეავსეთ საჭირო ინფორმაცია და მიჰყევით ინსტრუქციას.

დაარეგისტრირეთ თქვენი ბარათი PayPal სისტემაში და იშოპინგეთ უსაფრთხოდ და კომფორტულად.

დავრეგისტრირდი და ეხლა მაინტერესებს თანხა როგორ უნდა ჩავრიცხო. ვინმეს გაგიკეთებიათ ესეთი რამ iCard-ის ბარათზე ?

ამ პროგრამის ყიდვას ვაპირებ და ამიტომ მჭირდება: Program

Posted

ლიბერთი ბანკსაც აქვს რამდენი ხანია, ვირტუალურ ვიზა ბარათს შექმნი და მერე paypal-ზე უპრობლემოდ მიაბავ. იშოპინგე მერე სადაც paypal გჭირდება მაგრამ, მე მაინტერესებს ისეთი გამყიდველისაგან თუ ვიყიდი რომელიც paypal-ზე მიბმულ ბარათს ამეირკულს ითხოვს, ანუ Bill და Delivery მისამართი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.

მე ასეთი გამყიდველისგან მინდა ყიდვა, მეც მაქვს ლიბერთი ბანკის ვიზა ბარათი ფეიფელზე მიბმული მარა newegg-დან მაინც ვერ ვიყიდე რადგან ქართული ბარათი იყო და არა ამეირკული.

ვინმემ თუ იცის როგორ უნდა ამერიკული მისამართით მიბმა პეიპელზე, კარგს იზავს თუ დაწერს.

Posted

არავის გაქვთ ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ? თანხის ჩარიცხვა როგორ უნდა ვერაფრით ვერ მივხვდი. ანუ ჩემს ბარათზე ვთქვათ დოლარებში ჩავრიცხე, მაგრამ მერე ეგ ჩარიცხული თანხა უნდა გადავიტანო Paypal-ზე ? გამოყენების ნორმალური ახსნები არსად არ წერია. გადავაბრუნე ინტერნეტი და გუგლიც დავღალე, მაგრამ უშედეგოდ.

Posted

შენი დოლარის ანგარიშზე რომ შეიტან თანხას თუ ბარათი მიბმული იქნება ფეიპალზე აღარაფერი გადატანა არ უნდა, პირდაპირ წაიღებს. ლარის ანგარიშზეც რომ გედოს თანხა ავტომატურად გადააკონვერტირებს სურვილის შემთხვევაში.  www.paypal.com -ზე დარეგისტრირდი?  მე პირადად მანდედან მარტივად ვმართავ ანგარიშს. 

Posted

თანხის ჩარიცხვა რათ გინდა, რაიმეს ყიდვისას თვითონ გახსნევინებს თანხას.

ჩვეულებრივ დარეგისტრირდი ფეიფალზე და მიუთითე ბარათის ინფორმაცია.

TBC Online-ით საქმეს ირთულებ, პირადი გამოცდილებიდან ვიცი.

tbconline.ge-ზე დავიწყე რეგისტრაცია და მერე ავტომატურად paypal.com-ზე გადამიყვანა და იქ დავასრულე. ბარათის ინფორმაცია არ მიმითითებია ერთ გრაფაში. მოკლედ მივალ და ვკითხავ ფილიალში.

თანხის ჩარიცხვა რათ გინდა, რაიმეს ყიდვისას თვითონ გახსნევინებს თანხას.

ჩვეულებრივ დარეგისტრირდი ფეიფალზე და მიუთითე ბარათის ინფორმაცია.

ანუ iCard-ის ანგარიშზე დოლარებში რომ ჩავრიცხო 5$ და პროგრამა რომ ვიყიდო paypal-ით პირადპირ ამ 5$ ჩამომაჭრის ჩემი ბარათიდან ?

TBC Online-ით საქმეს ირთულებ, პირადი გამოცდილებიდან ვიცი.

რას გულისხმობ ?

Posted

რას გულისხმობ ?

რო ამბობენ თიბისი ბანკის ინტერნეტბანკით PayPal-ზე რეგისტრაცია მარტივი და სწრაფია-ო 

მაგათი საიტიდან დარეგისტრირებას ჯობია შეხვიდე paypal.com-ზე და ჩვეულებრივ დარეგისტრირდე, უფრო მარტივად და უპრობლემოდ მიაბავ ბარათს.

გამართულად ვერ მუშაობს მაგათი სერვისი

Posted

თუ რამდენიმე ვალუტაში გაქვს ანგარიში ავტომატურად პირველი რომელიცაა იქედან წაიღებს თუ არ მიუთითებ რომ მაგალითად დოლარის ანგარიშიდან ჩამოგაჭრას.  მოკლედ ყიდვის დროს გამოჩნდება ანგარიშების მითითების ჩანართი და იქიდან გადაიყვან დოლარებზე. მარტივი პროცედურაა..

Posted

რო ამბობენ თიბისი ბანკის ინტერნეტბანკით PayPal-ზე რეგისტრაცია მარტივი და სწრაფია-ო 

მაგათი საიტიდან დარეგისტრირებას ჯობია შეხვიდე paypal.com-ზე და ჩვეულებრივ დარეგისტრირდე, უფრო მარტივად და უპრობლემოდ მიაბავ ბარათს.

გამართულად ვერ მუშაობს მაგათი სერვისი

უკვე გავაკეთე თორე გავითვალისწინებდი. აქ ესე უნდა იყოს ?

830ea8a87ebd.jpg

4100981365ec.jpg

Posted

გადავიდა დახმარების ქვეგანყოფილებაში

ვორნი ავტორს, არ ხარ ახალი იუზერი...

ანუ iCard-ის ანგარიშზე დოლარებში რომ ჩავრიცხო 5$ და პროგრამა რომ ვიყიდო paypal-ით პირადპირ ამ 5$ ჩამომაჭრის ჩემი ბარათიდან ?

კი, ეგრეა როგორც ვიცი

Posted

გადავიდა დახმარების ქვეგანყოფილებაში

ვორნი ავტორს, არ ხარ ახალი იუზერი...

ელექტრო კომერციას არ ეხება თემა ? დასახურია პრინციპში გავარკვიე რაც მაინტერესებდა.

Posted

ელექტრო კომერციას არ ეხება თემა ? დასახურია პრინციპში გავარკვიე რაც მაინტერესებდა.

ძირითადად განყოფილებაში სადაც შენ გახსენი იქ რო გადაგეხედა ნახავდი რომ დახმარების ტიპის თემები არ არის 

საერთო თემებია+ ინფორმაციის შემცველი

ელ. კომერციას ჰელფინგისთვის ცალკე ქვეგანყოფილება აქვს

თუკი ამოიწურა კითხვები

closed

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.