GT9 Posted April 6, 2015 Posted April 6, 2015 გამარჯობა ყველას, იმედია სწორ ადგილას ვწერ შეკითხვას. მაქვს HDD ტიპის დისკი, რომელიც გაყოფილი მაქვს 2 პართიშენად (C და D). ყოველთვის D დისკზე ვწერდი ხოლმე თამაშებს და მაინტერესებს ცოტა უპირატესობას მაინც თუ მომცემს თამაშს იმავე დისკზე თუ ჩავწერ რომელზეც ვინდოუსია ჩაწერილი (ჩემს შემთხვევაში C დისკი)? აქ იმიტომ ვსვამ ამ შეკითხვას, რომ ცოტა პროფესიონალური პასუხი მჭირდება თუ მომცემს/არ მომცემს უპირატესობას რატომ და რა პლიუს მინუსები აქვს.
Gogla1990 Posted April 6, 2015 Posted April 6, 2015 GT9, გაგიმარჯოს გატესტე ჯერ C და მერე D, ნახავ რა სხვაობაა ჩაწერა წაითხვაში C-ს სასარგებლოდ და მერე გადაწყვეტ ღირს თუ არა სისტემური დისკის თამაშებით დანაგვიანება CrystalDiskMark ბენჩავს სათითაოდ დისკებს როგორც მახსოვს
GT9 Posted April 6, 2015 Author Posted April 6, 2015 1. რომ გავტესტო შეიძლება სხვაობა იმდენი არ იყოს, რომ მე შევამჩნიო, მაგრამ ჩემთვის თუნდაც უმნიშვნელო სხვაობას ააქვს მნიშვნელობა. 2. C დისკზე საკმარისზე მეტი ადგილი მაქვს და მარტო 1 თამაშის ჩაწერას ვაპირებ რომელსაც აქტიურად ვთამაშობ, შესაბამისად ეს სისტემურ დისკს ვერ დაანაგვიანებს. 3. პროფესიონალის და მცოდნეს პასუხი იმიტომ მჭირდება, რომ ისეთი დეტალები გავიგო, რომელსაც ჩემი ექსპერიმენტებით ვერ გავიგებ.
Gogla1990 Posted April 6, 2015 Posted April 6, 2015 GT9, არაფერია მანდ საპროფესიონალო და საექსპერიმენტო, მომდევნო დისკი ყოველთვის ნელია წინაზე + თავაკს ნაკლები მოძრაობა უწევს ერთ დისკზე კითხვისას გასათვალისწინებელი მინუსი ცვეთის ხარისხის გაზრდაა, C დისკის დაზიანება ბევრად სავალალოა HDD-სთვის ვიდრე მისი შემდგომების
GT9 Posted April 6, 2015 Author Posted April 6, 2015 ეს კომენტარი ბევრად უფრო გამოსადეგია ანუ ცვეთა რომ დავიკიდო ჯობია C-ზე ჩავწერო ხო?
ottko Posted April 6, 2015 Posted April 6, 2015 D ზე დაყენე და დეფრაგმენტაცია გაუკეთე შედეგს ნამდვილად იძლევა დეფრაგმენტაცია
RaZma Posted April 6, 2015 Posted April 6, 2015 შედეგს ნამდვილად იძლევა დეფრაგმენტაცია მაგრამ უნდა ელოდო 6 საათი ისე მართლა კარგია დეფრაგმენტაცია თუ ახალი დაფორმატებული არ გაქვს დისკები
david_888 Posted April 6, 2015 Posted April 6, 2015 ვირი ვირია გინდ ღობის იქით დააბი და გინდ ღობის აქეთ, ვერანაირ სხვაობას ვერ ნახავ, + შენი ვინტი ისედაც ძაან ნელია, ადამიანად თუ გინდა იგრძნო თავი სსდ უნდა იყიდო
მათე Posted April 6, 2015 Posted April 6, 2015 ეს კომენტარი ბევრად უფრო გამოსადეგია ანუ ცვეთა რომ დავიკიდო ჯობია C-ზე ჩავწერო ხო? ცვეთა რისი? HDD-ს? დაიკიდე. HDD-ზე საერთოდ ჩაწერა იწყება მრგვალი დისკის კიდეებიდან რადგან ყველაზე სწრაფი მანდაა. გააჩნია ადგილებს ზოგან საკმაოდ შესამჩნევ სხვაობას მოგცემს ჩაწერა/ამოკითხვის სიჩქარეში. აი მაგალითად windows-ს რო დააყენებ და თამაშს ჩაწერ ეგ საკმაოდ გაასწრებს ჩატვირთვას იგივე თამაშს რომელიც დისკისბოლოში იქნება ანუ. აი როცა მაგ თამაშს ჩაწერ და უკვე გაივსება D დისკი. D იმიტომ რომ C D ეს მარტო soft დონეა. Hard ერთია და ერთი (ნუ ზოგჯერ 2-4-6 რავი რამდენიცაა ფიზიკურად HDD-ში) დისკი იყოფა რამდენიმე ნაწილად. ასე რომ ბოლო დისკი ყოველთვის უფრო ნელია ვიდრე თავდაპირველი. პროსტა თეორიულად თუ გაინტერესებს C დისკი უფრო სწრაფია D-ზე ნუ სწორი თანმიმდევრობით თუ გაქვს მითითებული, თორე რო მოინდომო შეგიძლია ფიზიკურად დისკზე ჯერ D იყოს მერე C მოკლედ რომელსაც პირველად გააკეთებ ის ყოველთვის უფრო სწრაფია. ეს ზემოთ ავხსენი რატომ. თავაკი მეტ გზას გადის ანუ მეტ ბიტებს კითხულობს იგივე რაოდენობის დისკის ბრუნის შემთხვევაში. ეს ელემენტარულია მისახვედრად. D ზე დაყენე და დეფრაგმენტაცია გაუკეთე შედეგს ნამდვილად იძლევა დეფრაგმენტაცია 7 და 8/8.1-ზე დიდად შედეგს არ იძლევა. default-ად თვითონაც აკეთებს ყოველ რაღაც დროში შენ ძალით თუ არ გამოურთე. ეგეც windows_ს ბანძი ფაილური სისტემის გამოა თორემ linux-ზე ვაფშე არაა საჭირო დეფრაგმენტაცია იმიტომ რომ არ ფრაგმენტირდება
GT9 Posted April 6, 2015 Author Posted April 6, 2015 პირველს ყოველთვის C დისკს ვაკეთებ, იმაზე ვწერ ვინდოუსს და მერე ვაკეთებ D დისკს. ვინდოუსი 8.1 მიყენია, როგორც ვიცი დეფრაგმენტაციას თვითონ აკეთებს ხოლმე. ანუ ამბობთ, რომ C დისკზე რომ ჩავწერო თამაში ოდნავ მაინც უკეთესად წაიღებს ვიდრე D-ზე? მიუხედავად იმისა, რომ ერთი დისკია რეალურად გაყოფილი?
RaZma Posted April 6, 2015 Posted April 6, 2015 პირველს ყოველთვის C დისკს ვაკეთებ, იმაზე ვწერ ვინდოუსს და მერე ვაკეთებ D დისკს. ვინდოუსი 8.1 მიყენია, როგორც ვიცი დეფრაგმენტაციას თვითონ აკეთებს ხოლმე. ანუ ამბობთ, რომ C დისკზე რომ ჩავწერო თამაში ოდნავ მაინც უკეთესად წაიღებს ვიდრე D-ზე? მიუხედავად იმისა, რომ ერთი დისკია რეალურად გაყოფილი? ისეთი სხვაობა თუ მოგცა რომ ვერ შეამჩნიო რაღად გინდა წვალება და C დისკის დანაგვიანება ტყუილად. D დისკზე დააყენე, ასე ვიქცეოდი მე ყოველთვის.
G1ORG1 Posted April 6, 2015 Posted April 6, 2015 არაფერი არ ნაგვიანდება, ყოველტვის c დისკზე მაქვს ყველაფერი რასაც ინსტალ აქვს. თუმცა სხვაობა 0არის სადაც გინდა ჩაწერე, გინდ სსდ აიღე. ფპსს ეგ არ მატებს, ჰა ჰა ჩატვირთვის სისწრაფე გაზარდოს, ეგეც ონლაინში თუ გამოგადგება, ონლაინ შუთერებში. 1
Vako™ Posted April 6, 2015 Posted April 6, 2015 მეც ყველაფერს C-ზე ვაყენებ ხოლმე და არანაირი პრობლემა არ შემქმნია არასდროს ისე SSD-ს ვარიანტში ჯობია C-ზე მარტო აუცილებელი სოფტი და სისტემა გქონდეს და თამაშებისთვის და სხვა პროგრამებისთვის ცალკე ვინჩესტერი გამოყო
ottko Posted April 6, 2015 Posted April 6, 2015 ssd კი კარგია რა თქმა უნდა ვინდისთვისაც და თამაშებისთვის მაგრამ საკმაოდ ძვირი ჯდება მე მაგალითად 300 გბ ის საისტალაცოები მაქვს და 400 გბ ის დაყენებული იგრები და ამხელა ზომის სსდ ძვირი ჯდება ჩემი გამოცდილებით დეფრაგმენტაცის შესამჩნევი შედეგი აქვს
GT9 Posted April 6, 2015 Author Posted April 6, 2015 არაფერი არ ნაგვიანდება, ყოველტვის c დისკზე მაქვს ყველაფერი რასაც ინსტალ აქვს. თუმცა სხვაობა 0არის სადაც გინდა ჩაწერე, გინდ სსდ აიღე. ფპსს ეგ არ მატებს, ჰა ჰა ჩატვირთვის სისწრაფე გაზარდოს, ეგეც ონლაინში თუ გამოგადგება, ონლაინ შუთერებში. ზუსტად ონლაინ შუთერისთვის მინდა და ვცდილობ სანამ კომპს გამოვცვლი მაქსიმალურად ოპტიმიზაცია მოვახდინო სისტემის, როგორც გამოდის რაღაც მნიშვნელობა მაინც ააქვს ხო? ისე არ მესმის ერთი თამაშის C დისკზე ჩაწერა როგორ დაანაგვიანებს დისკს.
david_888 Posted April 7, 2015 Posted April 7, 2015 ზუსტად ონლაინ შუთერისთვის მინდა და ვცდილობ სანამ კომპს გამოვცვლი მაქსიმალურად ოპტიმიზაცია მოვახდინო სისტემის, როგორც გამოდის რაღაც მნიშვნელობა მაინც ააქვს ხო? ისე არ მესმის ერთი თამაშის C დისკზე ჩაწერა როგორ დაანაგვიანებს დისკს. ონლაინისთვის სსდ უნდა დაითრიო ყველა ვარიანტში, დ-დან ც-ზე გადატანა არაფერს არ მოგცემს
Recommended Posts