Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ჩანს, კომპანია Intel-მა სწრაფად გამოასწორა Cougar Point ჩიპსეტების ხარვეზი და ამტკიცებს, რომ უკვე 14 თებერვისათვის, OEM-პარტნიორებისათვის გასაგზავნად, მზად ექნება აღნიშნული კომპონენტის B3 სტეპინგები (Intel P67, H67, ა.შ.). უკანასკნელი ინფორმაციით, ნომერ 110456-00 დათარიღებულ 2/9/2011-ით, Cougar Point B3-ს ექნება შემდეგი ცვლილებები/თავისებურებები:



  • ID რევიზია შეიცვლება 04h-დან 05h-მდე
  • BIOS-ის სპეციფიკაციისა და რეფერენს-კოდის განახლება 1.1.4-მდე
  • B3 სტეპინგის კომპლექტი არის პინ-თავსებადი B2-თან
  • უმნიშვნელო მეტალის ზედაპირის ცვლილება B2-დან B3-ზე, გაზრდის მუშაობის ხანგრძილოვობის დონეს - ფუნქციონალურობისა და დიზაინის სპეციფიკაციის შეუცვლელად

SATA 3 გბ/წმ პორტთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც იწვევდა ჩიპსეტის ფიზიკური ნაწილების სწრაფად მწყობრიდან გამოსვლასა დაა წარმადობის გაუარესებას, უკვე მოგვარებულია.

რასაკვირველია, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს გახლავთ ის თარიღი, როდესაც კომპანია დაიწყებს მწარმოებლებისათვის აღნიშნული რევიზიის ჩიპსეტების მიწოდებას, რაც დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ ხაზში ისინი ჯერჯერობით არ გამოჩნდებიან. სათანადო პიროვნებებთან საუბრის შემდეგ, შევიტყვეთ, რომ ძირითად შემთხვევებში, საჭიროა ერთი კვირა მაინც, იმისათვის, რომ ისინი OEM-პარტნიორებთან მოხვდნენ, კიდევ ორი კვირა - დედაპლატებში მათ განსათავსებლად და დაახლოვებით ექვსი კვირა - პროდუქტის დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად. რა თქმა უნდა, დროის ეს პერიოდები მაინც მიახლოვებითია და ისინი დამოკიდებულია რეგიონებსა და შესაძლო ცვლილებებზე.

საუკეთესო შემთხვევაში, ხაზში ამ ნაწარმების ნახვა მარტის დასასრულის ან აპრილის დასაწყისისათვის გახდება შესაძლებელი. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ცვლილებას უამრავი ხალხი ელოდება და ჩვენ ვერანაირად ვერ გავიგებთ, თუ რა სიდიდის იქნება პირველი შიფინგი, ასე, რომ ახალი B3 Sandy Bridge-ების გამოჩენას retail/e-tail თაროებზე აპრილში ან კიდევ უფრო გვიან უნდა ველოდოთ.

  • Upvote 3
Posted

ვინც სენდი იყიდა ეხლა აპრილამდე უნდა ელოდოს :| ტეხავს მაგრა. ან ამხელა შეცდომა როგორ გაეპარათ არ მესმის

Posted

გერმანიაში 1 კვირაში იქნება ახალი მაზერები და ვყიდულობ smile.gif

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.