Gogla1990 Posted August 19, 2016 Posted August 19, 2016 კატა შვიდ პიტბულს დაესხა თავს, ერთი ძაღლი და პატრონი ჰოსპიტალში მოხვდნენ კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ვიქტორიაში, პიტბულის ჯიშის შვიდი ძაღლი პატრონთან ერთად სეირნობდა. ალბათ ისინი სრულებით არ მოელოდნენ, რომ უცბად კატას, სახელად ბეიბის გადაეყრებოდნენ. როგორც ძაღლების მეპატრონემ, კილა გრუვერმა გამოცემა The Vancouver Sun-ს განუცხადა, უშიშარი რეპუტაციის მქონე ჯიშის შვიდ ძალღს კატა თავს დაესხა. „ძაღლები ტრადიციულად სეირნობდნენ, როცა მოულოდნელად მათ კატა დაესხა თავს, რომელიც გაჩერებას არ აპირებდა“. მეპატრონის განცხადებით, საპასუხოდ კატას არც ერთი ძაღლი არ დასხმია თავს და ისინი მხოლოდ თავდაცვას ცდილობდნენ. „კატა ძაღლებს სახეს კაწრავდა. გაშველების პროცესში, ცხოველმა მეც დამკაწრა“, — აცხადებს გრუვერი. კატის ნაკბენების გამო, მეპატრონე ჰოსპიტალში მოხვდა. ნაკაწრების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა ერთ-ერთი პიტბულსაც, სახელად ბელინდას. „ჰოსპიტალში იფიქრეს, რომ ძაღლს ენოტი დაესხა თავს. ვეტერინარებმა მას ანტიბიოტიკები დაუნიშნეს“, — აღნიშნა გრუვერმა. კრემისფერი კატის პატრონის, დელ თომპსონის განცხადებით, ბეიბი შვიდი ძაღლის ერთდროულად დანახვამ შეაშინა. როგორც აღმოჩნდა, მამაცი კატა მას 16 წლის წინ ჰყავს შეძენილი. თომპსონი და მისი მეუღლე დაშავებული ძაღლის მკურნალობისათვის ვეტერინარულ კლინიკას 222 დოლარს გადაუხდიან. 8 Quote
Power_VANO Posted August 22, 2016 Posted August 22, 2016 100 გვერდზე ახალი ტოპიკების გახსნა აღარაა საჭირო. გავაერთიანე და სახელიც შევუცვალე ტოპიკს. ნუმერაციებიც აღარ დაგვჭირდება, შესაბამისად. 1 Quote
Albert Einstein Posted August 24, 2016 Posted August 24, 2016 This must be the biggest Windows Blue Screen of Death ever seen 5 Quote
L1nux Posted September 1, 2016 Posted September 1, 2016 რაღაც შავი პიარის სააგენტომ გააზიარა,კაია :)) 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.