abdula Posted October 8, 2014 Posted October 8, 2014 ქსეონი ვიშოვე. მაზერი მაქვს 775 asus p5kpl am se. დაახლოებით გამიგია როგორ, მაგრამ მცოდნეებმა იქნებ დაწვრილებით ამიხსნათ როგორ ჩავიდინო ეს. თან ისე, რომ არაფერი გავაფუჭო
Beka_Tchighladze Posted October 8, 2014 Posted October 8, 2014 მაგ სოკეტის თუ არაა ეგ სიონი ვერ დასვავ
RaZma Posted October 8, 2014 Posted October 8, 2014 ზოგ მაზერზე შეგიძლია რო დასვა ეგ პროცესორი.. ჩიპსეტს გააჩნია... გადამყვანი დაგჭირდება ოღონდ თუ მაზერი გამოსადეგია
abdula Posted October 8, 2014 Author Posted October 8, 2014 სტიკერი უნდა, ბიოსის გადაფლეშვა (რაც ვერაფრით ვქენი ფლეშკით) და გადაფლეშვამდე ახალ ბიოსში მიკროკოდების შეყვანა. აი აზრზე არ ვარ რა ვქნა
Gogla1990 Posted October 8, 2014 Posted October 8, 2014 abdula, ეს ბიჭები გაგარკვევენ http://www.overclockers.ge/index.php?/user/9680-starblind/ http://www.overclockers.ge/index.php?/user/9259-giorgiisme/
RaZma Posted October 8, 2014 Posted October 8, 2014 ეგ ცუდია... რატო ვერ დაფლეშე ბიოსი? ეხლა ტელეფონით ვარ შემოსული თორე დავგუგლავდი... ადრე მეც ვაპირებდი იგივეს გაკეთებას და სადღაც მივავენი კარგ ინფოს მაგ თემაზე. სტიკერი გაქვს უკვე?
abdula Posted October 8, 2014 Author Posted October 8, 2014 RaZma, სტიკერი და პროცერსორი მაქვს. ბიოსის გადაფლეშვა შარშან ვცადე, ისე, უბრალოდ მაინტერესებდა, ჩამოვწერე, ინსტრუქციას გავეცანი და დავიწყე. დაიწყო მაგრამ ბოლოში მიგდება უარს და ორიოდე ცდის მერე შევეშვი.
RaZma Posted October 8, 2014 Posted October 8, 2014 მე ორჯერ დავფლეშე 775-ზე... პირველზე ცოტა ვიწვალე ხელით გავუწერე კოდები, მაგრამ მეორე მაზერს(ეხლა რაც მაქვს) ქონდა ბიოსში დაფლეშვის ფუნქცია და ადვილად გამოვიდა... ჯერ გაარკვიე მაგ მაზერზე თუ შეიძლება 771-ის დასმა და მერე ეჩალიჩე ბიოსს... ხვალ ვეცდები დაგეხმარო მაგ საკითხში ;)
RaZma Posted October 10, 2014 Posted October 10, 2014 abdula, ბოდიში დაგვიანებისთვის უბრალოდ არ მეცალა ეს დღეები... მოკლედ გადავხედე გუგლს და ვნახე ინფორმაცია(იმ სტატიას ვერსად მივაგენი სადაც დაწვრილებით ეწერა ყველაფერი, მაგრამ მაინც ვნახე რაღაც ინფო.) შენ მაზერს აქვს G31 ჩიპსეტი როგორც ვიცი. აი ჩიპსეტების ჩამონათვალი რომელსაც აქვს 771 პროცესორის მხარდაჭერა.. Intel from i845 to 4X chipset,i845GV/GE/i848P/i865G/GV/P/PE/i910GL/i915G/GL/GV/P/PL/i925X/XE/i945/955/i945G/P/ i955X/i946/946GZ/PL/965/i975/Q965/P965/G965/Q963/i975X/ X35/P35/G35/P33/G33/Q33/P31/G31/X38/X48/P45/P43/G45/G43/G41/B43/Q43/Q45, all support LGA 775. შენი ჩიპსეტი მოხვდა ჩამონათვალში... კიდევ ერთი რამეა, ყველა 771 CPU-ს არ აქვს 775 სოკეტზე მუშაობის საპორტი, ამიტომ ზუსტად დაწერე რომელი ქსეონია. აქ არის დედაპლატების ჩამონათვალი, რომლებიც დატესტილია უკვე(უმრავლესობა) და მუშაობს ქსეონის პროცესორებზე. გადახედე კარგად... P.S ყველა მაზერს ნუ ნახავ...ასუსის დაფები აირჩიე და იქ შენი ჩიპსეტი ამოარჩიე კიდევ... საკმაოდ გამოგადგება ეგ ლინკი...
abdula Posted October 11, 2014 Author Posted October 11, 2014 RaZma, გმადლობ ყურადღებისათვის მაგრამ ყველაფერი კარგათაა უკვე ქვა ადგილზე ზის და მუშაიობს ჯიგრულად. ვინაიდან 1600მჰზ ჩემს მაზერს მხოლოდ ოუვერკლოკ რეჟიმზე აქვს ხელით ავუწიე შინა 400მდე. ვოლტაჟისთვის ხელი არ მიხლია და რამიც ჯერჯერობითბ რვაასზე დავტოვე. რავი დაფრინავს ყველაფერი, ქსენია მააააგარი ქალია. E5472
RaZma Posted October 12, 2014 Posted October 12, 2014 ძალიან კარგი თუ ყველაფერი კარგადაა... მეთვითონ ძალიან მინდოდა ეგ გამეკეთებინა რეალურად, ამიტომ გამიხარდა რომ შენ გააკეთე))) ანუ მაზერიც დაფლეშე ხო??
abdula Posted October 14, 2014 Author Posted October 14, 2014 RaZma, მაზერი განვაახლე ბიოსიდან. მაგრამ მაინც მიწერს განმაახლეო. უფრო ახალი არაფერია. სხვა პრობლემები არაა თუ არ ჩავთვლით რომ სტრესტესტში 75 ავიდა რაც ამ პროცისათვის ბევრია, თუმცა არქაულ და ულტრაბუჯეტურ ქულერს ვაბრალებ რომელიც აქამდე ე5300 უმკლავდებოდა. ამ დღეებში დავაყენებ რამე ნორმალურს და მერე დავსტრესავ გემოზე
Recommended Posts