RaZma Posted September 14, 2014 Posted September 14, 2014 გამარჯობა ყველას!! ნათესავს ჭირდება ახალი სისტემის აწყობა i3, i5, i7, რომელიმე პროცესორზე. რაც შეიძლება იაფად გვინდა ნაწილების შოვნა)) (რათქმაუნდა ნახმარ ნაწილებსაც არ დავიწუნებთ). დედაპლატა რაც შეიძლება პერსპექტიული მინდა იყოს, ვიდეო კარტა ნუ იქნება ძლიერი და ოპერატიული 8 თუ იქნება კაია. ძალიან ხშირად არის ხოლმე ფორუმებზე უკვე გამზადებული სისტემები იყიდება იაფად, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვადევნებ თვალყურს ყველა განცხადებას... ჰოდა ასეთი რამე თუ იცით ლინკი მომწერეთ... ძალიან არ მეჩქარება, მოკლედ კარგ მომენტს დაველოდები. დიდი მადლობა ყველას წინასწარ...
lasha1616 Posted September 14, 2014 Posted September 14, 2014 სენდის რამე იაფიანი i3 აიღე ნახმარი H61 მაზერი ყველაზე იაფად ქეისი იყიდე მაღაზიაში ახალი 40-50 ლარის ფარგლებში, თავისი 400 ვატიანი კვებით. ყველას ეგონება სულ ახალი სისტემა იყიდე მაღაზიიდან ოეპრატიულები ფასი მოცულობაზეა დამოკიდებული და 8 GB არამგონია რამეში დაგჭირდეს. ვინჩესტერიც მაღაზიაში იყიდე უმჯობესია 500 GB საწყის ეტაპზე მაინც. ვიდეო კარტა GTX 650 (ან მისი ექვივალენტი AMD (რომელია არ ვიცი)). დამატებითი კვება არ დაგჭირდება მაგაზე. ნებისმიერ თამაშს ითამაშებ რათქმაუნდა მაღალ გრაფიკაზე ვერა. ესაა ყველაზე მინიმალური გეიმინგ სისტემა, რომელსიც იაფი დაგიჯდება 1
lomsa Posted September 14, 2014 Posted September 14, 2014 1900 დოლარი არ გაქ? სულ ახალი გაუხსნელი სისტემა CPU : 4930K - http://www.amazon.co...d=ATVPDKIKX0DER GPU : Asus GTX 780 ROG 3GB (ჰიბრიდია წყალი+ჰაერი ერთად) Mobo : Asus Rampage IV Gene SSD : Samsung 840 Evo 120GB 88$ PSU: Evga Supernova G2 750W 80+ Gold http://www.amazon.co...d=ATVPDKIKX0DER RAM : Kingston Technology HyperX Beast 8GB Kit 2400MHz DDR3 http://www.amazon.co...=A2NG4HB43UEDVL წყლის სისტემა : XSPC Raystorm 750 EX360 http://www.amazon.co...s=xspc raystorm 4კ+ დამიჯდა 1900$ და წაიღე (ყველა ნაწილი არ ჩამოსულა ჯერ )
RaZma Posted September 14, 2014 Author Posted September 14, 2014 lasha1616, მადლობა რჩევისთვის... გეიმერი არაა ის ადამიანი ვისთვისაც ვაწყობ სისტემას)) მთავარია იყოს ნორმალური მაზერი და პროცესორი. ოპერატიულებს რაც შეეხება გეთანხმები 8 არაა აუცილებელი, ვინჩესტერიც საკმარისზე მეტია ხუთასიანი, მაგრამ დიდი განსხვავება არაა ტერაბაიტიანს შორის (ფასში). SSD რო დავითრიო რა დამიჯდება? თან ძველ ვინჩესტერსაც დავამატებდი ამ სისტემას და პრობლემაც მოიხსნებოდა. lomsa, არა მაგდენი არ გვაქვს მიახლოებითი თანხა რო მიუთითო არა? რაც შეიძლება იაფად თქო დავწერე და თან დავახასიათე რანაირი სისტემა მინდოდა.
Nelson Posted September 14, 2014 Posted September 14, 2014 რაც შეიძლება იაფად თქო დავწერე და თან დავახასიათე რანაირი სისტემა მინდოდა. i3,i5,i7 ჩამოწერე და მაგათ შორის ფასშიც და პერფორმანსშიც დიდი სხვობაა და რა გამეგო ეგრე ყველაზე იაფიანი გინდა თუ ყველაზე კარგი ფასი/პერფ. SSD-ს კიდე გააჩნია რამდენიანი გინდა და ახალი თუ ნახმარი
RaZma Posted September 14, 2014 Author Posted September 14, 2014 Nelson, ოპტიმალური ვარიანტი მინდა მაგას რად უნდა ბევრი მიხვედრა. აქ მთავარია სოკეტის სწორად არჩევა რო მერე თუ შესაძლებლობა იქნება შევცვლიდი უფრო უკეთესით ("დედაპლატა რაც შეიძლება პერსპექტიული მინდა იყოს"). SSD 120 მაინც მინდა რომ იყოს. ც დისკს რომ ეყოს რა... ნახმარსაც არაუშავს რომ იყოს. როგორც ვიცი HDDზე უფრო გამძლეა. მაგრამ მირჩიეთ მაგაზეც რა ვქნა. მთავარა არ მინდა მალე გაფუჭდეს ))
david_888 Posted September 14, 2014 Posted September 14, 2014 RaZma, EVGA GTX 460 SE მაქ, თუ დაგჭირდება შემეხმიანე
RaZma Posted September 14, 2014 Author Posted September 14, 2014 კაი...გაიხარე!ფასი რო მომწერო?...მაიც რო ვიცოდე
david_888 Posted September 14, 2014 Posted September 14, 2014 კაი...გაიხარე! ფასი რო მომწერო?...მაიც რო ვიცოდე 100
RaZma Posted September 14, 2014 Author Posted September 14, 2014 კარგი ფასია...გავითვალისწინებ აუცილებლად...მაგრამ ჯერ პროცესორი და დედაპლატა მჭირდება რომ ავარჩიო
lasha1616 Posted September 14, 2014 Posted September 14, 2014 თუ რამე ძალიან განსაკუთრებულად არ გჭირდება პროცესორის სიმძლავრე, ესეიგი i5-ზე ძლიერი პროცესორი არ დაგჭირდება. მაგ მხრივ კი გამომდინარეობს რომ, ყველაზე იაფიანი მაზერიც კი სრულიად საკმარისია i5-სთვის. რადგან ყიდულობ ახალი თაობა ყოველთვის ჯობს, ამიტომ აიღე 1150 სოკეტზე სისტემა. საწყის ეტაპზე თუ თამაშებიც არ აინტერესებს, ვიდეო კარტაც არაფერში დაჭირდება. აქ კი ინტელის HD ინტეგრირებული გრაფიკა ყველაფერს ეყოფა. SSD რათქმაუნდა ახალი, თუ ვინმე კაპიკებში არ გაჩუქებს. ვიდეოს კი თუ ოდესმე დაჭირდა, ნებისმიერ საშუალო დონისას იყიდის და ითამაშებს კიდევაც. ამაზე კაი მონახაზი მემგონი მემგონი ვერ გაკეთდება. 1
RaZma Posted September 15, 2014 Author Posted September 15, 2014 კი ზუსტად ეგრე ვიზამ... მეც ვიფიქრე რაღაც მაგნაირი მაგრამ ეს თემა იმიტომ უფრო გავხსენი რომ კონკრეტული მოდელები ან ვარიანტები თუ იცით დამისახელეთ. მგონი SSD-ს აუცილებლად ვიყიდი)) რამდენად ვიშოვნი ასოციანს ახალს?? და ბრენდიც დამიწერეთ რომელია ყველაზე კარგი
david_888 Posted September 15, 2014 Posted September 15, 2014 მგონი SSD-ს აუცილებლად ვიყიდი)) რამდენად ვიშოვნი ასოციანს ახალს?? და ბრენდიც დამიწერეთ რომელია ყველაზე კარგი სსდ-ს გარეშე საცოდაობაა კომპი, რამდენად იშოვი გამართლებაზეა, მე 150 ლარი დამიჯდა ამაზონიდან მ550, ფორუმზე ხანდახან იჩითება ხოლმე ახლები იმაზე იაფად ვიდრე ამაზონზე ღირს, მარა მაგას უნდა ჩაუსაფრდე, ან ქრუშალი იყიდე მ500-550 ან სამსუნგის პრო სერიიდან რამე, ინტელიც კაია მარა ძვირებია და რეალურად არ ჩამოუვარდება მაგას არც ქრუშალი არც სამსუნგი 1
RaZma Posted September 15, 2014 Author Posted September 15, 2014 გასაგებია... მადლობა. მოვძებნი მაგ მოდელებს აუცილებლად. არ მეჩქარება და იქნებ ვიშოვო სადმე იაფად.
Recommended Posts