Jump to content

Recommended Posts

Posted

სწორად გაიგეთ, ხელოვნების სამეფო კოლეჯის სტუდენტმა, ჯულიან მელქიორიმ პირველი ხელოვნური ფოთოლი შექმნა, რომელიც ზუსტად ისევე მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი ფოთოლი - ახდენს ფოტოსინთეზს და გამოყოფს ჟანგბადს.

 

fs0yutxtassagn7p2o3i.jpg

 

გამოგონება შეუცვლელია კოსმოსური მოგზაურობებისთვის. ერთადერთი პრობლემა იმაშია, რომ ფოთოლი შეიძლება საკმარისად არ აყვავდეს ნულოვანი გრავიტაციის პირობებში, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად უფრო ეფექტური იქნება ვიდრე უთვალავი რაოდენობის ჟანგბადის ბალონების ტარება.

 

ხელოვნური ფოთლები შეიცავს ნამდვილი მცენარის უჯრედებიდან მიღებულ ქლოროპლასტს, რომელიც შემდგომ ჩადებულია აბრეშუმის პროტეინისგან შექმნილ ქსოვილში.

 

კოსმოსური ოდისეების გარდა არ გაგვიჭირდება დანიშნულებები მოვუძებნოთ დედამიწაზეც. მაგ. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც ბუნებრივი ჰაერის ფილტრი დიდი შენობების სავინტილაციო სისტემებში, ან დეკორაციული მიზნებისთვის, რაც დამატებითი სუფთა ჰაერის წყარო იქნება.

 

დანარჩენი კი იხილეთ ვიდეოში:

 

  • Upvote 9
Posted

რა ჯანდაბაა

თუ მცენარეს საჭირო ნივთირებები არ მიეწოდა როგორ იარსებებს?

Posted

რა ჯანდაბაა

თუ მცენარეს საჭირო ნივთირებები არ მიეწოდა როგორ იარსებებს?

სინათლე და წყალი საკმარისია ფოტოსინთეზისთვის

Posted

სგ სგ

უყურე ამას.

მაგარი რაღაცააა

Posted

საკითხავია რამდენ ხანს იცოცხლებს ეს ფოთოლი,

ნახშირორჟანგი და წყლის ორთქლი ჰაერში ბლომადაა, მაგრამ სად წავა დასინთეზებული ნახშირწ#$%ბი? (ჟანგბადი ფოტოსინთეზის გვერდითი პროდუქტია, მცენარის მიზანი ჟანგბადის წარმოება კი არაა, არამედ ნახშირწ#$%ბის, ჟანგბადი ფაქტიურად მცენარის ექსკრემენტია :) )

კოსმოსში გასაგებია გამოყენება, მაგრამ დედამიწაზე რამდენად მისაღებია არ ვიცი, ამ ფოთლების წარმოებისთვის რეალური ფოთოლი უნდა გამოწურო, მეეჭვება გაუთანაბრდეს რეალური მცენარის ეფექტურობას

  • Upvote 2
Posted

არც მე მგონია ნამდვილი ფოთოლივით ეფექტური იყოს. თან ამან თუ გაამართლა მერე მოსპობენ ვაფშე ფოთლიან მცენარეებს, არარიო საჭირო იტყვიან. 

  • 2 weeks later...
Posted

შეიძლება ეგეთი ეფექტური არ იყოს თუმცა ალბათ გაცილებით უფრო გამძლე იქნება და ისეთ ადგილებში შეიძლება მაგის გამოყენება სადაც მცენარეებს ვერ გამოიყენებ
 

თან ამან თუ გაამართლა მერე მოსპობენ ვაფშე ფოთლიან მცენარეებს, არარიო საჭირო იტყვიან.

მეეჭვება რომ ვინმე ნორმალურ ადამიანმა ასეთი რამ გააკეთოს რანაირი უსარგებლოც არ უნდა გახდეს ნებისმიერი მცენარე (ადამიანისთვის ზიანი თუ არ მოაქ რათქმაუნდა)

Posted

გცხელა და იხუთები უჟანგბადობისგან? იყიდე 1 კილო ფოთოლი და ჩამოიკიდე ყელზე :D

 

ხო მაგარი დევიზია? :D

 

პ.ს მაგარია  :thumbsup:  :thumbsup:  :thumbsup:   ამავდროულად ძალიან საშიში ხდება სამყარო დღითიდღე   :(

  • Upvote 1
  • 2 weeks later...
Posted

არც მე მგონია ნამდვილი ფოთოლივით ეფექტური იყოს. თან ამან თუ გაამართლა მერე მოსპობენ ვაფშე ფოთლიან მცენარეებს, არარიო საჭირო იტყვიან.

მცენარეები ყველაზე მაგარი ქარხანაა რომლებიც ორგაულ ნივთირებებს აწარმოებენ

როგორც გიომ თქვა მცენარის მიზანი ორგანული ნივთირებების შექმნაა და არა ჟანგბადის წარმმოება

მცენარებიის განადაგურებით მარტო ჟანგბადს კი არა საკვებს ვუსპობთ ყველანაირ ცოცხალ ორგანიზმს

ასე რომ ჟანგბადის ძალიან ეფექტური ქრხნებიც რომ შევქმნათ ორგანული ნივთირებების შემქმნელი ქარხნები მაინც დაგვჭირდება

ჯერჯერობით მცენარეებს ვერაფრით ჩავანაცვლებთ

ისე კოსმსოსში როგორც მახსოვს ნატრიუმის და კალიუმის სუპეროქსიდებს იყენებდნენ ჟანგბადის მისაღებად

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.