Jump to content

Recommended Posts

Posted

დაწყებული WIndows  8-დან, შემდეგ Windows 8.1, Windows 8.1 Update 1 (და სავარაუდოდ Update2-შიც) ამოღებულია Wi-Fi პროფილების მენეჯმენტი, უფრო სწორად, ამოღებულია ფუნქცია Manage Wireless Networks Network and Sharing Center-იდან, ამოღებულია GUI ინტერფეისი, თორემ შესაძლებლობა რა თქმა უნდა არის დატოვებული, უბრალოდ Microsoft-ში გადაწყვიტეს, რომ Windows 8 თავისითაც მშვენივრად გაართმევს თავს უკაბელო ქსელების მენეჯმენტს და არ სჭირდება მომხმარებლის ჩარევაც, ხშირ შემთხვევაში ასეცაა, თუმცა თუკი დაგჭირდათ მაგალითად რომელიმე შენახული ქსელის პაროლის გახსენება (როგორც მე დღეს დილით :) ) ან კიდევ უბრალოდ კირკიტა მომხმარებელი ხართ, ეს ფუნქცია დაგაკლდებათ...

აი ამაზეა საუბარი, Wireless Network Managment Windows 7-ში:

563f5b1d0a33.jpg

0081e09fc192.jpg

 

ეს ყველაფერი ისევ შესაძლებელია WIndows 8-ში, თუმცა ახლა მხოლოდ CMD-დან შესაბამისი ბრძანაბებებით

(თუკი CMD-ს გახსნა არ იცით, გადადით ბოლო ნაწილზე, უფრო მარტივი შესაძლებლობაა)

CMD ბრძანებები:

 

შენახული უკაბელო ქსელების პროფილების ნახვა:

 netsh wlan show profiles

acaa0115b3c0.png

 

რომელიე კონკრეტული ქსელის პაროლის ნახვა

netsh wlan show profiles name=[პროფილის სახელი] key=clear

პაროლი ეწერება Security Settings განყოფილებაში:

c85451801aa5.png

 

შენახული პროფილის წასაშლელად:

netsh wlan delete profile name=[პროფილის სახელი]

ვისაც CMD- ში ბრძანებებით ხელით აკრება, არ გიყვართ, ან გეზარებათ, არის მშვენიერი პროგრამა, რომელიც ფაქტიურად იმეორებს Windows 7-ის უკაბელო ქსელების მენეჯერის ფუნქციებს:

Wifi Profile Manager 8

 

6b73d1920720.png

 

678110131e8d.png

 

ეს პროგრამა საშუალებას გაძლევთ:

  • ნახოთ შენახული უკაბელო ქსელების პროფილები
  • ნახოთ სასურველი პროფილის პარამეტრები
  • შეცვალოთ პროფილების სიის თანმიმდევრობა (უპირატესობების შეცვლა)
  • მონაცემთა XML ფაილში ექსპორტი
  • მონცემების იმპორტი XML ფაილიდან
  • პროფილის წაშლა

პროგრამა რამდენიმე კილობაიტია და არ საჭიროებს ინსტალაციას.

 

ნაკადული

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.