RaZma Posted June 11, 2014 Posted June 11, 2014 გაუმარჯოს. სამსახურში ვაკეთებ საიტის დიზაინს... ტურისტული კომპანია არის და ამ კომპანიის ვებ გვერდზე ვამატებ სურათებს სასტუმროებს და ამ სასტუმროების ინფორმაციას. ინფორმაციას ვამატებ ინგლისურად მაგრამ საიტი რამოდენიმე ენოვანია და მინდა რომ ეს ინფორმაცია რუსულად ვთარგმნო და როგორ გავაკეთო ეს ყველაფერი მირჩიეთ რამე... იოლი ხერხი თუ არსებობს
kloud Posted June 11, 2014 Posted June 11, 2014 საიტი რა ძრავზეა თუ ხელთაა კოდი დაწერილი. ან უნდა ათარგმნინო გუგლის ტრანსლეიტს რაც არც თუ ისე მისაღებია რადგან ხშირია გრამატიკული შეცდომები ტექსტში. მეორე ვარიანტია თუ რომელიმე ძრავზეა აწყობილი ან თვითონ ძრავს ექნება ან ჩაშენებულად რამდენიმე ენოვანის დროს სხვადასხვა ენის შეყვანისთვის საჭირო გრაფები ან რაიმე კომპონენტის დამატება მოგიწევს.
RaZma Posted June 11, 2014 Author Posted June 11, 2014 არაა არცერთ ძრავზე ხელითაა დაწერილი. ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნა? გუგლით თარგმნაც არ ვიცი როგორ გავაკეთო.. ანუ მე ისე მინდა რომ საიტის ენის შეცვლის შემდეგ ავტომატურად გადავიდეს რუსულზე და კლიენტებს აღარ დაჭირდეთ გუგლით თარგმნა.... ესეც საიტი ბარემ ნახეთ iamgeorgia.com.ge
kloud Posted June 11, 2014 Posted June 11, 2014 მაშინ იმაზეა დამოკიდებული ადმინ პანელი როგორ არის მოწყობილი, რახან ხელითაა დაწერილი კოდი. აქ როგორც ჩანს სწორედ გუგლის ტრანსლეიტის სკრიპტი აქვთ ჩასმული, რაც ცუდია. მე Joomla-ს ძრავს ვიყენებ და ხელით კოდის წერისას არ ვიცი როგორ კეთდება.
RaZma Posted June 11, 2014 Author Posted June 11, 2014 კაი გასაგებია. ადმინ პანელი საკმაოდ ფუნქციური აქვს და სად მივაგნო მაგას ეგ არ ვიცი. გაკეთებული საიტი ჩავიბარე და მაგდენი არ ვიცი...
GIBSON Posted June 11, 2014 Posted June 11, 2014 და ჩვენ როგორ უნდა გითხრათ სად მიაგნო? თუ ენის გადამრთველს ვერ მიაგენი სამართავ პანელში ესეიგი არც აქვს მეორე ენა სავარაუდოდ და ვერც გააკეთებ რაც შენ გინდა
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.