სოსო Posted June 7, 2014 Posted June 7, 2014 Corsair-მა თავისი პირველი HX სერიის კვების ბლოკები 2006 წელს გამოუშვა და მას შემდეგ ეს სერია ერთ-ერთი ცნობადი იყო კომპანიის პროდუქტებში. მალე კომპანია აპირბს ამ სერიის ახალი კვების ბლოკების გამოშვებას HXi სახელით და ახალი 80Plus Platinum სერტიფიკატით და როგორც სახელი გვეუბნება Corsair Link მხარდაჭერით. ახალი სერიის სამი მოდელი გამოვა HX750i, HX850i და HX1000i მოდელები. უცნობია დატოვებს თუ არა წარმოებაში კომპანია ძველ HX მოედელებს თუმცა ფასების გათვალისწინებით ძველი მოდელები ან სულ უნდა ამოიღოს კომპანიამ წარმოებიდან ან მათმა ფასმა საგრძნობლად უნდა დაიკლოს.ქაღალდზე ახალი HXi სერიის კვების ბლოკები სრულად იდენტურია AXi სერიისა, რადგან ორივე სრულად მოდულარულია, ორივეში იაპონური კონდენსატორებია, ორივეს აქვს Zero-RPM fan-ის რეჟიმი, ორივე 80Plus Platinum სერტიფიკატით არის, ორივე სერიას აქვს Corsair Link მხარდაჭერა და 7 წლიანი გარანტია. ერთადერთი სხვაობა ფასშია რაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აწ არსებული AX და AXi სერიის კვების ბლოკების არსებობას და ფასს. სავარაუდო გამოსვლის თარიღი ამ წლის გავისტოა. 9
Grichika Posted June 8, 2014 Posted June 8, 2014 მაგრად მევასება რა ეს კორსეირი მაგარი პროდუქტი აქ ..
geomaster1 Posted June 8, 2014 Posted June 8, 2014 Zero-RPM fan-ზე ანეგდოტი მოვიგონე სვანი HX1000i -ს დააყენებს კომპზე ხოდა ქულერი ტრიალს რო შეწყვიტავს, იფიქრებს გადაიწვაო და ქულერს გამოუცვლის.
Milyyy Posted June 9, 2014 Posted June 9, 2014 Zero-RPM fan-ზე ანეგდოტი მოვიგონე სვანი HX1000i -ს დააყენებს კომპზე ხოდა ქულერი ტრიალს რო შეწყვიტავს, იფიქრებს გადაიწვაო და ქულერს გამოუცვლის.
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now