Jump to content

Recommended Posts

Posted

ცოტა ხნის წინ Micron-მა განაცხადა რომ აწარმოებს NAND მეხსიერებას 16 ნანომეტრული ტექნოლოგიით და მანვე დაანონსა ახალი SSD ამ ტექნოლოგიით სახელით Crucial MX100. ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ახალი შემნახველი მოწყობილობის მახასიათებლები და ფასებიც.

crucial-mx100ssd.jpg

სავარაუდოდ MX100 სერიით გამოვა ოთხი მოდელი 128, 256 და 512 გიგაბაიტი მოცულობით და ყველაზე დიდი 1 ტერაბატი მოცულობით თუმცა ამ უკანასკნელის გამოსვლა შეიძლება დაგვიანდეს.

სამწუხაროდ წარმადობით MX100 სერია ჩამოუვარდება M550 სერიას თუმცა წესით ახალი მოდელი წინა თაობის ხაზის გაგრძელება უნდა ყოფილიყო

64dfa81dc823e89de0d923b2a1aee24e.jpg

ასეთია მონაცემები წინასწარი ცნობით. საინტერესოა ასევე ფასები:  65.95, 95 და 185 შესაბამისად 128, 256 და 512 ვერსიისთვის. აღნიშნული ფასები ამ ეტაპისთვის ვერ ჩაითვლება ძალიან კონკურენტუნარიანად თუმცა როგორც ჩანს კომპანია იმედოვნებს ახალი ტექნოლოგიის "ხათრით" შეძლებს ბაზარზე ამ პროდუქტის გაყიდვას.

  • Upvote 7
Posted


 65.95, 95 და 185 შესაბამისად 128, 256 და 512 ვერსიისთვის

აი საღოლ

Posted

ფასი კი არის კამფეტი მაგრამ წარმადობის რა მოგახსენო , როგორც ყოველთვის ძალიან დაბალი

Posted

წაკითხვის სიჩქარე ძალიან მაღალია და ჩაწერას რაც შეეხება, იშვიათი შემთხვევების გარდა, არამგონია რეალური სხვაობა ნახო 330 და 550 მბ/წამს შორის, ვერ ვიტყვი, რომ ცუდი პერფორმანსი აქ. არც 70 000 random write არის ცოტა. თან ეს პირველი სერიაა ახალი ტექნოლოგიით, რომელსაც რათქმაუნდა დახვეწავენ და გააუმჯობესებენ.

 

და რაც ყველაზე მთავარია, ფასები იკლებს  :xelebi: 

  • Upvote 1
Posted

256-იანი 90$-ად?  :spiteful:

პროსტა 128იანს ძალიან ნელი ჩაწერის სიჩქარეაქ

Posted

256-იანი 90$-ად?  :spiteful:

პროსტა 128იანს ძალიან ნელი ჩაწერის სიჩქარეაქ

ევრო და არა დოლარი

Posted

ევრო და არა დოლარი

ეე მაგ ფასად m500 მოგივა უკვე

Posted

ეგ თუ ქრუშელის რეკომენდირებული ფასებია, მაშინ მაღაზიებს ცოტა იაფად კი ექნებათ :)

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.