Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა. მინდა Fedora - ს მომხმარებლებს გაგაცნოთ ორი ძალიან სასარგებლო პროგრამა რომლებიც გაგიადვილებთ ცხოვრებას :)

 

როგორც იცით Fedora - ს და ზოგადად თითქმის ყველა ლინუქსის დისტრიბუტივს დეფაულტათ არ მოყვება ე.წ. Third-party software - ი როგორიცაა ფლეშ პლეიერი, კოდეკები და ასე შემდეგ. სისტემის დაყენების შემდეგ ასევე გვიწევს სხვადასხვა სოფტის დაყენება და სისტემის კონფიგურირება, რაც დამეთანხმებით რუტინული და საკმაოდ მოსაწყენი საქმეა.

 

საბედნიეროდ არის რამდენიმე პროგრამა რომლებიც აგვაშორებენ ამ რუტინას და ძალიან მარტივად, რამდენიმე ბრძანებით მოაგვარებენ ყველაფერს. დღეს მინდა შემოგთავაზოთ easyLife -ი და  Fedy - ი.

 

 

easyLife

 

 

easyLife - ი არის პროგრამა რომლის დახმარებით მარტივად დავაინსტალირებთ nvidia და ati დრაივერებს, სკაიპს, კოდეკებს, ფლეშ პლეიერს, ჯავას, სხვადასხვა საჭირო უტილიტებს...მისი გადმოწერა .rpm პაკეტში შეგიძლიათ ამ მისამართიდან - http://easylifeproject.org/

 

 

პროგრამა კი გამოიყურება ასე:

 

 

Screenshot_04252014_07_31_58_PM.png

 

 

 

 

მონიშნეთ რაც გჭირდებათ, დააწექით ok ღილაკს და ვსო :)

 

 

 

 

Fedy

 

 

იგივე Fedora utils :)არის შედარებით დიდი ფუნქციონალის სოფტი. ვაინსტალირებთ შემდეგნაირად:

$ wget http://satya164.github.io/fedy/fedy-installer
$ chmod +x fedy-installer 
$ sudo ./fedy-installer

გახსნის შემდეგ მივიღებთ შემდეგ სურათს:

 

image.png

 

მისი დახმარებით შევძლებთ სისტემის დაკონფიგურირებას, სხვადასხვა სოფტის ინსტალაციას, რეპოზიტორებთან მუშაობას, გრაბის განახლებას, ნაგვის წაშლას , ძველი კერნელისგან სისტემის გასუფთავებას და მრავალი სხვა.

 

 

პროგრამა იმედნად მარტივია, რომ მის დაწვრილებით განხილვას აზრიც არ აქვს, თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ გისმმენთ :)
 

გისურვებთ წარმატებას, რუტინული საქმის მარტივად მოგვარებას და უფრო საინტერესო საქმეემით დაკავებას :))

  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.