Jump to content

Recommended Posts

Posted

მაქვს სატა ვინჩესტრერი, რომელზეც ბიოსი მიჩვენებს, რომ დგას "მასტერზე" (და მგონი ეგრეც უნდა იყოს)

სახლში ვიპოვე ძველი 40GB IDE ბარაკუდა და მინდა დავამატო.

ამას თუ აქვს მნიშვნელობა, მიყენია WIN-7 32 და ეს არის ჩემი motherboard: gigabyte GA-EP45-UD3LR

6fb85d118c96.jpg

როგორც სურათზე ხედავთ, აქვს მხოლოდ 1 IDE სლოტი (თუ რაც ქვია) რომელზეც შეერთებული მაქვს DVD Rom, გუშინ შევაერთე ეს IDE ვინჩ. შლეიფი, რომელიც DVD-ზეა შეერთებული (შლეიფს შუაში რომ აქვს კიდევ ერთი შესაერთებელი, მაგით)და კომპ-მა დაიწყო გადატვირთვა, ანუ სანამ ვინდოუსი ჩაიტვირთება და მონიტორზე რამეს გამოიტანს, თავისით გამოირთვება (თითქოს საერთოდ დენიდან გამორთესო) და 2-3 წამში ისევ ირთვება, ასე გრძელდება .............. ბოლოს მივხვდი, რომ IDE ვინჩესტერიც მასტერზე იდგა (ჯამპერი იყო სულ პირველ წვერებზე) საერთოდ მოვხსენი ჯამპერი და ისე ვსინჯე, დაიწყო ვინდოუსის ჩატვირთვა და............ არ ჩაიტვირთა, თუმცა ის გადატვირთვა აღარ უქნია.

კითხვა ეკრანზე: რა სარგებლობა მოაქვს მამალს კი არადა, რა მოვუხერხო? :xeli:

Posted

ეგ ვინჩო სლეივზე გაუშვი და დვდ მასტერზე... ან პირიქიტ....

Posted

რომელ შლეიფზეც შეაერთებ მაგ 40-იან ვინჩოს, ნახე მაგ შლეიფზე უკვე რაც ზის მასტერია თუ სლეივი, თუ მასტერია სლეივზე გადაიყვანე თუ სლეივზეა მასტერზე და არანაირი პრობლემა რა უნდა იყოს წესით

Posted

მაგის შეცვლა, რაც თქვენ მირჩიეთ, ბიოსიდან ვქნა ხო?

კიდევ ერთი საკითხი, მაგ ვინჩესტერის სლეივზე გადაყვანა ჯამპერის საერთოდ მოხსნით ხდება ხო? იმიტომ გეკითხებით, რომ ზედ რა რეჟიმებიც ახატია (თვითონ ვინჩესტერის ეტიკეტს) სლეივის რეჟიმი არ წერია, სულ 3 ვარიანტია და მგონი სლეივზე გადართვა ხდება ჯამპერის ამოცლით, არა?

P.S. რაც ზემოთ დავწერე ეგ გადატვირთვები რამ გამოიწვია? ვხვდები, რომ მაგ მასტერ-სლეივის ბრალია, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად რა მოხდა?

Posted

ჯამპერი არ ამოაცალო ვინჩოზე დააყენე სლეივზე და დვდზე მასტერზე ან პირიქიტ ბიოსიდან რ სწორდება ეგ...

jumpers.gif

ნახე 3-4 არის სლეივი და 5-6 მასტერი

Posted

მემგონი აღარ უნდა მაგ ჯამპერების თამაში

ახალი მაზერები ავტომატურად აყენებენ მასტერს და slave-ს მით უმეტეს სატა პორტებზე საერთოდ არ უნდა

Posted

მოკლედ, შევაერთე, მაგრამ ბევრი დამაკლო ზომაში, ეს ვინჩო ადრე იდგა XP-ზე და 37GB-ს მიჩვენებდა (ანუ XP მპარავდა 3GB-ს) და ეხლა win-7 მიჩვენებს 31GB-ს, 9GB რატომ უნდა მოეკლო??? თითქმის 25%-ია, ბევრიც არ უკლია.

Posted

არ ვიცი ნამდვილათ, შეიძლება სისტემ რესტორის ბრალია, შეიძლება ფულლ ფორმატმა უშველოს, რამდენიანი ეგ ვინჩო ისე 40GB

  • 11 months later...
Posted

ვინდოისი გადაააყენე ^_^

Posted

ვინდოისი გადაააყენე ^_^

2011 წლის დასაწყისის თემაა

მოძველდა ტექნიკურადაც და მორალურადაც :chojinfc:

იხურება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.