Jump to content

Recommended Posts

Posted

       მოკლედ სიტუაცია ასეთია, ბოქს ქულერი მეყენა i3-ზე და მშვენიერად ართმევდა თავს და ჩუმიც იყო, მარა i5-ს ვეღარ ერევა, თამაშებში 70+ ადის ტემპერატურა, შესაბამისად მინდა რამე ვიყიდო ისეთი, რომ ტემპერატურაც დაწიოს ასე 10 გრადუსით და ხმაურმაც არ შემაწუხოს.

       კომპი დგას ჩემი საწოლიდან 1 მეტრში და ღამე ჩართული არ მესმის, ხოდა ახალი ქულერის შეძენით არ მინდა რომ ამ კუთხით რაიმე შეიცვალოს (24 საათი ჩართული მაქ)

უბრალო მინდა რა 70-80 ლარიანები არ მირჩიოთ

      პირადი გამოცდილებიდან მირჩიეთ თორე თეორიული მოსაზრებები მეც მაქვს რომელი იქნება  ჩუმი და რომელი ნაკლებად

Posted

http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=52827

 ეს მაქვს მე პირადად და საკმაოდ ჩუმია. დიდი დიამეტრის პროპელერი აქვს და სწრაფად ბრუნვა არ ჭირდება დაბალბრუნზეც მშვენივრად აგრილებს, შესაბამისად ხმაურიც ნაკლები აქვს ბრუნვათა რიცხვის სიმცირის გამო. 100% დატვირთვაზე 60 გრადუსზე ადიოდა მაქსიმუმ ზამთარში ახლა აღარ შემიმოწმებია. მაგ ფასში მემგონი ნორმალურია.

  • Upvote 2
Posted

წყლის გაგრილება იყიდე. სუპერ ჩუმიცაა და ტემპერატურებსაც კარგად ერევა.

Posted

წ%$&# გაგრილება იყიდე. სუპერ ჩუმიცაა და ტემპერატურებსაც კარგად ერევა.

უბრალო მინდაო და წყალს ურჩევ? :D

Posted

http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=52827

 ეს მაქვს მე პირადად და საკმაოდ ჩუმია. დიდი დიამეტრის პროპელერი აქვს და სწრაფად ბრუნვა არ ჭირდება დაბალბრუნზეც მშვენივრად აგრილებს, შესაბამისად ხმაურიც ნაკლები აქვს ბრუნვათა რიცხვის სიმცირის გამო. 100% დატვირთვაზე 60 გრადუსზე ადიოდა მაქსიმუმ ზამთარში ახლა აღარ შემიმოწმებია. მაგ ფასში მემგონი ნორმალურია.

მონაცემებით საკმაოდ ჩუმი ფენი აქვს. რეალურადაც თუ ჩუმია მშვენიერი არჩევანია

წ%$&# გაგრილება იყიდე. სუპერ ჩუმიცაა და ტემპერატურებსაც კარგად ერევა.

70-80 ლარად არამგონია წყალის გაგრილება სადმე იყიდებოდეს
Posted

მონაცემებით საკმაოდ ჩუმი ფენი აქვს. რეალურადაც თუ ჩუმია მშვენიერი არჩევანია

კი საკმაოდ ჩუმია ისეთი რომ არც მოველოდი. ადრე ბოქ ქულერი მეყენა და ის გაცილებით ხმაურიანი იყო ))

Posted

კი საკმაოდ ჩუმია ისეთი რომ არც მოველოდი. ადრე ბოქ ქულერი მეყენა და ის გაცილებით ხმაურიანი იყო ))

თან თუ 2600k-ს არ უშვებდა 60 გრადუსზე ზევით, i5 2400-ს გაცილებით კარგად გააგრილებს
Posted

ეგ ზამთარში. წეღან დავტვირთე ცოტახნით ასე 5 წუთით 100%-ზე და 68-69 გრადუსი ეჭირა, ტაქტური სიხშირე ტურბობუსტით 3.8-ზე იყო. ცოტას კიდევ მოიმატებდა ალბათ მაგრამ  მაინც ნორმალური შედეგია ამ ფასიანი ქულერისთვის. ისე თერმოპასტას ამას Arctic Silver 5 ვიყენებ და ეგეც კარგად შველის. თამაშებისდროს რათქმაუნდა მაგდენზე არ ადის. 55-58 გრადუსია

Posted

უბრალო მინდაო და წყალს ურჩევ? :D

უი ეგ არ წამიკითხია :D

Posted

ok. თუ ჩუმია ალბათ მაგ გამამაქსზე შევაჩერებ არჩევანს

Posted

ამცდა ხარჯი ამ ეტაპზე, საკუჭნაოში Cooler Master S200 ვიპოვე, მახსოვდა რო შარშან ვიღაცას ვაჩუქე მარა მქონია :) 60-ზე მაღლა არ უშვებს ტემპერატურას

დროებით ამას დავაყენებ და მერე უკვეფულს რო მოვიგდებ რამე წესიერს ვიყიდი ასე 100 ლარაში

ძალიან კარგი.

დავხურავ მაშინ ამ თემას და როცა გადაწყვეტ ქულერის ყიდვას, გახსენი ახალი თემა

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.