Spy Posted March 22, 2014 Posted March 22, 2014 სალამი ყველას, ძაან უცნაური შემთხვევაა და არ ვიცი რას დავაბრალო. მოკლედ, ძმაკაცი მირეკავს ამ დილით და მეუნება გუშინ ძაბვა დავარდა რამდენჯერმე და კომპი გამოირთოო, რო ჩავრთე ინტერნეტი აღარ მოდისო. Network Center წესრიგშია, აიპებიც ჩავუწერე, ვინდიც გადავუყენე და ლანის დრაივერიც განვუახლე, მაგრამ არ უშველა (ყვითელი ძახილის ნიშანი ახატია, ინტერნეტი რომ ითიშება ხოლმე, ისე). რისი ბრალი შეიძლება იყოს, ვითომ ქსელის კარტა დაიწვა? ხო ეს უზრუნველყოფს Internet connection-ს? როგორ უნდა შევამოწმო, მუშაობს თუ არა? მგონი ცალკე ნაწილი არ აქვს (ინტეგრირებულია სავარაუდოდ, იმიტომ რომ ვერ იპოვა ასეთი ნაწილი მაზერზე). თქვენი ვარაუდი? რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ დავტესტო, თუ ქსელის კარტა (ან რისი ბრალიც შეიძლება იყოს) რომ მუშაა? მადლობა.
daviti-q Posted March 22, 2014 Posted March 22, 2014 როუტერი დაარესტარტე, ან საერთოდ პროვაიდერთან დარეკვა ცადეთ?
Spy Posted March 22, 2014 Author Posted March 22, 2014 როუტერი დაარესტარტე, ან საერთოდ პროვაიდერთან დარეკვა ცადეთ? დავარესტარტეთ, პროვაიდერთან დარეკვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ნოუთბუქზე ჩვეულებრივად მიდის ინტერნეტი იგივე კაბელით, ანუ პრობლემა თვითონ კომპშია. პროგრამული მხარე გამოვრიცხე (დრაივერიც შევცვალე და ა.შ) და ტექნიკურ მხარეს ვაბრალებ ეხლა, არ ვიცი ბოლომდე ...
G.T.CHampioNNN Posted March 22, 2014 Posted March 22, 2014 შესაბამისი დრაივერი თუ დაუყენე ?? სხვა ვერსია ხო არ ჩაწერე შემთხვევით ??
Spy Posted March 22, 2014 Author Posted March 22, 2014 შესაბამისი დრაივერი თუ დაუყენე ?? სხვა ვერსია ხო არ ჩაწერე შემთხვევით ?? არა, დრაივერი სწორად მაქვს დაყენებული (უდრაივეროდაც იყო ინტერნეტი, მარა მაინც დავეყენე)
zaqrinio Posted March 22, 2014 Posted March 22, 2014 Spy, ქსელის კარტის ამბავია ეგენი თუ გამორიცხე აბა სხვა რაღა იქნება... ინტერნეტის დრაივერი წაშალეთ სხვა ქსელის კარტა ჩააყენეთ და შესაბამისი დრაივერი დააყენეთ ვინმეს ექნება რამე ქსელის კარტა დროებით გათხოვონ რომ სცადოთ ყველაზე კარგი ვარიანტი ალბათ ეგ იქნება. ეს ყველაფერი მაშინ სცადე თუ რათქმაუნდა სისტემა 100% ით გამორიცხე. 1
რამაზ Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 ქსელის კარტა იქნება დამწვარი, მეც დამემართა მასე ძახილის ნიშანი დაეხატა ძაბვის დავარდნის მერე, პროვაიდერმა მოგეწოდება ინტერნეტიო და ეგრევე ქსელის კარტას დავაბრალე. არ აქვს ჩალიჩს აზრი, დამატებიტი კარტა უნდა ჩასვა
Lashantee Posted March 28, 2014 Posted March 28, 2014 ქსელის კარტა გადაიყვანე 10 მეგაბიტზე და ნახე რას იზავს. ხშირ შემთხვევაში როცა ქსელის კარტას ერხევა აუტოზე ვერ იღებს ხოლმე აიპებს და 10 მეგაბიტზე გადაყვანა შველის. ალბათ აიპების ხელით გაწერაც სინჯე ხო ?
kakha77777 Posted March 28, 2014 Posted March 28, 2014 იქნება ვირუსების ბრალია ? გადააყენე ვინდოზავრი ისე, რომ დისკები სრულად დააფორმატო და დააყენე ანტივირუსი, სანამ პროგრამებს ჩაწერ. მე მქონდა ასეთი პრობლემა და ასე მოვაგვარე.
Recommended Posts