CrystalLizard Posted March 20, 2014 Posted March 20, 2014 გამარჯობათ ფორუმელებო მინდა გავყიდო ჩემი ხელით აწყობილი კომპიუტერი. Specs: Graphical Processor: MSI NVIDIA GeForce GTX 660 Ti Power Edition $330 Motherboard: Asus P8Z77-V LX $150 RAM: G.Skill RipjawsX 8GB (4GB x 2) 1866 Hz -- $85 CPU: i5-3570k Quad Core Processor 3.4 Ghz 4 core LGA 1155 -- $275, ვიყიდე აქ, შესაბამისად ბევრად მეტი მივეცი. PSU: OcZ ZS Series 750w დაახლოებით $100 (PCSHOP-ში ვიყიდე 180-ად მგონი.) Case: Coolermaster CM 690 II Advanced - Mid Tower computer case -- $125 HDD: Seagate Barracuda 7200.12 ST3500413AS 500GB 7200 RPM 16MB Cache -- დაახლოებით $50 Amazon-ის ფასებით: $330 + $150 + $85 + $275 + $100 + $125 + $52 = $1117 $1 = 1.72993 GEL $1117 = 1932.33181 < ეს გამოდის ახლანდელი მონაცემებით. გაითვალისწინეთ რომ მე ეს ყველაფერი ვიყიდე უშუალოდ საქართველოში თან ახალი იყო მაგ დროსისთვის შესაბამისად უფრო ძვირი დამიჯდა ვიდრე ზემოთმოცემული ფასი. დეტალები ახლებია, ყველაზე ძველი დეტალი სისტემაში არის GPU 1 წელს გადაცდა ცოტათი. გარანტია ჯერ კიდევ აქვთ (GPU-ს აღარ აქვს მგონი მაგრამ MSI-ს აქვს 3 წლიანი ვებ საიტიდან) სისტემა არის "Future Proof", ანუ: RAM-ის გაზრდის პოტენციალი გაქვთ 64 GB-მდე, სოკეტი 1155 ანუ მესამე თაობის i7-ების დაყენება შეგიძლიათ (HASWELL გამოვიდა ახლა 1150-ზეა მაგრამ დიდი არაფერი განსხვავება არ ყოფილა ბენჩმარკებში მე რაც ვნახე მათში ყოველ შემთხვევაში.) GTX 660 Ti ახლანდელ თამაშებს (Crysis 3-ის ჩათვლით) უშვებს უპრობლემოდ, სისტემა 60+ FPS-ს მაძლევს უმეტესობა თამაშებში, ერთი Crysis 3-ში მქონდა 40-50 (max settings) Overclock (დარაზგონება) არ გამიკეთებია ჯერ-ჯერობით არც დამჭირვებია, სამომავლოდ Motherboard-ს შეუძლია SLI-ში გაუშვას 2x660 Ti უპრობლემოდ (კვების ბლოკის გამოცვლაც არ მოგიწევთ აქვს შესაბამისი კონექტორები და ოვერქლოქის შემთხვევაშიც გეყოფათ 2 ცალ 660 Ti-ზე) და იქიდან გამომდინარე რომ 660 Ti იაფდება დღითიდღე როცა დაგჭირდებათ მეორე, საკმაოდ იაფად გამოხვალთ + i5-3570k ვერსია Overclock-დება ყელამდე და გეყოფათ შემდეგი რამდენიმე წელი. 3Dmark11 ტესტში იღებს 8000 ქულას ყოველგვარი "დარაზგონების" გარეშე. ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ დამისვათ გიპასუხებთ როგორც შემიძლია ისე. ფასზე მომწერეთ პირადში. ყიდვის შემთხვევაში დაგიფორმატირებთ ყველაფერს და ახლად დაყენებულ Windows 7 Professional 64 bit-ს დაგისვამთ ყველა საჭირო დრაივერით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ ყველას კარგად ყოფნას. P.S. რაიმე თუ ცუდად ან არასწორად მიწერია შემისწორეთ თუ შეიძლება.
19gio71 Posted March 20, 2014 Posted March 20, 2014 ვიდეოკარტა მაქსიმუმ 400 ლარად გაყიდო, პროცესორი 370 ლარი ... ნაწილები კარგია მაგრამ მაინც მეორადში გადის ეგ გაითვალისწინე.... 1
CrystalLizard Posted March 20, 2014 Author Posted March 20, 2014 გამოსვლა მშვენიერი იყო ფასები გადასახედი გმადლობთ გმადლობთ, ვცდილობ! ფასები რაც მაქვს მოყვანილი ძირითადად ამაზონიდან ავიღე რადგან ვთვლი რომ მანდ ყველაზე იაფად შეგიძლია იშოვო დეტალები (განბაჟებას თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა). ვიდეოკარტა მაქსიმუმ 400 ლარად გაყიდო, პროცესორი 370 ლარი ... მოილაპარაკეთ ჩემი აზრით მეორადიც არსებობს და მეორადიც, მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მივწერ აუცილებლად, მადლობა!
მათე Posted March 20, 2014 Posted March 20, 2014 ნუ თემაში უზუსტობა გაქ ეხლა დავწერ რეებიც. მეც ეგ მაზერი მაქ. 1 მაგ დედაპლატაზე 64 GB-ს ვერ დააყენებ მაქსიმუმ 32 GB-ს დაყენება შეგიძლია 2 მაგ დედაპლატას SLI არ აქვს მეორე სლოტი x4-ია ამიტომ მხოლოდ crossfire აქვს დალშე საკაიფო სისტემაა, მარა ძაან ძვირი დაგჯდომია შენ მანდ რა ფასებიც გიდევს და ამბობ უფრო ძვირი მივეციო
CrystalLizard Posted March 20, 2014 Author Posted March 20, 2014 ნუ თემაში უზუსტობა გაქ ეხლა დავწერ რეებიც. მეც ეგ მაზერი მაქ. 1 მაგ დედაპლატაზე 64 GB-ს ვერ დააყენებ მაქსიმუმ 32 GB-ს დაყენება შეგიძლია 2 მაგ დედაპლატას SLI არ აქვს მეორე სლოტი x4-ია ამიტომ მხოლოდ crossfire აქვს დალშე საკაიფო სისტემაა, მარა ძაან ძვირი დაგჯდომია შენ მანდ რა ფასებიც გიდევს და ამბობ უფრო ძვირი მივეციო მართალი ხარ, შევიტან შესწორებას ახლავე. ... ვერ ვასწორებ... მაინც ახალი ვარ ამ ფორუმზე არ ვიცი ბევრი რამ... SLI-ს შესახებ არ ვიცოდი, х4 რომ აქვს მეორე ვიდეო პლატა ალბათ უფრო ნელა იმუშავებს მაგრამ ხომ იმუშავებს? ფასს რაც შეეხება, საქმე იმაშია რომ მე ამ კომპიუტერს ვაწყობდი 2 წელი საერთო ჯამში, პირველ წელს ვიყიდე GPU და PSU და მეორე წელს Motherboard და i5-3570k. ამაზონის ფასები უბრალოდ მაქვს მოყვანილი რომ ზოგადი წარმოდგენა შევუქმნა მკითხველს. ანუ ახლა რა ღირს ეს სისტემა. 1900-ად არ ვყიდი ნამდვილად, ნუ ახლა ვინმე თუ გამოჩნდება ეგეთი...უარს ვერ ვეტყვი... Laptop-ის ყიდვა მინდა, ისეთის რომელიც გაქაჩავს ყველაფერს (ამერიკაში მყავს მეგობარი და ჩამოიტანს ისე რომ განბაჟება არ გადავიხადო) და ამიტომაც მიღირს ამის გაყიდვა იმისთვის. 2300 ლარი გამოდის ის ლაპტოპი ასე რომ ამას რაც უფრო ძვირად გავყიდი მით ნაკლები შიმშილი მომიწევს და ჯიბის ფულის გროვება.
CrystalLizard Posted March 20, 2014 Author Posted March 20, 2014 სურათები Case გარედან. GPU && RAM. Case, შიგნიდან.
CrystalLizard Posted March 20, 2014 Author Posted March 20, 2014 cooler-ს ცალკე არ გაყიდი? ბოდიში, არა.
ShaCo Posted March 21, 2014 Posted March 21, 2014 ფასები გადასახედი მშვენიერი სისტემა გაქვს, მაგას ლეპტოპზე არ გავცვლიდი ეგეთივე მაქვს პაჩწი, ცოტა სუსტი ვიდეოთი,ოღონდ 1-2 პლიუსით
CrystalLizard Posted March 21, 2014 Author Posted March 21, 2014 მშვენიერი სისტემა გაქვს, მაგას ლეპტოპზე არ გავცვლიდი Laptop-იც არაა ცუდი Haswell i7-4700MQ (3.4 Ghz) ახალი Nvidia GTX 870m 8GB 1600 Mhz Ram SSD ედგმება Full HD გამოსახულება, 15" ანუ სატარებლად არ იქნება პრობლემატური, გაციება კარგი აქვს მარტივად არ გადახურდება (სხვა ლაპტოპებთან შედარებით რა თქმა უნდა) წონაშიც 3 kg გამოდის. და თან საქმე მოითხოვს ახლა, სულ ისეა, გინდა რომ გქონდეს რაღაც, ჩალიჩობ ჩალიჩობ ჩალიჩობ და საბოლოო ჯამში ითრევ და ვეღარ იყენებ.
ShaCo Posted March 21, 2014 Posted March 21, 2014 ნუ, ცუდი არაა,მაგრამ სათრევად მაქვს ჩვეულებრივი ლეპტოპი, ი5ია 4 გბ რამით და ატის 6470M ვიდეოთი... სათამაშოდ ლეპტოპზე მაინც არ დავჯდები და სათრევად მყოფნის ეგ ყველაფერში სამუშაოდ ხო ვაბშე, მკვდარია პსსთან შედარებით კარგი სისტემა გაქვს, მართლა და ჩემი აზრით მაგის ფასი 1400-1500 ლარია ფორუმულ ფასში
CrystalLizard Posted March 21, 2014 Author Posted March 21, 2014 კარგი სისტემა გაქვს, მართლა და ჩემი აზრით მაგის ფასი 1400-1500 ლარია ფორუმულ ფასში 1600-ად მინდოდა მაგრამ დღითიდღე რასაც ვუყურებ მაგ ფასებზე დავდივარ, მაინც ახალი ვარ არ ვიცი ფორუმზე რას და რამდენად ყიდიან.
ShaCo Posted March 21, 2014 Posted March 21, 2014 1600-ად მინდოდა მაგრამ დღითიდღე რასაც ვუყურებ მაგ ფასებზე დავდივარ, მაინც ახალი ვარ არ ვიცი ფორუმზე რას და რამდენად ყიდიან. ხოო, ეს ფორუმი რაარი არ ვიცი, ან საიდან ჩითავენ, მაგრამ ფასები ისეთებია ხოლმე რო რავიცი ერთი 3-4 თვის წინ ახალი სსდ იები ვიყიდეთ, სამსუნგ 840 PRO ები, მე და ჩემმა ძმაკაცმა, 128იანი 150ში და 256 იანი 250ში, სულ ახლები, გაუხსნელები როცა ამაზონზე იგივე ციფრებით დოლარში ღირდა
CrystalLizard Posted March 21, 2014 Author Posted March 21, 2014 ხოო, ეს ფორუმი რაარი არ ვიცი, ან საიდან ჩითავენ, მაგრამ ფასები ისეთებია ხოლმე რო რავიცი ერთი 3-4 თვის წინ ახალი სსდ იები ვიყიდეთ, სამსუნგ 840 PRO ები, მე და ჩემმა ძმაკაცმა, 128იანი 150ში და 256 იანი 250ში, სულ ახლები, გაუხსნელები როცა ამაზონზე იგივე ციფრებით დოლარში ღირდა Forum.ge-ზე ვნახულობდი ცოტა ხნის წინ, გამოკითხვა ქონდათ, ხალხი ამბობს რეალური ფასზე 40%-ით უფრო იაფად უნდა იყიდებოდეს ფორუმებზეო. როგორც მყიდველს კაია მაგრამ 40% ცოტა ბევრია მე თუ მკითხავ. რაც ფასები ვნახე ერთი ნამდვილად ვიცი ხშირი ფორუმის მომხმარებელი გავხდები
ShaCo Posted March 21, 2014 Posted March 21, 2014 Forum.ge-ზე ვნახულობდი ცოტა ხნის წინ, გამოკითხვა ქონდათ, ხალხი ამბობს რეალური ფასზე 40%-ით უფრო იაფად უნდა იყიდებოდეს ფორუმებზეო. როგორც მყიდველს კაია მაგრამ 40% ცოტა ბევრია მე თუ მკითხავ. რაც ფასები ვნახე ერთი ნამდვილად ვიცი ხშირი ფორუმის მომხმარებელი გავხდები ნუ, რეალურად მეც ეგრე ვყიდი, ხოლმე როცა რამე მაქ, 30-40% ით იაფად ვიდრე მაღაზიაში ღირს ნუ, დეტალებსაც გააჩნია მამენტ ზოგზე მეტი უნდა დააგდო, ზოგზე ნაკლები მოკლედ, ცალკე საბაზრო ეკომონიმიკაა ფორუმზე 1
CrystalLizard Posted March 21, 2014 Author Posted March 21, 2014 ნუ, რეალურად მეც ეგრე ვყიდი, ხოლმე როცა რამე მაქ, 30-40% ით იაფად ვიდრე მაღაზიაში ღირს ნუ, დეტალებსაც გააჩნია მამენტ ზოგზე მეტი უნდა დააგდო, ზოგზე ნაკლები მოკლედ, ცალკე საბაზრო ეკომონიმიკაა ფორუმზე როგორც ვამბობდი მეორადიც არსებობს და "მეორადიც" დედა პლატა და პროცესორი ჩავდგი იანვარში და რამი და კეისი ვიყიდე საერთოდ 1 თვის წინ მგონი და მთლად 40% ცოტა ბევრია მგონი ახალი დეტალებისთვის...
Badura Posted March 22, 2014 Posted March 22, 2014 მშვენიერი კომპიუტერია 1500-1600 ლარში ფორუმზეც კი უნდა გაიყიდოს უპრობლემოდ, თუ არადა გაიარონ აგერ ადგილობრივ მაღაზიებში ან ჩვენს ძვირფას მაიმარკეტზე და ნახონ რა ფასები ადევს ბანძი ვიდეოკარტებით და კვების ბლოკებით კომპიუტერებს 1
CrystalLizard Posted March 22, 2014 Author Posted March 22, 2014 ბევრი გიშრომია გამოჩნდება კლიენტიც ალბათ ) მშვენიერი კომპიუტერია 1500-1600 ლარში ფორუმზეც კი უნდა გაიყიდოს უპრობლემოდ, თუ არადა გაიარონ აგერ ადგილობრივ მაღაზიებში ან ჩვენს ძვირფას მაიმარკეტზე და ნახონ რა ფასები ადევს ბანძი ვიდეოკარტებით და კვების ბლოკებით კომპიუტერებს იმედი მაქვს გამოჩნდება ვინმე. Mymarket-ზე დადება ღირს თქვენი აზრით? დიდად უსიამოვნო გამოცდილება მაქვს მაგ ვებ-საიტთან...
ShaCo Posted March 22, 2014 Posted March 22, 2014 Mymarket-ზე დადება ღირს თქვენი აზრით? ნერვებს თუ არ უფრთხილდები და მზად ხარ იმდენად ჩაინიკური კითხვები აიტანო რო რავიცი... მაშინ ღირს იმიტომ რომ მანდ +100-200 ლარში მეტად გაყიდო შანსია
CrystalLizard Posted March 22, 2014 Author Posted March 22, 2014 ნერვებს თუ არ უფრთხილდები და მზად ხარ იმდენად ჩაინიკური კითხვები აიტანო რო რავიცი... მაშინ ღირს იმიტომ რომ მანდ +100-200 ლარში მეტად გაყიდო შანსია არ ვიცი რატომ მაგრამ MyMarket-დან ტვინი მეჭმებოდა თავის დროზე ძალიან. ტიპმა ღამის 3 საათზე დამირეკა (მაზერს და core 2 duo-ს ვყიდდი) მაზერს რამდენად მომყიდიო...მეკაიფებოდა თუ რა უნდოდა მე არ ვიცი მაგრამ მაგის მერე მანდ მე არაფერი არ გამომიქვეყნებია...
Recommended Posts