spax Posted March 15, 2014 Posted March 15, 2014 გამრჯობა 2 კვირის წინ დაახლოებით დავაყენე ვინდოუს 8.1. ახლა მინდა პარარელურად დავაყენო უბუნტუც. ყველაფერი მზად მაქვს, ფლეშკაზე ჩაწერილი bootable იმიჯი და 15GB ზომის პართიშენი. პრობლემა იმაშია რო ვეღარ ვბუთავ. ლენოვო მაქვს, აქამდე F2 ით შედიოდა ხოლმე ბიოსში და F12 ით იბუთებოდა მარა ახლა აღარ შვება, როგორც არ უნდა ვაჭირო ჩართვისას პირდაპირ ირთვება კომპიუტერი. ხო არ იცით რა მოვუხერხო?
mentori Posted March 15, 2014 Posted March 15, 2014 გამორთე ნოუთბუკი და ჩასართავი ღილაკის გვერდით თუ არის პატარა ღილაკი იმით ჩართე და მენიუს შემოგთავაზებს სადაც არის ბუთიც და ბიოსში შესასვლელი
zaqrinio Posted March 15, 2014 Posted March 15, 2014 spax, ასეთი რამე სცადე/ სანამ ჩართვის კნოპკას დააწვები F2 ს გეჭიროს უკვე და მერე დააწექი ჩართვის კნოპკას ისე რომ F2 ს ხელი არ აუშვა. თუ ასე არ ქნა არაფერი იგივენაირად სცადე ოღონდ F2 ის მაგივრად Esc ით
Gogla1990 Posted March 15, 2014 Posted March 15, 2014 zaqrinio, Esc რომ გიჭირავს მაინც არ შედის ბიოსში?
zaqrinio Posted March 15, 2014 Posted March 15, 2014 ჩართვის გვერდზე მარჯვნივ რო პატარა კნოპკა აქვს მაგით სცადე ? ვაფშე რა კნოპკაა ეგ. F12 და თუ სცადე F2 ის გარდა სხვები არ გიცდია ?
daviti-q Posted March 15, 2014 Posted March 15, 2014 Esc ღილაკით სცადე? რამე fast boot-ის სიტუაცია ხომ არაა ჩართული?!
spax Posted March 15, 2014 Author Posted March 15, 2014 მოკლედ ჩართვისას კლავიშით მაინც ვერ დავბუთე, მაგრამ change PC setting -დან recovery mode -დან გადავარესტარდე და ისე მივუთითე USB, მოკლედ დავაყენე უბუნტუ. რადგანაც ეს ჩემი პირველი შეხებაა ამ სისტემასთან რამდენიმე კითხვა მაქვს, უფრო სწორად პრობლემა. გამოყენებული მაქვს 13.10 ვერსია 1. ინსტალაციის დასრუების შემდეგ დამიწერა რო გრაფიკული დრაივერი არ არის დაინსტალირებული და შენთვითონ უნდა დააინსტალიროო. (შეიძლება ცოტა სხვანაირად ეწერა, ზუსტად არ მახსოვს) 2. მაუსის კურსორი ციმციმებს მოძაობისას, ან როცა ტექსტს ვწერ მაშინ. 3. რაღაც ცოტა ხურდება ზომაზე მეტად ლეპტოპი, ცხელ ჰაერს უბერავს და ვენტილატორიც უფრო მაგრად ბრუნავს, ვიდრე სხვა დროს. 4. task manager -ის შესატყვისი რამე აქ სად ვნახო, ანუ მინდა გავიგო რა რესურსებს მოიხმარს ლეპტოპი. CPU, RAM და ასე შემდეგ 5. დაინსტალირებული პროგრამები სად ვნახო? გუგლი ქრომი დავაინსტალირე, არც დესკტოპზე გამოუტანია და არც გვერდით პანელზე. 6. დავაინსტალირე http://askubuntu.com/questions/119786/how-do-i-install-ubuntu-on-a-new-partition ამის მიხედვით, swap -ის ზომად ავირჩიე 3GB,. (სულ 4GB იანი Ram მაქვს). სწორად მაქვს გაკეთებული? თუ რამე სხვანაირად უნდა მექნა? 7. რაღაც ცოტათი ჭედავს თითქოს, რამე პროგრამის გაშვებას დიდი ხანი უნდება (5-10 წამი). ფანჯრის ჩაკეცვა-გახსნის ანიმაციაც გლუვი არაა.
spax Posted March 16, 2014 Author Posted March 16, 2014 .... კურსორის ციმციმის პრობლემა მოვაგვარე unknown display გავთიშე system setting -დან. დანარჩენი კიდევ მაინტერესებს. P.S. როგორც აქ პოსტებში ვნახე ყველა აქებს უბუნტუს იმ მხრივ რო სწრაფია, მაგრამ ჩემთან არაა ეგრე. როგორც ზემოთ დავწერე არ ხსნის მალე პროგრამას ან სხვა ნებისმიერ რამეს. თითქოს რაღაც აკლია რა ისე არ მუშაობს როგორც უნდა მუშაობდეს.
gio_kiborg Posted March 16, 2014 Posted March 16, 2014 თუკი Linux დააყენე უკვე და მასზე გაქვს პრობლემები, შესაბამის განყოფილებაში გახსენი თემა, აქ Windows-ის განყოფილებაა ვხურავ
Recommended Posts