Jump to content

Recommended Posts

Posted

გაგრილების სისტემების და პროდუქტების ცნობილმა მწარმოებელმა Scythe Corporation-მა, რამოდენიმე დღის წინ, დააანონსა თავისი Universal Retention Kit-ის მესამე, განახლებული ვერსია, რომელიც რამდენადმე გაუმჯობესებულია და თავსებადია AMD 754, 939, AM2, AM2+, AM3, 940-თან და Intel Socket T / LGA775, LGA1156 LGA1366 და უახლეს LGA1155 სოკეტებთან. Universal Retention Kit 3 ამჯერადაც დაფუძნებულია ბექპლეიტის სამაგრ სისტემაზე და უზრუნველყოფს საიმედო კონტაქტს, დიდ და მძიმე ქულერებთანაც კი.

Universal Retention Kit 3 დამზადებულია მტკიცე ფოლადისაგან და აქედან გამომდინარე, აქვს საკმარისი სიმძლავრე High-End CPU-Cooler-ებისათვის. Intel-ის არქიტექტურისათვის შესაძლებელია, რომ ეს კიტი გადაკეთდეს ე.წ. 'pushpin' სამაგრად, რომელიც კვლავაც გვაძლევს საჭირო სტაბილურობას. ხოლო იმისათვის, რომ გაგვიადვილდეს მათი მონტაჟის პროცესი, კომპლექტში ასევე მოთავსებულია მოსახერხებელი Push-Pin-ების საძრობი ინსტრუმენტი.

აღნიშნული პროდუქტის (მოდელის ნომერი SCURK-3000) ღირებულებაა 9.95 ევრო (დღგ-ს გარეშე), ხოლო მისი მახასიათებლები კი შემდეგნაირია:



  • Model Name and Model No.: Universal Retention Kit 3 (SCURK-3000)
  • Compatible Sockets:Intel: Socket T / LGA775, LGA1155, LGA1156, LGA1366
  • AMD: Socket 754, 939, AM2, AM2+, AM3, 940
  • Accessory: Universal Backplate (Metal), Retention Bracket (Metal), Wrench, Mounting Screws, Manual (multilingual), Push-Pin Removal Tool
  • Dimensions: 3.62 x 5.71 x 1.42 inch / 92 x 145x 36 mm

f397887a3e2a.jpg

aec8b217e3d3.jpg

b23b46cef579.jpg

  • Upvote 3
Posted

მშვენიერია

მონტაჟის სისტემა ბევრს ნიშნავს ძალიან

აგერ IFX-14 დან სილვერ ეროუმდე თერმალრაითმა რეალურად მხოლოდ მონტაჟის კიტის ხარჯზე მოახერხა თითქმის 10 გრადუსიანი გაუმჯობესება

ისე საშინლად პრესავს ქულერს ეს მაუნტინგ კიტი რომ ამხელა სხვაობას იძლევა

ძველ თერმალრაითებს საზიზღარი სამაგრი ქონდა

ქულერი დაჟე ტრიალებდა როცა ეყენა

ახლა ქვასავითაა

და სკაიტეს ეს კიტიც სავარაუდოდ გააუმჯობესებს წარმადობას

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.