Boss Posted January 29, 2014 Posted January 29, 2014 აკაკი სიხარულიძე 29 იანვარი 2014 19:38:56 ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ქვეყანა პირველია, განცხადებაში ნათქვამია, რომ ასტრონავტი ჰუნგ ილ გონგმა 21 იანვრის ღამის 3 საათზე დატოვა დედამიწა და 4-საათიანი დამღლელი ფრენის შემდეგ დაეშვა მზეზე. "ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, გაცნობოთ იმის შესახებ, რომ ადამიანის მზეზე დაშვების მისია წარმატებით დასრულდა," _ განაცხადა ჩრდილოეთ კორეის მთავარი არხის ტელეწამყვანმა. "ჩრდილოეთ კორეამ დაამარცხა ყველა ქვეყანა და დაასწრო მათ მზეზე დაშვება. ჰუნგ ილ გონგი გმირია და იმსახურებს გმირულ დახვედრას. ეს სპეციალურად გაწვრთნილი ასტრონავტი დაბრუნდა დედამიწაზე დღეს, დილის 9 საათზე, სადაც ის შეხვდა მის ბიძას და ქვეყნის ლიდერს კიმ ჯონგ-უნს". კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა 17 წლის "კოსმოსურმა მკვლევარმა" მზეზე გაფრენა, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ "ის მზეს მიუახლოვდა ღამით, რითაც თავი აარიდა მის სხივებს". "ასეთმა გენიოსურმა მიდგომამ ეს სახალხო ქვეყანა დააწინაურა მსოფლიოში კოსმოსური გამოკვლევების ასპარეზზე. მზეზე ყოფნის დროს ჰუნგმა მოაგროვა ვარსკვლავის ზედაპირის ნიმუშები და მის ლიდერს საჩუქრად ჩამოუტანა". ჩრდილოეთ კორეის მთავარი ახალი ამბების სააგენტოს მიერ ეს 18-საათიანი "მისია" უკვე ჩაითვალა "თანამედროვეობის უდიდეს მიღწევად". ინფორმაციები "მსგავსი წარმატებების" შესახებ ჩრდილოკორეული მედიისთვის უცხო ხილი არაა _ 2010 წელს, ესპანეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფურ ტურნირში ჩრდილოეთ კორეის ნაკრები 2:1 დაამარცხა. მიუხედავად ამისა, კომუნისტური კორეის საინფორმაციო სააგენტოებმა მოსახლეობას დიდი სიამაყით ამცნეს, რომ ქვეყნის ნაკრებმა სახელგანთქმული ბრაზილიელები 3:0 დაამარცხა! Webpage უძალიან მაგრესი ქვეყანაა ღამით მზეზე დაჯდომა არის ყველაზე ზე ისტორია მსოფლიოში
Beka_Tchighladze Posted January 29, 2014 Posted January 29, 2014 ძალიან დამაჯერებელი არგუმენტებია მე რატო ვერ მივხვდი რო რომ არ დაგწვას მზემ მიახლოებისას ღამით უნდა მიუახლოვდე
kloud Posted January 29, 2014 Posted January 29, 2014 ხო მაგრები არიან ისე ცოტას კი აგვიანებს გურიანიუსი, ეს თითქმის ერთი კვირის წინანდელი ამბავია
GIBSON Posted January 29, 2014 Posted January 29, 2014 სიმართლეა ეგ ყველაფერი. ჩვენ ვართ ილუზიაში :mad:
Beka_Tchighladze Posted January 29, 2014 Posted January 29, 2014 სიმართლეა ეგ ყველაფერი. ჩვენ ვართ ილუზიაში
urekeli_l Posted January 29, 2014 Posted January 29, 2014 მაგაზე კაიფი მაინც ის იყო მთელი ქვეყანა რო დააგოიმეს ბრაზილიას მოვუგეთო :D თუ ფრე ეთამაშეს აღარ მახსოვს ზუსტად
giorgi wiklauri Posted January 29, 2014 Posted January 29, 2014 აქედან მზეზე 4 საათში რომ ჩახვიდე 15x10^7/4 , 375 000 00 km/h სიჩქარით უნდა იმოძრაო მინ, წამში 60 000-ზე მეტი კილომეტრი გამოდის, სგ ძმაო ჩრდილო კორეას. რეფერენსისთვის მთვარემდე 6 წამში მივიდოდა მაგ სიჩქარით ))
eXtreme-Hunter Posted January 30, 2014 Posted January 30, 2014 ამათზე სირი ნაროდი არ არსებობს. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე (ფეხბურთში) არ იყო, ბრაზილიას 1-0 რომ მოუგეს
G1ORG1 Posted January 30, 2014 Posted January 30, 2014 ესეთ სისულელს ვინ დაიჯერებს, ტელევიზორშ კი არა სადაც უნდა იქ გამოუცხადონ, დავიჯერო არც ინტერნეტი აქვთ და სრულიათ მოწყვეტილები არიან გარე სამყაროსს? რას უშვება ეს რუსეთი ამ უბედურებს :დდდ
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.