giogenius Posted January 21, 2014 Posted January 21, 2014 რითი განსხვავდება სატა და აიდი ვინჩესტერი ან dvd rom და ა.შ.?
19gio71 Posted January 21, 2014 Posted January 21, 2014 რითი განსხვავდება სატა და აიდი ვინჩესტერი ან dvd rom და ა.შ.? აიდი შეერთება შეერთების ძველი ტიპია, სატა კი ახალი. ახალ მაზერებს აიდი ინტერფეისი არცა აქვს ,სატა ინტერფეისი ბევრად უფრო სწრაფია და მეტი ინფორმაციის გატარება შეუძლია
TARAS Posted January 21, 2014 Posted January 21, 2014 რითი განსხვავდება სატა და აიდი ვინჩესტერი ან dvd rom და ა.შ.? http://attach.forum.ge/post-23-1368118328.jpg ძირითდი განმასხვავებელი ეგაა.
giogenius Posted January 21, 2014 Author Posted January 21, 2014 და ბარემ აქვე: რა პონტია და რისთვისაა ping?
19gio71 Posted January 21, 2014 Posted January 21, 2014 რისთვისაა ping? თუ ინტერნეტის პინგს კითხულობ ეგაა "უხეშად რომ ვთქვათ, ინფორმაციული სიგნალი, რომელსაც ინტერნეტის რომელიმე სერვერზე აგზავნი და ზომავ, რამდენ ხანში მიაღწევს. რაც უფრო დაბალია პინგი (ანუ რაც უფრო მალე მიაღწია სიგნალმა), მით უფრო სწრაფია კავშირი."
სოსო Posted January 22, 2014 Posted January 22, 2014 IDE ძველი და უფრო ნელი ინტერფეისიაsata უფრო ახალი და სწრაფისატა ჯობია ყველა ვარიანტში და სატაც არის სხვაობა sata I, sata II, sata III ანუ რაც უფრო ახალია მით უფრო სწრაფია ავტომატურადIDE 133mb/s აქვს სიჩქარეsata I 150mb/ssata II 300mb/ssata III 600mb/sსატა ინტერფეისები ერთმანეთთან თავსებადია ანუ წინა თობაზე ახალი მიდისIDE-სთან არც ერთი სატა არ არის თავსებადი
Gogla1990 Posted January 22, 2014 Posted January 22, 2014 IDE ძველი და უფრო ნელი ინტერფეისია + განიერი ფართხუნა და მოუხერხებელი
system 32 Posted January 27, 2014 Posted January 27, 2014 IDE-ს რასაც ჩვენ ვეძახით იმას რეალურად PATA/EIDE ჰქვია, IDE-ს გაუმჯობესებული ვარიანტია, სუფთა სისხლის IDE(ATA1) კაი ხნის წინ ჩაბარდა წარსულს, 500მბ-იანი ლიმიტი ჰქონდა Storage დივაისებზე, 16 ბიტიან ISA სალტეზე მუშაობდა და ძალიან დაბალი სიჩქარე ჰქონდა UltraDMA-ზე ლაპარაკი ზედმეტი იყო შესაბამისად, ჰქონდა მხოლოდ PIO რეჟიმები, თუ არ ვცდები 16მბ/წმ. ATA 2-დან უკვე მოდის EIDE, ATA/ATAPI4-დან კი უკვე შემოდის UltraDMA რეჟიმები(33/66/100/133), რასაც დღეს ვხვდებით, ასევე შეიცვალა ნელნელა PATA კაბელებიც, 40 პინიანი კაბელი(რომელსაც შეეძლო მაქსიმუმ 33მბ/წმ-ის გატარება ანუ uLTRADMA2) იცვლება 80 პინიანით, რომელსაც შეეძლო მაქსიმუმ 133მბ/წმ ინფოს გატარება, მაგრამ ყველა 80 პინიანი კაბელი ვერ ატარებს 133-ს მხოლოდ ეკრანირებული კაბელი ატარებს 133-ს, უბრალო 80 პინიანი კაბელი მხოლოდ 100მბ/წმ-ზე მუშაობს მაქსიმუმ. + განიერი ფართხუნა და მოუხერხებელი რა ზუსტად დაახასიათე
Recommended Posts