Popular Post Delfistyaosani Posted January 13, 2014 Popular Post Posted January 13, 2014 სალამი ყველას, ძალიან დიდი ხანია მცდელობაც არ მქონია რაიმე შემეცნებითი დამეწერა, მაგრამ დღეს პრაქტიკამ მოიტანა და გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა მემგონი ბევრს ქონია ეს პრობლემა - სოკეტზე პინი მოიღუნა, ვცდილობთ გასწორებას და BOOOM გატყდა, რასაც ხშირად და ჩვენი ლექსიკონის დიდი გამოყენება მოვყვება. ვისაც ასეთი რამე შემთხვევია და შეემთხვევა მინდა გითხრათ რომ ეს აუცილებლად დასასრული არ არის, ამის შემოწმება კი არაა აუცილებელი "აბა CPU ჩავარჭოთ და რა მოხდება"-თი რაც თავისთავად რისკს მოიცავს. ქვემოთ მოყვანილია 775, 1156 და 1155 pinout დიაგრამები (მე თვითონ 775-ზე შემოვრჩი და შეამოწმეთ თვითონ რამდენად ემთხვევა სურათები სოკეტს), რომლებზეც ხედავთ თითოეული კონტაქტის აღწერას. მოკლედ, როცა ვხედავთ სოკეტს მოტეხილი ფეხ(ებ)ით უბრალოდ ვნახულობთ რომელი პინებია კონკრეტულად მოტეხილი. თუ არი VCC, VSS, RSVD ან ცარიელი სივრცე ესეიგი შეგვიძლია დავიკიდოთ (იმის დაშვებით რო 2-3 პინზეა ლაპარაკი და არა ნახევარ VCC/VSS-ებზე), ერთ-ორ VCCAXG, VTT, VAXG, VCCIO და VDDQ-საც არაუშავს მომენტში (ნუ ექსტრემალურ ოვერქლოქს ჯობია შევეშვათ მასეთ მაზერზე), ნებისმიერი პინი რომელიც შეიცავს აბრევიატურას RSVD სუ რო ამოწყდნენ არაფერი შავდება, ასევე ცარიელი ადგილი თუ არი ნახატზე. რაც შეეხება ცუდ შემთხვევას, თუ ამომტვრეული პინი CLK-ს (clock) ან INT (interrupt) შეიცავს ესეიგი 3.14ზდეც, არ ღირს გარისკვა დაჟე ჩართვაზე. PEG-ებზე ესეიგი რომელიღაც PCIE Lane-ს გაუთენდა შავი დღე და ზოგ შემთხვევაში memory slot-ს. სამწუხაროდ ყველა პინი არ ვიცი ზეპირად ინტელის, რაცაა ესაა იმედია ვინმეს მაინც გამოადგება ეს ინფო. აი ესეც სურათები: 775 1156 1155 იმედია ლინკები არ ამერია ერთმანეთში 15
სოსო Posted January 14, 2014 Posted January 14, 2014 გაიხარე კარგი თემაა ძალიან ცუდია რომ ინტელის მხოლოდ სამი სოკეტი გვანახე საინტერესოა თუნცად 1366 ან 2011 სოკეტებიც მესიჯი ცნობილია რომ გააჩნია რომელი პინი მოტყდება, ზოგჯერ შეიძლება უმტკივნეულოდ ჩაიაროს ამ ამბავმა
Delfistyaosani Posted January 14, 2014 Author Posted January 14, 2014 1366http://www.intel.com/content/www/us/en/processors/core/core-i7-900-ee-and-desktop-processor-series-datasheet-vol-1.htmlგვერდი 36, ლამაზი სურათი არ არის გადათვლა ჭირდება.2011http://www.intel.com/content/www/us/en/processors/core/core-i7-lga-2011-datasheet-vol-1.htmlგვერდი 71, ასევე გადათვლა უნდა.მაგის გამ-PNG-ბელი არ ვარ მე :D
Recommended Posts