Popular Post მათე Posted December 3, 2013 Popular Post Posted December 3, 2013 კომპიუტერული მეცნიერებების შემსწავლელმა ჯგუფმა გამოიგონა ახალი თაობის ვირუსი, რომელსაც შეუძლია მოწყობილობებს შორის გადასვლა ხმის ტალღებით რომლებიც ადამიანის მოუსმენელია და ამ მსხვერპლი მოწყობილობიდან იმავე გზით პაროლებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპარვა ინტერნეტ ან სხვა მსგავსი კავშირის გარეშე. ის იყენებს მხოლოდ მოწყობილობაში ჩაშენებულ მიკროფონსა და დინამიკს. მონაცემების გადაცემა შეუძლია 65 ფუტამდე ანუ 19.8 მეტრამდე. ეს მეთოდი აქამდე გამოიყენებოდა წყალქვეშ აკუსტიკურად ინფორმაციის გადაცემისთვის, მათ კი შეძლეს და ორ Lenovo T400 ლეპტოპებს შორის გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ მათი მიკროფონისა და დინამიკის საშუალებით. გადაცემის სიჩქარეა მხოლოდ 20 bit/s რომელიც საკმარისია პაროლებისა და მსგავსი მცირე მოცულობიანი ფაილების გადასაცემად. რათქმაუნდა ეს მხოლოდ დასაწყისია. ამისგან თავდასაცავად თქვენ მხოლოდ უნდა გათიშოთ მოწყობილობის მიკროფონი და დინამიკი 16 Quote
მათე Posted December 3, 2013 Author Posted December 3, 2013 არ მჯერა არც მე http://gizmodo.com/new-malware-can-jump-air-gaps-using-inaudible-sound-1475444169 2 Quote
kashmir Posted December 3, 2013 Posted December 3, 2013 არაფერი არარეალური ამაში არ არის, ინფორმაცია ერთი დავირუსებული კომპიდან გადაეცემა მეორეს ხმოვანი სიგნალების სახით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ხმით" დავირუსდება კომპი - კომპი უკვე დავირუსებული უნდა იყოს რომ ამან იმუშაოს, როგორ მოხვდება ეგ ცალკე საკითხია და რა უპირატესობა აქვს? ალბათ ის, რომ ნაკლებად შესამჩნევი იქნება მუშაობის პროცესში...Sent from my Nexus 4 using Tapatalk 3 Quote
ივა Posted December 3, 2013 Posted December 3, 2013 ეს ღა გვაკლდა რა ოჰ თორე ახლა ჩვენს კომპებში ისეთი Top Secret ინფორმაცია ინახება რომ რავიცი :დ თამაშის ფოლდერები წაიღონ თუ უნდაც :დ 1 Quote
Albert Einstein Posted December 4, 2013 Posted December 4, 2013 ე.ი. ახალი თაობის ანტივირუსიც შექმნეს ამ მეცნიერებმა არამგონია ისე შეექმნათ ეს ვირუსი, რომ მისი ვაქცინა არ იყოს არარეალური არაფერია ამ სიახლეში, ძალიან საინტერესოა და ბევრისთვის ალბათ არც თუ ისე სასიამოვნო და შიშის მომგვრელიც ჩვეულებრივ და უბრალო ადამიანებზე არამგონია რომ ეს გამოცადონ და გამოიყენონ, ალბათ უფრო სამხედრო და სადაზვერვო დანიშნულებისათვის. ავტორს მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის Quote
მიშო Posted December 4, 2013 Posted December 4, 2013 ეხლა ანტივირუსს გამოიგონებენ და ფულს გააკეთებენ რა. მაფიაა კაროჩე 1 Quote
bubagasha Posted December 4, 2013 Posted December 4, 2013 დაუჯერებელი მართლა არაფერია არაა აქ, ვფიქრობ მანამდეც იქნებოდა მსგავსი ვირუსი Quote
NEIRON Posted December 4, 2013 Posted December 4, 2013 ძალიან კარგ ნიუსებს დებ , საინტერესოს. ტექნოს რაც შეეხება, ცალკეც კი დაწერდა კაცი ამაზე ზუსტად ექოლოკაციის პრინციპის განშლით . Quote
T a S o T T i Posted December 5, 2013 Posted December 5, 2013 ეხლა ანტივირუსს გამოიგონებენ და ფულს გააკეთებენ რა. მაფიაა კაროჩე ვირუსს არავინ იგონებს იქამდე სანამ ანტივირუსი არ აქვთ ხელთ Quote
მიშო Posted December 5, 2013 Posted December 5, 2013 ვირუსს არავინ იგონებს იქამდე სანამ ანტივირუსი არ აქვთ ხელთ ბეჯო, გაიგე რა დავწერე? თუ ვირუსები არ არსებობს ანტივირუსების არსებობასაც ეკარგება აზრი. ჰოდა ანტივირუსების მწარმოებელი კომპანიები თვითონ იგონებენ ვირუსებს რომ მერე თავიანთი პროდუქცია გაყიდონ Quote
T a S o T T i Posted December 5, 2013 Posted December 5, 2013 ბეჯო, გაიგე რა დავწერე? თუ ვირუსები არ არსებობს ანტივირუსების არსებობასაც ეკარგება აზრი. ჰოდა ანტივირუსების მწარმოებელი კომპანიები თვითონ იგონებენ ვირუსებს რომ მერე თავიანთი პროდუქცია გაყიდონ ეგ ოდითგანვე მასე იყო Quote
the_chriko Posted December 6, 2013 Posted December 6, 2013 ჩემი აზრით სრულიად რეალურია მაგრამ ჩვენთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ასე რომ ჯერ ადრეა ამაზე წუწუნი Quote
PAZA Posted December 9, 2013 Posted December 9, 2013 ესღა გვაკლდა აბაა საინტერესო რაღაც ჩანს))) Quote
kapan_gio Posted December 10, 2013 Posted December 10, 2013 აბაა არადა კაი ვეშია ვინმეს რამეს გაუჩალიჩებ ისე რო აზრზე ვერ მოვა Quote
ironman Posted April 10, 2014 Posted April 10, 2014 ნამდვილად სიმართლეა რადგან რომელიღაც ქართულ არხზე მეც ვუყურე მაგას Quote
eXtreme-Hunter Posted April 11, 2014 Posted April 11, 2014 ტექნოლოგიური განვითარების ესეთ ეტაპზე, არაფერი გამიკვირდება. ეს თუ მართალია, 2გბ-იანი სელპაკი და 64 ბიტიანი ნაფტიზინი უნდა მოვიმარაგოთ. Quote
abdula Posted November 18, 2014 Posted November 18, 2014 შარშან წავიკითხე ამი შესახებ რომელიღაც რუსულ პორტალზე.. მჯერა კი Quote
agapo Posted November 19, 2014 Posted November 19, 2014 ქართული ანტივირუსი უშველის მაგას სართულებიანი გინება ვირუსის მომგონის და ვირუსის მიმართ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.