Jump to content

Recommended Posts

Posted

წინადმებარე სტატია ეძღვნება AMD-ATI Radeon-ის BIOS-ის რედაქტირება-დაფლეშვას.

სარჩევი

1 - რა არის RBE?

2 - BIOS-ის გადმოწერა

2.1 - ATIFlash-ის გამოყენება

2.2 - WinFlash-ის გამოყენება

2.3 - GPU-Z-ის გამოყენება

2.4 - RBE/WinFlash-ის გამოყენება

2.5 - სხვა პროგრამების გამოყენება

3 - RBE-ს გამოყენება

3.1 - BIOS ფაილის გახსნა

3.2 - ინფორმაციის გრაფა

3.3 - სიხშირეების გრაფა

3.4 - ფენის გრაფა

3.5 - დამატებითი ფუნქციები

3.6 - CCC პროფილის რედაქტორი

3.7 - მოდიფიცირებული BIOS ფაილის შენახვა

4 - BIOS-ის დაფლეშვა

4.1 - WinFlash-ის გამოყენებით

4.2 - ATIFlash-ის გამოყენებით

4.3 - RBE/WinFlash-ის გამოყენებით

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. რა არის RBE?

RBE, ანუ Radeon BIOS Editor, როგორც სახელიდან ჩანს, არის AMD-ATI Radeon ვიდეოდაფების BIOS-ის რედაქტორი. იგი ფოკუსირებულია GPU-ს სიხშირეებსა და ფენის ბრუნებზე. იგი ATI Tray Tools-ისა და ATI Tools-ის ექვივალენტია და ამასთან ერთად გარკვეული უპირატესობები გააჩნია. მაგალითად:

პროგრამა მუშაობს როგორც Windows-ზე, ასევე Linux-ზე და ნებისმიერ სხვა ოპ. სისტემაზე;

ვოლტაჟის შეცვლის საშუალება;

PowerPlay ფუნქციის ოვერქლოქინგის შემდეგ უცვლელად დატოვების საშუალება.

სამწუხაროდ მედალს მეორე მხარც აქვს. აი პროგრამის ნაკლები:

თქვენი გარანტია მოქმედებას შეწყვეტს BIOS-ის დაფლეშვით;

BIOS-ის დაფლეშვამ შეიძლება გამოიწვიოს ვიდეოდაფის დაზიანება. დარწმუნებული ვარ ეს ინფორმაცია აქამდეც ცნობილი იყო თქვენთვის.

2. BIOS-ის გადმოწერა

იმისთვის, რომ RBE-თი ბიოსი დაარედაქტიროთ, პირველ რიგში მოგიწევთ ბიოსის ფაილის გადმოწერა. ეს ფაილი "bin" ან "rom" გაფართოებისაა ხოლმე.

2.1 - ATIFlash-ის გამოყენება. ამ პროგრამის გამოყენებისთვის ჯერ დაგჭირდებათ ბუთ (boot) ფუნქციის მქონე ინფორმაციის მატარებელი, თუნდაც USB-დრაივი. პროგრამა სწორედ ამ დრაივზე უნდა ჩაიწეროს, შემდეგ კი დავარესტარტოთ კომპიუტერი და შევიდეთ DOS-ში (ეს უკვე ავტომატურად მოხდება). დოსში უნდა აკრიფოთ ბრძანება "ATIFlash -i". ამის შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას კომპიუტერში არსებული ATI-ს მოწყობილობების (ანუ ვიდეოდაფების) შესახებ. მიაქციეთ ყურადღება ASIC კოლონას. აქ თქვენ უნდა იპოვოთ ვიდეოდაფის ჩიპი, მაგალითად "RV770". პირველ კოლონაში დაინახავთ ATI-ს ადაპტერის ნომერს. თუკი მხოლოდ ერთი ვიდეოდაფა გაქვთ, მაშინ რიცხვი 0 იქნება, თუკი 2 დაფა გაქვთ, რიცხვი იქნება 1 და ა.შ. ბრძანების ხაზში აკრეფთ "ATIFlash -s 0 BIOS0.ROM", შემდეგ შეინახეთ BIOS ფაილი "0" ნომრიანი ადაპტერიდან ფაილში, რომელსაც BIOS0.ROM ჰქვია. თუკი ერთზე მეტი ადაპტერი აღმოგაჩნდათ, მაში ყველა ადაპტერის ბიოსის ფაილის შენახვა მოგიწევთ. ცალ-ცალკე. BIOS-ის ფაილი მიღებული და შენახულია :rolleyes:

2.2 - WinFlash-ის გამოყენება. ეს მეთოდი წინაზე მეტად კომფორტულია. უბრალოდ გადმოწერთ WinFlash-ს და გაუშვებთ. ამოირჩევთ სასურველ ვიდეოდაფას (ან არაფერს იზამთ, თუკი მხოლოდ ერთი ვიდეოდაფა გაქვთ), მისცემთ "Save"-ს და ფაილი შეინახება. შენიშვნა: თუკი GDDR5 მეხსიერების მქონე დაფა გაქვთ, BIOS ფაილი არ შეინახება. ასე რომ ამ შემთხვევაში სხვა მეთოდი გამოიყენეთ.

WinFlash.png

2.3 - GPU-Z-ის გამოყენება. ეს ყველაზე კომფორტული მეთოდია. უბრალოდ გახსნით პროგრამას, ამოირჩევთ სასურველ ვიდეოდაფას და დააჭერთ პატარა ღილაკს "BIOS Version"-ის გვერდით. მისცემთ "Save to file..." და შეინახავთ ბიოსის ფაილს.

GPU-Z.png

2.4 - RBE/WinFlash-ის გამოყენება. RBE-ს აქვს "გასასვლელი" WinFlash-ზე. უბრალოდ დააჭერთ "Acquire/flash BIOS..."-ს, გამოგივათ ფანჯარა:

RBE_Acquire-flash%20_raw.png

დააჭერთ "Search"-ს, რომ იპოვოთ WinFlash, რის შემდეგაც სურათი შეიცვლება:

RBE_Acquire-flash_analyzed.png

აირჩევთ სასურველ დაფას და დააჭერთ "Acquire this BIOS". შენიშვნა: ვისტას მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ WinFlash-ზე წვდომისთვის ადმინისტრატორის უფლებები უნდა გქონდეთ.

2.5 - სხვა პროგრამების გამოყენება. სხვა პროგრამებს, მაგალითად ATITool-სა და RivaTuner-საც შეუძლიათ ვიდეოდაფის BIOS-ფაილის შენახვა, მაგრამ მათი თავსებადობა ჯერ-ჯერობით 100%-იანი არ გახლავთ.

3 - RBE-ს გამოყენება

პროგრამას საკმაოდ მარტივი და ინტუიტიური ინტერფეისი აქვს:

RBE_plain.png

მასში შეცვლილი პარამეტრები შეიცვლება BIOS-შიც, ანუ თუკი მაგალითად მე მაქვს დაფის სიხშირეები 650/1200, BIOS-ში შევიყვან 700/1300-ს და შემდეგ ამ ბიოსით დავფლეშავ დაფას, მისთვის "სტოკ" სიხშირეები უკვე 700/1300 იქნება და არა 650/1200.

3.1 - BIOS ფაილის გახსნა. არის რამდენიმე მეთოდი:

გავაკეთოთ BIOS ფაილის Drag & Drop RBE-ს ხატულაზე (იკონზე);

გავაკეთოთ BIOS ფაილის Drag & Drop გახსნილ RBE-ზე;

RBE-ში დავაჭიროთ "Load BIOS..."-ს.

3.2 - ინფორმაციის გრაფა. ის ასე გამოიყურება:

RBE_Info.png

აქ შეგიძლიათ ამოიკითხოთ ინფორმაცია დაფისა და მისი ბიოსის შესახებ.

3.3 - სიხშირეების გრაფა. აქ მოცემულია სიხშირეები, ვოლტაჟები და PowerPlay-ს ფუნქციის სტატუსი:

http://www.techpowerup.com/articles/154/im.../RBE_Clocks.png

3.4 - ფენის გრაფა. როგორც უკვე ხვდებით, აქ ფენის პარამეტრებია მოცემული:

RBE_Fan_2900.png

სხვადასხვა ვიდეოდაფისთვის ეს გრაფა სხვადასხვაგვარია. მაგალითად ქვემოთ მოყვანილია HD 4870x2-ის ფენის გრაფა:

RBE_Fan_4870X2.png

3.5 - დამატებითი ფუნქციები.

RBE_Add.png

მთავარი დამატებითი ფუნქციაა ოვერდრაივის რეჟიმის ლიმიტის გაზრდა ორი სხვადასხვაგვარი გზით. აქვეა spin-up ბაგის გასწორება (არ მკითხოთ რა არის) და Superior PowerPlay ფუნქციის ჩართვა-გამორთვა.

3.6 - CCC (Catalyst Control Center) პროფილის რედაქტორი. ამ ფუნქციას BIOS-ის რედაქტირებასთან კავშირი არ ქონდა, იგი სტატიის ავტორმა შექმნა და შემდგომში RBE-ში დამატებით ფუნქციად "ჩააკერა".

RBE_CCC.png

ეს რედაქტორი გამოიყენება CCC-ს რამდენიმე "დამალული" ფუნქციით სარგებლობისთვის. დააჭერთ "Load profile..."-ს, ჩატვირთავთ ATI CCC-ს თქვენთვის სასურველ პროფილს და დაარედაქტირებთ მას. აქ მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება "Fan speed (percent)"-ზე. თუკი აქ "Manual"-ს მიუთითებთ და გრაფაში თქვენთვის სასურველ მნიშვნელობას შეიყვანთ, ფენის ბრუნებს დააყენებთ მოცემულ სიდიდეზე. რედაქტორს შეუძლია სიხშირეების ცვლაც, მაგრამ აქ ერთეული არის 10 კილოჰერცი და არა ერთი მეგაჰერცი, ანუ 1MHz-ზე 100-ჯერ ნაკლები. სამწუხაროდ ამ მაჩვენებლებს არ შეუძლიათ ოვერდრაივის ლიმიტს გადააჭარბონ.

3.7 - მოდიფიცირებული BIOS ფაილის შენახვა. ეს უმარტივესია, უბრალოდ დააჭერთ "Save BIOS..."-ს და შეინახავთ.

4 - BIOS-ის დაფლეშვა.

ეს ყველაზე საპასუხისმგებლო და საშიში ოპერაციაა. მისი არასწორად ჩატარება ვიდეოდაფის "სიკვდილს" იწვევს. ასე რომ სანამ ბიოსის დაფლეშვას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, გიღირთ კი ამად თქვენი საყვარელი წითელი ვიდეოდაფა?

4.1 - WinFlash-ის გამოყენებით. საკმაოდ მარტივია. ჩართავთ პროგრამას, ჩატვირთავთ BIOS ფაილს "Load image"-დან და დაიწყებთ დაფლეშვას "Program"-ზე დაჭერით. 20-30 წამის შემდეგ პროგრამა შეგატყობინებთ, რომ დაფლეშვამ წარმატებით ჩაიარა და მოგთხოვთ კომპიუტერის რესტარტს. თუკი ერთზე მეტი დაფა გაქვთ, მაშინ ჯერ ყველა დაფლეშეთ და მხოლოდ შემდეგ დაარესტარტეთ. შენიშვნა: თუკი CrossFire-თი გაქვთ ჩართული ორი ერთნაირი ვიდეოდაფა, მაშინ სჯობს ერთ-ერთი ამოიღოთ და მეორე დაფლეშოთ, რათა ერთმანეთში არ აგერიოთ. მერე ამოიღეთ მეორე და დაფლეშეთ პირველი. თუკი WinFlash-ი ამოაგდებს შეცდომას და გეტყვით, რომ დაფლეშვა ვერ განხორციელდა, არამცდაარამც არ დაარესტარტოთ კომპიუტერი (წინააღმდეგ შემთხვევაში დაფა "მკვდარია") და შეეცადეთ ახლიდან ჩაატაროთ დაფლეშვის პროცედურა.

4.2 - ATIFlash-ის გამოყენებით. ზემოხსენებულ მეთოდს აქვს ერთი ნაკლი - თუკი Windows-ი რამე მიზეზის გამო გაითიშება, ვიდეოდაფა უვარგისი ხდება. ამიტომ საკმაოდ რეზონურია ATIFlash-ის გამოყენება DOS-იდან. "დაბუთეთ" თქვენი კომპიუტერი DOS-ში, აკრიფეთ ბრძანება "ATIFlash -i", რათა გამოიყვანოთ ყველა არსებული ვიდეოდაფის ჩამონათვალი, აირჩიეთ ადაპტერი, მაგალითად "ATIFlash -cb 0", შემგედ აკრიფეთ ბრძანება "ATIFlash -p 0 BIOS0.ROM". დაიწყება დაფლეშვა. როდესაც ყველა დაფის BIOS-ს დაფლეშავთ, დაარესტარტეთ კომპიუტერი. შენიშვნა: თუკი ერთზე მეტი ადაპტერი გაქვთ, ადვილია დაიბნეთ მათ გარჩევაში, ამიტომ აქაც ჯობია მხოლოდ ერთი ვიდეოდაფა დატოვოთ შეერთებული და ის დაფლეშოთ..

4.3 - RBE/WinFlash-ის გამოყენებით. RBE-ში დააჭერთ "Acquire/flash BIOS..."-ს. თუკი სისტემამ "ჯერ არ იცის", რა BIOS-ი გიდგათ, დააჭერთ "Analyze"-ს. შემდეგ კი მისცემთ ბიოსის დაფლეშვის ბრძანებას. შეგხვდებათ მოსანიშნი "force flash", რაც ნიშნავს, რომ დაფლეშვა მოხდეს ძალდატანებით. ანუ, მაგალითად, თუკი გაქვთ "1.0002" ვერსიის BIOS-ი და ისევ იმავე ვერსიის დაყენებას ცდილობთ, პროგრამა ძალით გადაფლეშავს "1.0002"-ს ისევ "1.0002"-ით.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

იმედია ყველამ ყველაფერი გაიგეთ და რეალურად აცნობიერებთ იმ საფრთხეს, რასაც ვიდეოდაფაზე BIOS-ის დაფლეშვა შეიცავს. იმის მიუხედავად, რომ ჩემგან ხუმრობა და ღლაბუცი სტატიებში ბევრჯერ გინახავთ, ეს არ არის ხუმრობა. ეს გაფრთხილებაა...

დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი მიხეილ რ. :rolleyes:

  • Upvote 2

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.