მიშა Posted November 2, 2010 Posted November 2, 2010 წინადმებარე სტატია ეძღვნება AMD-ATI Radeon-ის BIOS-ის რედაქტირება-დაფლეშვას. სარჩევი 1 - რა არის RBE? 2 - BIOS-ის გადმოწერა 2.1 - ATIFlash-ის გამოყენება 2.2 - WinFlash-ის გამოყენება 2.3 - GPU-Z-ის გამოყენება 2.4 - RBE/WinFlash-ის გამოყენება 2.5 - სხვა პროგრამების გამოყენება 3 - RBE-ს გამოყენება 3.1 - BIOS ფაილის გახსნა 3.2 - ინფორმაციის გრაფა 3.3 - სიხშირეების გრაფა 3.4 - ფენის გრაფა 3.5 - დამატებითი ფუნქციები 3.6 - CCC პროფილის რედაქტორი 3.7 - მოდიფიცირებული BIOS ფაილის შენახვა 4 - BIOS-ის დაფლეშვა 4.1 - WinFlash-ის გამოყენებით 4.2 - ATIFlash-ის გამოყენებით 4.3 - RBE/WinFlash-ის გამოყენებით ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 1. რა არის RBE? RBE, ანუ Radeon BIOS Editor, როგორც სახელიდან ჩანს, არის AMD-ATI Radeon ვიდეოდაფების BIOS-ის რედაქტორი. იგი ფოკუსირებულია GPU-ს სიხშირეებსა და ფენის ბრუნებზე. იგი ATI Tray Tools-ისა და ATI Tools-ის ექვივალენტია და ამასთან ერთად გარკვეული უპირატესობები გააჩნია. მაგალითად: პროგრამა მუშაობს როგორც Windows-ზე, ასევე Linux-ზე და ნებისმიერ სხვა ოპ. სისტემაზე; ვოლტაჟის შეცვლის საშუალება; PowerPlay ფუნქციის ოვერქლოქინგის შემდეგ უცვლელად დატოვების საშუალება. სამწუხაროდ მედალს მეორე მხარც აქვს. აი პროგრამის ნაკლები: თქვენი გარანტია მოქმედებას შეწყვეტს BIOS-ის დაფლეშვით; BIOS-ის დაფლეშვამ შეიძლება გამოიწვიოს ვიდეოდაფის დაზიანება. დარწმუნებული ვარ ეს ინფორმაცია აქამდეც ცნობილი იყო თქვენთვის. 2. BIOS-ის გადმოწერა იმისთვის, რომ RBE-თი ბიოსი დაარედაქტიროთ, პირველ რიგში მოგიწევთ ბიოსის ფაილის გადმოწერა. ეს ფაილი "bin" ან "rom" გაფართოებისაა ხოლმე. 2.1 - ATIFlash-ის გამოყენება. ამ პროგრამის გამოყენებისთვის ჯერ დაგჭირდებათ ბუთ (boot) ფუნქციის მქონე ინფორმაციის მატარებელი, თუნდაც USB-დრაივი. პროგრამა სწორედ ამ დრაივზე უნდა ჩაიწეროს, შემდეგ კი დავარესტარტოთ კომპიუტერი და შევიდეთ DOS-ში (ეს უკვე ავტომატურად მოხდება). დოსში უნდა აკრიფოთ ბრძანება "ATIFlash -i". ამის შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას კომპიუტერში არსებული ATI-ს მოწყობილობების (ანუ ვიდეოდაფების) შესახებ. მიაქციეთ ყურადღება ASIC კოლონას. აქ თქვენ უნდა იპოვოთ ვიდეოდაფის ჩიპი, მაგალითად "RV770". პირველ კოლონაში დაინახავთ ATI-ს ადაპტერის ნომერს. თუკი მხოლოდ ერთი ვიდეოდაფა გაქვთ, მაშინ რიცხვი 0 იქნება, თუკი 2 დაფა გაქვთ, რიცხვი იქნება 1 და ა.შ. ბრძანების ხაზში აკრეფთ "ATIFlash -s 0 BIOS0.ROM", შემდეგ შეინახეთ BIOS ფაილი "0" ნომრიანი ადაპტერიდან ფაილში, რომელსაც BIOS0.ROM ჰქვია. თუკი ერთზე მეტი ადაპტერი აღმოგაჩნდათ, მაში ყველა ადაპტერის ბიოსის ფაილის შენახვა მოგიწევთ. ცალ-ცალკე. BIOS-ის ფაილი მიღებული და შენახულია 2.2 - WinFlash-ის გამოყენება. ეს მეთოდი წინაზე მეტად კომფორტულია. უბრალოდ გადმოწერთ WinFlash-ს და გაუშვებთ. ამოირჩევთ სასურველ ვიდეოდაფას (ან არაფერს იზამთ, თუკი მხოლოდ ერთი ვიდეოდაფა გაქვთ), მისცემთ "Save"-ს და ფაილი შეინახება. შენიშვნა: თუკი GDDR5 მეხსიერების მქონე დაფა გაქვთ, BIOS ფაილი არ შეინახება. ასე რომ ამ შემთხვევაში სხვა მეთოდი გამოიყენეთ. 2.3 - GPU-Z-ის გამოყენება. ეს ყველაზე კომფორტული მეთოდია. უბრალოდ გახსნით პროგრამას, ამოირჩევთ სასურველ ვიდეოდაფას და დააჭერთ პატარა ღილაკს "BIOS Version"-ის გვერდით. მისცემთ "Save to file..." და შეინახავთ ბიოსის ფაილს. 2.4 - RBE/WinFlash-ის გამოყენება. RBE-ს აქვს "გასასვლელი" WinFlash-ზე. უბრალოდ დააჭერთ "Acquire/flash BIOS..."-ს, გამოგივათ ფანჯარა: დააჭერთ "Search"-ს, რომ იპოვოთ WinFlash, რის შემდეგაც სურათი შეიცვლება: აირჩევთ სასურველ დაფას და დააჭერთ "Acquire this BIOS". შენიშვნა: ვისტას მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ WinFlash-ზე წვდომისთვის ადმინისტრატორის უფლებები უნდა გქონდეთ. 2.5 - სხვა პროგრამების გამოყენება. სხვა პროგრამებს, მაგალითად ATITool-სა და RivaTuner-საც შეუძლიათ ვიდეოდაფის BIOS-ფაილის შენახვა, მაგრამ მათი თავსებადობა ჯერ-ჯერობით 100%-იანი არ გახლავთ. 3 - RBE-ს გამოყენება პროგრამას საკმაოდ მარტივი და ინტუიტიური ინტერფეისი აქვს: მასში შეცვლილი პარამეტრები შეიცვლება BIOS-შიც, ანუ თუკი მაგალითად მე მაქვს დაფის სიხშირეები 650/1200, BIOS-ში შევიყვან 700/1300-ს და შემდეგ ამ ბიოსით დავფლეშავ დაფას, მისთვის "სტოკ" სიხშირეები უკვე 700/1300 იქნება და არა 650/1200. 3.1 - BIOS ფაილის გახსნა. არის რამდენიმე მეთოდი: გავაკეთოთ BIOS ფაილის Drag & Drop RBE-ს ხატულაზე (იკონზე); გავაკეთოთ BIOS ფაილის Drag & Drop გახსნილ RBE-ზე; RBE-ში დავაჭიროთ "Load BIOS..."-ს. 3.2 - ინფორმაციის გრაფა. ის ასე გამოიყურება: აქ შეგიძლიათ ამოიკითხოთ ინფორმაცია დაფისა და მისი ბიოსის შესახებ. 3.3 - სიხშირეების გრაფა. აქ მოცემულია სიხშირეები, ვოლტაჟები და PowerPlay-ს ფუნქციის სტატუსი: http://www.techpowerup.com/articles/154/im.../RBE_Clocks.png 3.4 - ფენის გრაფა. როგორც უკვე ხვდებით, აქ ფენის პარამეტრებია მოცემული: სხვადასხვა ვიდეოდაფისთვის ეს გრაფა სხვადასხვაგვარია. მაგალითად ქვემოთ მოყვანილია HD 4870x2-ის ფენის გრაფა: 3.5 - დამატებითი ფუნქციები. მთავარი დამატებითი ფუნქციაა ოვერდრაივის რეჟიმის ლიმიტის გაზრდა ორი სხვადასხვაგვარი გზით. აქვეა spin-up ბაგის გასწორება (არ მკითხოთ რა არის) და Superior PowerPlay ფუნქციის ჩართვა-გამორთვა. 3.6 - CCC (Catalyst Control Center) პროფილის რედაქტორი. ამ ფუნქციას BIOS-ის რედაქტირებასთან კავშირი არ ქონდა, იგი სტატიის ავტორმა შექმნა და შემდგომში RBE-ში დამატებით ფუნქციად "ჩააკერა". ეს რედაქტორი გამოიყენება CCC-ს რამდენიმე "დამალული" ფუნქციით სარგებლობისთვის. დააჭერთ "Load profile..."-ს, ჩატვირთავთ ATI CCC-ს თქვენთვის სასურველ პროფილს და დაარედაქტირებთ მას. აქ მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება "Fan speed (percent)"-ზე. თუკი აქ "Manual"-ს მიუთითებთ და გრაფაში თქვენთვის სასურველ მნიშვნელობას შეიყვანთ, ფენის ბრუნებს დააყენებთ მოცემულ სიდიდეზე. რედაქტორს შეუძლია სიხშირეების ცვლაც, მაგრამ აქ ერთეული არის 10 კილოჰერცი და არა ერთი მეგაჰერცი, ანუ 1MHz-ზე 100-ჯერ ნაკლები. სამწუხაროდ ამ მაჩვენებლებს არ შეუძლიათ ოვერდრაივის ლიმიტს გადააჭარბონ. 3.7 - მოდიფიცირებული BIOS ფაილის შენახვა. ეს უმარტივესია, უბრალოდ დააჭერთ "Save BIOS..."-ს და შეინახავთ. 4 - BIOS-ის დაფლეშვა. ეს ყველაზე საპასუხისმგებლო და საშიში ოპერაციაა. მისი არასწორად ჩატარება ვიდეოდაფის "სიკვდილს" იწვევს. ასე რომ სანამ ბიოსის დაფლეშვას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, გიღირთ კი ამად თქვენი საყვარელი წითელი ვიდეოდაფა? 4.1 - WinFlash-ის გამოყენებით. საკმაოდ მარტივია. ჩართავთ პროგრამას, ჩატვირთავთ BIOS ფაილს "Load image"-დან და დაიწყებთ დაფლეშვას "Program"-ზე დაჭერით. 20-30 წამის შემდეგ პროგრამა შეგატყობინებთ, რომ დაფლეშვამ წარმატებით ჩაიარა და მოგთხოვთ კომპიუტერის რესტარტს. თუკი ერთზე მეტი დაფა გაქვთ, მაშინ ჯერ ყველა დაფლეშეთ და მხოლოდ შემდეგ დაარესტარტეთ. შენიშვნა: თუკი CrossFire-თი გაქვთ ჩართული ორი ერთნაირი ვიდეოდაფა, მაშინ სჯობს ერთ-ერთი ამოიღოთ და მეორე დაფლეშოთ, რათა ერთმანეთში არ აგერიოთ. მერე ამოიღეთ მეორე და დაფლეშეთ პირველი. თუკი WinFlash-ი ამოაგდებს შეცდომას და გეტყვით, რომ დაფლეშვა ვერ განხორციელდა, არამცდაარამც არ დაარესტარტოთ კომპიუტერი (წინააღმდეგ შემთხვევაში დაფა "მკვდარია") და შეეცადეთ ახლიდან ჩაატაროთ დაფლეშვის პროცედურა. 4.2 - ATIFlash-ის გამოყენებით. ზემოხსენებულ მეთოდს აქვს ერთი ნაკლი - თუკი Windows-ი რამე მიზეზის გამო გაითიშება, ვიდეოდაფა უვარგისი ხდება. ამიტომ საკმაოდ რეზონურია ATIFlash-ის გამოყენება DOS-იდან. "დაბუთეთ" თქვენი კომპიუტერი DOS-ში, აკრიფეთ ბრძანება "ATIFlash -i", რათა გამოიყვანოთ ყველა არსებული ვიდეოდაფის ჩამონათვალი, აირჩიეთ ადაპტერი, მაგალითად "ATIFlash -cb 0", შემგედ აკრიფეთ ბრძანება "ATIFlash -p 0 BIOS0.ROM". დაიწყება დაფლეშვა. როდესაც ყველა დაფის BIOS-ს დაფლეშავთ, დაარესტარტეთ კომპიუტერი. შენიშვნა: თუკი ერთზე მეტი ადაპტერი გაქვთ, ადვილია დაიბნეთ მათ გარჩევაში, ამიტომ აქაც ჯობია მხოლოდ ერთი ვიდეოდაფა დატოვოთ შეერთებული და ის დაფლეშოთ.. 4.3 - RBE/WinFlash-ის გამოყენებით. RBE-ში დააჭერთ "Acquire/flash BIOS..."-ს. თუკი სისტემამ "ჯერ არ იცის", რა BIOS-ი გიდგათ, დააჭერთ "Analyze"-ს. შემდეგ კი მისცემთ ბიოსის დაფლეშვის ბრძანებას. შეგხვდებათ მოსანიშნი "force flash", რაც ნიშნავს, რომ დაფლეშვა მოხდეს ძალდატანებით. ანუ, მაგალითად, თუკი გაქვთ "1.0002" ვერსიის BIOS-ი და ისევ იმავე ვერსიის დაყენებას ცდილობთ, პროგრამა ძალით გადაფლეშავს "1.0002"-ს ისევ "1.0002"-ით. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- იმედია ყველამ ყველაფერი გაიგეთ და რეალურად აცნობიერებთ იმ საფრთხეს, რასაც ვიდეოდაფაზე BIOS-ის დაფლეშვა შეიცავს. იმის მიუხედავად, რომ ჩემგან ხუმრობა და ღლაბუცი სტატიებში ბევრჯერ გინახავთ, ეს არ არის ხუმრობა. ეს გაფრთხილებაა... დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი მიხეილ რ. :rolleyes: 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.