Jump to content

უსახლკაროთა თავშესაფარი-ზამთარია უკვე


Recommended Posts

Posted

გაგიმარჯოთ!
ეს თემა ფორუმ.გე-ს პოლიტიკის განყოფილებაში განათავსეთ :)

გლდანში 1 მიკროში მაღაზია "ვაუ"-ს გვერდით უსახლკარო ადამიანი ქუჩაში ათენებს ღამეს, ეს პიროვნება ვერ დადის, წამოდგომაც არ შეუძლია  ...
სად არის უსახლკარების თავშესაფარი და ვინ უნდა მიხედოს მათ? 

image.png

 

uuuuuuuu.png

image.png
 

Posted

 

ეს პიროვნება ვერ დადის, წამოდგომაც არ შეუძლია  ...

 

 

:(

საწყალი.

 

რა ჯანდაბას აკეთებენ მერე პოლიცია და ა.შ?

დაეხმარონ

Posted

 


თუ ვინმე განათავსებთ თემას ფორუმ.ჯი-ზე , აქვე დაპოსტეთ რომ 2 ცალი არ დაიდოს :)

Posted

რა საშინელებაა :((( რამდენი ასეთი ადამიანი იქნება კიდევ. რა მოხდება რომ რეალურად გაჭირვებულ ადამიანებზე ზრუნავდეს ვინმე. მოკლედ რა..

Posted

3 პოსტი დამრჩა და დავდებ ფორუმ. ჯი-ზე , კაცმა მამაო ბასილსაც მივმართე და არა მითხრაო, მისი სტიქაროსანი ვიყავიო. სასწრაფო და პატრული იყო, მაგრამ გარკვეული საბუთებია საჭიროო

Posted

ნაკლებად დაინტერესდება ასეთი საკითხით ვინმე,ყველამ კარგად ვიცით რატომაც :) ვიმედოვნებ ოდესმე დაადგება საშველი ამ პრობლემას და ქალაქში მიმავალს სადმე იშვიათად შემხვდება გაჭირვებული 



ფორუმ.გე ზე ვერ ვდებ ახალი ვარ იქ პოსტებს არ ვწერ საერთოდ .1000 პოსტი გჭირდებაო .:|

Posted

დადე ნიკუშ თემა? თუ გავხსნა

?

Posted

დადე ნიკუშ თემა? თუ გავხსნა

?

2 პოსტი დამრჩა ლევან და დავდებ, იყოს,

დიდი მადლობა ყურადღბისთვის!

Posted

თუ ვინმე სადმე ნახავთ უსახლკაროს მსგავს ვითარებაში, გადაუღეთ ფოტო და დადეთ აქ ან ამ თემაში ყურადღება რომ მიაქციონ
http://forum.ge/?f=29&showtopic=34587020

Posted

3 პოსტი დამრჩა და დავდებ ფორუმ. ჯი-ზე , კაცმა მამაო ბასილსაც მივმართე და არა მითხრაო, მისი სტიქაროსანი ვიყავიო. სასწრაფო და პატრული იყო, მაგრამ გარკვეული საბუთებია საჭიროო

რა საოცარია. არავის განვიკითხავ და თუ რამე მეშლება ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეგ ის მამა ბასილი არაა იაღოველებს რომ დასდევდა. ამ კაცს კი უარი უთხრა დახმარებაზე?

Posted

ეკლესიას და მითუმეტეს კიდევ კონკრეტულ მამაოს იმედზე ჩემი მტერი იყოს(არანაირი ვალდებულება მაგათ არ აქვთ რომ ვინმეს დაეხმარონ, ხოდა ასეთ სიტუაციაში სწორედ ვალდებულებაა საჭირო, რადგან მარტო ერთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე), რამე სახელმწიფო ორგანო არ არსებობს დავიჯერო, რომ მიხედოს ასეთ გაჭირვებულებს?

Posted

არჩევნებზე მაინც დაეხმარონ რაიყოთ მაგათი :mad:

Posted

იმედია ჩვენი ყველას ხვალინდელი არჩევანი დაეხმარება ყველა გაჭირვებულს. რეალურად არაფერი დაწყობილი არაა საქართველოში. ელემენტარულად მსგავსი ადამიანებისთვისაც კი არ არსებობს არანაერი სამსახური ვინც მიხედავს. არადა როგორ ცივა გარეთ :(

Posted

იმედია ჩვენი ყველას ხვალინდელი არჩევანი დაეხმარება ყველა გაჭირვებულს.

იმედია სარკაზმი ან რამე მსგავსი იყო :mellow:

Posted

ხვალინდელი არჩევანი ნაღდად ვერ დაეხმარება იმ ადამიანს ეს ნამდვილად ვიცი, ერთეულებს შეიძლება დაეხმარო პირადად მაგრამ ამით პრობლემას ვერ მოაგვარებ, უბრალოდ ბიუჯეტის განაწილებას უნდა წყვეტდეს ხალხი და რაღაც უაზრობებს არ უნდა ვანიჭებდეთ პრიორიტეტს, როცა ქვეყანაში ამდენი უსახლკარო და ღარიბი ადამიანია. საპატრიარქოს 150+ მლნ ლარი აქვს ბიუჯეტის სახით 2003 წლიდან დღემდე just sayin'. ამის საშუალება რომ არ გვაქვს უნდა მივხდეთ და მნიშვნელოვან, ჩვენ შემთხვევაში თითქმის არარსებულ, სოციალური დახმარების გაუმჯობესებას მივაწვეთ. ეს ამ პრობლემის ზედმეტად გლობალური ხედვაა, მაგრამ ფაქტი ფაქტადაა, რომ ასეთი გაჭირვებული ხალხი დღესაც ბევრია, ამიტომ პრობლემის გადაწყვეტა მარტო ამ გზით მგონია შესაძლებელი.

Posted

ბიუჯეტის განაწილებას ხალხი როგორ გადაწყვეტს საინტერესოა.

მაგ სიტყვებში კი ვიგულისხმე რომ ის გაჭირვებული ადამიანებიც ხომ ქვეყნის ნაწილია არა. ყველაფრისთვის უნდა არსებობდეს რაღაც დაწესებულება რომელიც მიხედავს მსგავს პრობლემებს, მიცემს თავშესაფარს ასეთ ადამიანებს. მარტო უსახლკაროებზე არაა საუბარი ბევრი სხვა პრობლემაცაა საქართველოში და იმედიათქო რომ ახლო მომავალში ყველაფერი თუ არა რაღაც ნაწილი მაინც მოგვარდება. ეგ მომავალი არ წყდება ხვალ ნუ დღეს თუ რაღაც მეშლება?

Posted

ბიუჯეტის განაწილება საარჩევნო პროგრამებში ხომ აქვთ ამათ(რამდენიმედან ერთი სწორედ ეს პრინციპია, რითაც ირჩევს ხალხი მმართველ პარტიას,ჩვენ შემთხვევაში პრეზიდენტს და ა.შ, ამაში ირიბად იგულისხმება რომ რეალურად ხალხის უმრავლესობა ანაწილებს ბიუჯეტს, ანუ ირჩევს ისეთს, რომლის პროგრამაც მეტად ემთხვევა მის საჭიროებებს) მაგრამ ქაღალდზე დაწერილი პროგრამის სწორად ეგზეკუციას ვინ ადევნებს თვალს? ხალხის ფაქტორი აქაც საჭიროა, თორემ თეორიაში ყველა პარტია მესიააზე ნაკლები არაფრითაა, ასე რომ მორალი იმაშია,+ გასააზრებლად მგონი საკმარისი გამოცდილება გვაქვს უკვე, რომ ამ არჩევნებით ქვეყანაში მდგომარეობის გამსწორებაზე ფიქრი სასაცილოა.

Posted

(რამდენიმედან ერთი სწორედ ეს პრინციპია, რითაც ირჩევს ხალხი მმართველ პარტიას,ჩვენ შემთხვევაში პრეზიდენტს და ა.შ, ამაში ირიბად იგულისხმება რომ რეალურად ხალხის უმრავლესობა ანაწილებს ბიუჯეტს, ანუ ირჩევს ისეთს, რომლის პროგრამაც მეტად ემთხვევა მის საჭიროებებს)  

ეუფ რასაც ეგენი გვპირდებიან მაგის ნახევარს რომ აკეთებდნენ ნომერ პირველი ქვეყანა ვიქნებოდით ყველაფერში :D

Posted

წაიყვანეს ეს პიროვნება, სად როგორ არ ვიცი, არ შევსწრებივარ, მაგრამ ბევრი ხალხი იყოო და მგონი ტელევიზიაც.

Posted

წაიყვანეს ეს პიროვნება, სად როგორ არ ვიცი, არ შევსწრებივარ, მაგრამ ბევრი ხალხი იყოო და მგონი ტელევიზიაც.

ძალიან კარგი

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.