Jump to content

Recommended Posts

Posted
  • Replies 407
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Posted

Microsoft Turns 50: Directions Looks at the Good, Bad, and the Future https://www.directionsonmicrosoft.com/blog/microsoft-turns-50-directions-looks-at-the-good-bad-and-the-future/

Microsoft CEOs interrupted by another employee protestor: ‘shame on all of you’ https://www.theverge.com/news/643777/microsoft-bill-gates-steve-ballmer-satya-nadella-employee-protestor

Posted

Microsoft-მა გამოუშვა მსოფლიოში პირველ ქლაუდ PC Windows 365 Link 350 აშშ დოლარად 

გასული წლის ბოლოს წარმოდგენილი კომპაქტური დესკტოპ კომპიუტერი Windows 365 Link უკვე ხელმისაწვდომია შესყიდვისთვის. მოწყობილობა აშშ-ში 349.99 აშშ დოლარი ღირს. Microsoft წარმოგვიდგენს მას, როგორც პირველ, ქლაუდზე დაფუძნებულ პერსონალურ კომპიუტერს. მას არ გააჩნია საკუთარი ოპერაციული სისტემა და ამის ნაცვლად უზრუნველყოფს წვდომას Windows 11-ზე მომუშავე, ქლაუდზე განთავსებულ ვირტუალურ მანქანაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Microsoft 

Windows 365 Link წარმოდგენილია 3.8 გჰც-მდე სიხშირის ოთხბირთვიანი Intel N250 პროცესორით, აქვს 8 გბ LPDDR5 ოპერატიული და 64 გბ მუდმივი მეხსიერება. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3. გარე კონექტორების ნაკრებში შედის ერთი USB-A 3.2 Gen1, ორი USB-A 3.2 Gen2, ერთი USB-C 3.2, LAN, HDMI 2.0 და DisplayPort 1.4. მოწყობილობის ზომ 120 × 120 × 30 მმ. 

image.jpeg 

Windows 365 Link ხელმისაწვდომია აშშ-ში (349.99 $), ავსტრალიაში (639 AUD), კანადაში (519.99 $ CAD), გერმანიაში (419 ევრო), იაპონიაში (68.000 JPY), ახალ ზელანდიაში (739 $ NZD) და დიდ ბრიტანეთში (349 ბრიტანული ფუნტი). 

Windows 365 Link ხელმისაწვდომია მხოლოდ Microsoft-ის კომერციული არხები მეშვეობით. ეს მოწყობილობა არ არის განკუთვნილი სტანდარტული მომხმარებლებისთვის და არ გაიყიდება საცალო მაღაზიებში. მწარმოებლის თქმით, კომპიუტერის მთავარი მყიდველი კომერციული კომპანიები და სახელისუფლებო ორგანიზაციები იქნებიან. Microsoft განსაკუთრებით ხაზს უსვამს მოწყობილობის დისტანციური მართვის მოხერხებულობას, სწრაფ დაყენებ შესაძლებლობას, განახლებების ავტომატურ ჩამოტვირთვასა და ინსტალაციას. Windows 365 Link-ს არ აქვს აპლიკაციების ლოკალურად გაშვების მხარდაჭერა და მუშაობს მხოლოდ Windows 365 ქლაუდ კომპიუტერთან დაკავშირებისას. 

image.jpeg 

ამ ტიპის მოწყობილობებს, რომლებიც ქლაუდზე მუშაობენ, აქვთ თავიანთი უპირატესობები. მაგალითად, მათ შეუძლიათ გაუმჯობესებული უსაფრთხოების და წარმადობის უზრუნველყოფა ჩვეულებრივ საოფისე კომპიუტერებთან შედარებით. ისინი არ ინახავენ მონაცემებს ლოკალურად და ქლაუდ კომპიუტერის კონფიგურაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რათა გამოიყენოს უფრო ძლიერი პროცესორი, მეტი ოპერატიული მეხსიერება ან მეტი სანახი სივრცე. 

  • 5 weeks later...
  • 1 month later...
Posted

Microsoft სულ უფრო აქტიურად უწევს Xbox PC ბრენდს პოპულარიზაციას, როგორც Steam-ის ალტერნატივას 

ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ნიშნები, რომ Microsoft-ი Windows-ისა და Xbox-ის პლატფორმების დაახლოებას ცდილობს. მაგალითად, YouTube-ზე გამოქვეყნებული MIO: Memories In Orbit-ის ბოლოდროინდელი თრეილერი მიუთითებს, რომ თამაში ხელმისაწვდომია არა მხოლოდ Steam-ზე, არამედ Xbox PC-ზეც. Microsoft-ის Gear of War: Reloaded-ის პრეს-რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ თამაში გამოვა Xbox X-ზე, Xbox S-ზე, Xbox PC-ზე, Xbox Cloud Gaming-ზე, PlayStation 5-სა და Steam-ზე. 

image.jpeg

ფოტოს წყარო: Focus Entertainment / YouTube 

ეს იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია ცდილობს გეიმერებმა Xbox აპლიკაცია თავიანთ კომპიუტერებზე გამოიყენონ და არა უბრალოდ პირდაპირ დააინსტალირონ თამაშები. როგორც ჩანს, ეს ასევე იმაზე მიუთითებს, რომ Microsoft- Steam-თან კონკურენციის გაზრდას ცდილობს. 

სარეკლამო რგოლების გარდა Xbox-ის აპლიკაციას მნიშვნელოვანი განახლება დაემატა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს Xbox თამაშები PC-სთვის Xbox-იდ აპლიკაციების ბიბლიოთეკაში მოიძიონ. ეს, სავარაუდოდ, იმის ნიშანია, რომ Microsoft Xbox-ისა და Windows-ის ციფრული კონტენტის მაღაზიების შემდგომ ინტეგრაციას ცდილობს. 

მიუხედავად იმისა, რომ Nintendo Switch თანამედროვე პორტატული კონსოლის შექმნაში პირველი იყო, Steam Deck-მა 2022 წელს თამაშებში რევოლუცია მოახდინა, როდესაც მოთამაშეებს საშუალება მისცა პროგრამულ პლატფორმა SteamOS-ის მეშვეობით პორტატულ მოწყობილობაზე ეთამაშათ თავიანთი საყვარელი კომპიუტერული თამაშები. Steam Desk-ის წარმატებას საკუთარი ალტერნატივებით სხვა მწარმოებლებმაც მიჰყვნენ, როგორებიცაა Asus, Lenovo, MSI და Zotac. 

Steam Deck-ის დეველოპერებმა Windows-ზე უარი თქვეს საკუთარ Linux-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემის სასარგებლოდ. ამავდროულად, Asus Legion Go S კონსოლიც ხელმისაწვდომია Windows-თან ერთად, ამიტომ მიმომხილველებს შეეძლოთ იგივე ტექნიკური მახასიათებლების, მაგრამ განსხვავებული ოპერაციული სისტემის მქონე მოწყობილობების მუშაობის შედარება. პირველი მიმოხილვების ავტორები აცხადებდნენ, რომ SteamOS-ით მომუშავე მოწყობილობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა Windows-ის ვერსიას. ამ ფონზე, წყაროს ცნობით, Microsoft-მა გადადო პორტატულ Xbox კონსოლზე მუშაობა, რათა ყურადღება პორტატული მოწყობილობებისთვის Windows 11-ის ოპტიმიზაციაზე გაემახვილებინა. 

  • 2 months later...
Posted

GeForce RTX 4060 Steam-ზე ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათი გახდა, Windows 11-ის წილ პირველად გადააჭარბა 60%-ს  

გეიმინგ პლატფორმა Steam-მააგვისტოს თვის მომხმარებლების კომპიუტერული კონფიგურაციების შესახებ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. ბოლო თვის განმავლობაში პლატფორმის ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათი შეიცვალა და Windows 11-ის წილმა პირველად გადააჭარბა 60%-ს. 

image.png

ფოტოს წყარო: Steam 

Nvidia-ს ვიდეო ბარათები კვლავ დომინირებენ Steam-ზე. თვის განმავლობაში მათი წილი 1%-ით გაიზარდა და 74.9%- მიაღწია. AMD-ის და Intel-ის ვიდეო ბარათების წილი შემცირდა - ორივე 0.5%-ით. ამრიგად, Radeon ვიდეო ბარათებს გამოკითხვის მონაწილეთა 17.3% იყენებს (ერთი თვით ადრე 17.8% იყო), ხოლო Intel Arc- - 7.4% (ივლისში არსებული 7.9%-ის ნაცვლად). 

image.png

Steam-ზე ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათი გახდა GeForce RTX 4060. აგვისტოში მისმა წილმა 4.85%-ს მიაღწია (+0.46% თვეში). მეორე ადგილზე იყო GeForce RTX 3060 4.79%-იანი წილით (+0.17% თვეში). მესამე ადგილზეGeForce RTX 4060-ის მობილური ვერსია 4.62%-იანი წილით (+0.19% თვეში). ინტეგრირებული გრაფიკის გამოკლებით AMD-ის ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათია Radeon RX 6600. პლატფორმაზე მისი წილი 0.89%-ია (-0.03% თვეში). Steam-ის სტატისტიკაში ასევე გამოჩნდა Radeon RX 9000 ვიდეო ბარათები - RX 9070-ს მომხმარებელთა 0.2% იყენებს, ხოლო RX 9070 GRE-ს - 0.02%. 

image.png

პროცესორების სეგმენტში Intel-ის ჩიპების მომხმარებელთა წილი უმნიშვნელოდ გაიზარდა. ბოლო თვის შედეგების მიხედვით გამოკითხვის მონაწილეთა 59.76%-მა განაცხადა, რომ იყენებს ამ პროცესორებს. თვის განმავლობაში ზრდამ 0.24% შეადგინა. თავის მხრივ, AMD-ის პროცესორების მომხმარებელთა წილი 40.16%-მდე შემცირდა (თვეში -0.23%). 

image.png

Steam პლატფორმაზე Windows 11-ის მომხმარებელთა წილმა პირველად გადააჭარბა 60%-ს. შესაბამისად, Windows 10-ის წილი 35.08%-მდე შემცირდა. ცხადია, ამ გადასვლას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ Microsoft შეწყვეტს Windows 10-ის მხარდაჭერას მიმდინარე წლის ოქტომბერში. 

Posted

Microsoft’s analog optical computer cracks two practical problems and shows AI promise https://news.microsoft.com/source/features/innovation/microsoft-analog-optical-computer-cracks-two-practical-problems-shows-ai-promise/

Microsoft locks down a building after protesters get inside president’s office https://www.theverge.com/news/766324/microsoft-building-34-lockdown-protesters-brad-smith-office

  • 2 months later...
Posted

132 დინამიური Arm ბირთვი და მეხსიერების 12 არხი: Microsoft-მა ქლაუდ Azure-ისთვის წარადგინა პროცესორები Cobalt 200 

Microsoft-მა დააანონსა Cobalt 200 პროცესორები, რომლებიც დაფუძნებულია Arm არქიტექტურაზე და სპეციალურად ქლაუდ პლატფორმებისთვისაა შექმნილი. ეს პროდუქტები გამოყენებული იქნება Azure-ის ახალი თაობის ნიმუშებში. Cobalt 200-ზე დაფუძნებული პირველი სერვერები უკვე გაშვებულია Microsoft-ის მონაცემთა ცენტრებში, ხოლო უფრო ფართოდ გავრცელება 2026 წლისთვის იგეგმება. 

ორიგინალი Cobalt 100 ჩიპები 2023 წლის ნოემბერში გამოვიდა. ისინი 128 Armv9 Neoverse N2 (Perseus) ბირთვს აერთიანებენ. ისინი უკვე განლაგებულია Azure-ის 32 რეგიონში. როგორც Microsoft-ი, ასევე მისი მომხმარებლები წარმატებით ახდენენ თავიანთი სამუშაო დატვირთვის ნაწილის მიგრაციას ახალ ჩიპებზე. კერძოდ, მიგრაციის შემდეგ, Microsoft Teams-ის წარმადობა 45%-ით გაიზარდა და სერვისს ახლა 35%-ით ნაკლები ბირთვი სჭირდება ვიდეო და აუდიო სტრიმინგის დამუშავებისას. კომპანია Cobalt 100-ის ძირითად მომხმარებლებს შორის ასახელებს ასევე Databricks-სა და Snowflake-ს. 

image.png 

ფოტოს წყარო: Microsoft 

Microsoft-ი აცხადებს, რომ Cobalt 200-ის შემუშავების დროს 350 000-ზე მეტი კონფიგურაციის ვარიანტი შეაფასა. სიმულაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეფასდა კომპონენტების სხვადასხვა კომბინაცია - ბირთვებიდან, ქეშ-მეხსიერებიდან და მეხსიერებიდან დაწყებული - კვების წყარომდე, ცალკეული კვანძების არქიტექტურამდე და მთლიან თაროებამდე. კომპანიის თქმით, შედეგად მიღებული პროდუქტი 50%-ზე მეტით აღემატება პირველი თაობის გადაწყვეტილებებს Azure-ის რეალურ სამუშაო დატვირთვებში, ტელემეტრიული მეთოდით გაზომვისას, ენერგოეფექტურობის შენარჩუნებისას. 

image.png 

Cobalt 200 არის ორმაგი ჩიპლეტის მქონე SoC. თითოეულ ჩიპლეტს აქვს 66 ბირთვი, რომელიც დაფუძნებულია Armv9.2 (Neoverse V3) არქიტექტურაზე და აქვს ექვსი DDR მეხსიერების არხი. შედეგად, სულ 132 ბირთვი და 12 მეხსიერების არხია. ჩიპებს აქვთ 3 მბ L2 ქეში თითო ბირთვზე და 192 მბ საერთო L3 ქეში. PCIe/CXL არხების რაოდენობა და ტიპი არ არის მითითებული. 

image.png

პროცესორების ერთ-ერთი უნიკალური მახასიათებელია თითოეული ბირთვისთვის ინდივიდუალური დინამიური ძაბვისა და სიხშირის კონტროლი (DVFS). ეს ნიშნავს იმას, რომ 132 ბირთვიდან თითოეულს შეუძლია მუშაობა სხვადასხვა წარმადობის დონეზე, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ენერგომოხმარებას სამუშაო დატვირთვის მიუხედავად. პროდუქტები იწარმოება TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. 

image.png

Cobalt 200 შემუშავებულია უსაფრთხოებაზე ძლიერი აქცენტით. დანერგილია მეხსიერების კონტროლერი, რომლის დაშიფვრა ნაგულისხმევად ჩართულია, რაც მინიმუმამდე ამცირებს წარმადობაზე ზემოქმედებას. გარდა ამისა, Arm CCA (კონფიდენციალური გამოთვლითი არქიტექტურა) არქიტექტურა მხარს უჭერს ვირტუალური მანქანის მეხსიერების აპარატულ იზოლაციას ჰიპერვიზორისა და ჰოსტის ოპერაციული სისტემისგან. გარდა ამისა, ჩიპებში ინტეგრირებულია კომპანიის საფირმო აპარატული აჩქარება მონაცემთა შეკუმშვისა და დაშიფვრისთვის. ახალი ჩიპებით აღჭურვილ ნოუდებს აქვთ Azure Boost DPU-ები და აპარატურული HSM მოდული. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.