ბერო Posted September 3, 2013 Posted September 3, 2013 წლების განმავლობაში ვრცელდებოდა სპეკულაციები და დღეს საღამოს ოფიციალურად გახდა ცნობილი: Microsoft-მა შეისყიდა Nokia-ს მოწყობილობებისა და სერვისების დივიზია და ასევე მოიპოვა ლიცენზია კომპანიის პატენტების პორტფოლიოზე. ხელშეკრულება ძალაში 2014-ის წლის პირველ კვარტალში შევა, რომლის მიხედვითაც Microsoft €3.79 მილიარდს გადაიხდის მოწყობილობებისა და სერვისების განყოფილებისთვის, ხოლო €1.65 მილიარდს Nokia-ს პატენტების პორტფოლიოს ლიცენზიისთვის. ხელშეკრულება ასევე გულისხმოს 32,000 Nokia-ს თანამშრომლის გადასვლას Microsoft-ში. დამატებით, Nokia-ს მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი (CEO) სტივენ ელოპი (Stephen Elop) გადაინაცვლებს Nokia-ს მოწყობილობებისა და სერ- ვისების აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტის თანამდედობაზე, მას კი ჩაანაცვლებს რისტო სილასმა (Risto Siilasmaa), (ყოფილი Nokia-ს დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე) როგორც დროებით მთავარ აღმასრულებელ ხელძღვანელად. ერთი სიტყვით, სტივენ ელოპი ვალდებული იქნება იმ დივიზიის მმართველობისთვის, რომლებსაც Microsoft ყიდულობს და იქნება იმ 32,000 თანამშრომლებს შორის, რომლებიც გადავლენ. შეთანხმება, რა თქმა უნდა, უნდა დამტკიცდეს Nokia-ს აქციონერების მიერ, ამიტომ 2013 წლის 19 ნოემბერს დაგეგმილია ფორმალური შეხვედრა, სადაც აქციონერები იქნებიან მიწვეულები. Microsoft და Nokia ელიან, რომ შეთანხმება 2014 წლის პირველ კვარტალში შევა ძალაში. იგი მთლიანად დაჯდა €5.44 მილიარდი, ან $7.12 მილიარდი ამერიკული დოლარი. თავად Microsoft-ის მთავარი აღმასრულებელი ხელძმღვანელი სტივ ბალმერი (Steve Ballmer) კომპანიას შემდეგი 12 თვის განმავლობაში დატოვებს, რომელსაც უწოდებს "გაბედულ ნაბიჯს მომავლისთვის" და "გამარჯვებას თანამშრომლებისთვის, აქციონერებისთვის და ორივე კომპანიის მომხმარებლებისთვის". ამ ხელშეკრულების შედეგად, Microsoft გააგრძელებს სამომხმარებლო აპარატული მოწყობილობების გამოშვებას, Nokia- -სთან ერთად, რომელიც გვიან 2012 წელს დაიწყო Surface პლანშეტების ხაზის წარდგენით. გარკვეული დროის განმავლობაში, ვრცელდებოდა ჭორი ასევე, რომლის თანახმად, Microsoft მუშაობდა Surface Windows Phone სმარტფონზე, რომელიც არა- სდროს გამოსულა. Microsoft თან მჭიდრო თანამშრომლებით, Nokia მსახურობდა, როგორც დეფაქტო მწარმოებელი Windows Phone-სთვის. Microsoft-ის ეს შენაძენი კიდევ უფრო გააუმჯობესებს ურთიერთობას. შესყიდვის ხელშეკრულების ნაწილი ასევე მოიცავს Nokia-ს Asha ბრენდის ტელეფონებს. როდესაც Lumia Windows Phone ხაზის მოწყობილობები გაიყიდა 7.4 მილიონი ერთეული 2013 წლის მეორე კვარტალში, S40-ზე დაფუძნებული Asha-ს 53.7 მილიონი მოწყობილობა გაიყიდა. რადგან Microsoft ყიდულობს Nokia-ს მოწყობილობების და სერვისების დივიზიას, ფინური კომპანია შეინარჩუნებს სა- კუთარი რუკის და HERE რუკის შედგენის ნავიგაციის პლატფორმას. Microsoft-მა ხელი მოაწერა სერვისის "სტრატეგიული ლიცენზიის" შეძენას, რომელიც ოთხ-წლიან ცალკე ხელშეკრულებას გულისხმობს. დამატებით, Nokia ასევე შეინარჩუნებს თავიანთ ქსელური ინფრასტრუქტურის ბიზნესისა და განვითარებული ტექნოლოგიების (Advanced Technologies) დეველ- ოპინგისა და ლიცენზიებზე უფლებას. @WPCentral @Microsoft @Nokia 6 Quote
Shopen Posted September 3, 2013 Posted September 3, 2013 Nokia-ს ფანებისთის კარგი ნიუსია წამოდგება ფეხზე შედარებით კიდე Lumia Android-ზე ოცნებაც კი წარსულს ჩაბარდა ;დ Quote
ბექა Posted September 3, 2013 Posted September 3, 2013 Nokia-ს ფანებისთის კარგი ნიუსია წამოდგება ფეხზე შედარებით კიდე Lumia Android-ზე ოცნებაც კი წარსულს ჩაბარდა ;დ რა ანდროიდი დაიცა რა Quote
ბერო Posted September 3, 2013 Author Posted September 3, 2013 2008-2010 წლებში microsoft-ის ბიზნესის დივიზიას უძღვებოდა ელოპი, მერე დაინიშნა nokia-ს უფროსად Quote
მათე Posted September 3, 2013 Posted September 3, 2013 ამათმა დახვეწონ windows და როგორმე ავიდეს კომპის დონემდე (სიმძლავრით არ ვამბობ OS-ს ვგულისხმობ) და ვის რა ჩემ ფეხებად მოუნდება ანდროიდი. არ ვიცი შესაძლებელია თუ არა მაგრამ იმას ვგულისხმობ რომ ტელეფონებმაც გაუშვან ის პროგრამები რასაც კომპში ვუშვებთ exe ფაილები რა. ჰარდს ნაღდად არ უჭირს ტელეფონებში. Quote
ბექა Posted September 3, 2013 Posted September 3, 2013 ამათმა დახვეწონ windows და როგორმე ავიდეს კომპის დონემდე (სიმძლავრით არ ვამბობ OS-ს ვგულისხმობ) და ვის რა ჩემ ფეხებად მოუნდება ანდროიდი. არ ვიცი შესაძლებელია თუ არა მაგრამ იმას ვგულისხმობ რომ ტელეფონებმაც გაუშვან ის პროგრამები რასაც კომპში ვუშვებთ exe ფაილები რა. ჰარდს ნაღდად არ უჭირს ტელეფონებში. ეგ არასწორია რომც იყოს შესაძლებელი. Quote
ბერო Posted September 3, 2013 Author Posted September 3, 2013 nokia-ს ტოპ-დიზაინერი მარკო აჰტისარი კომპანიას ნოემბერში დატოვებს. მას დიდი წვლილი მიუძღვის Lumia-ს პროდუქციის ხაზის შექმნაში @WPCentral Quote
ბერო Posted September 3, 2013 Author Posted September 3, 2013 არამგონია, შეინარჩუნებენ. სტეფან პანენბეკერი ჩაანაცვლებს მას ადრეულ ნოემბერში, nokia-ს ამჟამინდელი ინდუსტრიალური დიზაინის ვიცე-პრეზიდენტი: Quote
ბერო Posted September 3, 2013 Author Posted September 3, 2013 ისე თუ უფიქრდებით სტივენ ელოპი შეიძლება microsoft-ის ახალ ceo-დ მოგვევლინოს ბალმერის წასვლის შემდეგ, როცა გავა 12 თვე. აბსოლუტურად ვისურვებდი მას ახალ ceo-დ! ძალიან სარისკო ნაბიჯები გადადგა nokia-ს მმართველობის დროს და გადაარჩინა კომპანია windows phone-ის ლიცენზიის ყიდვით უფრო მეტ მოგებას და ფულს (android-სთვის უარის თქმა), პროდუქციის უკეთესი ხარისხი ამჯობინა Quote
Barca Posted September 3, 2013 Posted September 3, 2013 ძალიანაც კარგი , ნამდვილად უკეთესი ნაბიჯია , მალე ვპ კიდევ უფრო წინ წამოიწევა როდესაც Lumia Windows Phone ხაზის მოწყობილობები გაიყიდა 7.4 მილიონი ერთეული 2013 წლის მეორე კვარტალში, S40-ზე დაფუძნებული Asha-ს 53.7 მილიონი მოწყობილობა გაიყიდა. ვა აშა სერია ნახეე Quote
ბერო Posted September 3, 2013 Author Posted September 3, 2013 გასუფთავდა თემა ზედმეტი პოსტებისგან Quote
ბერო Posted September 4, 2013 Author Posted September 4, 2013 შეთანხმება: კითხვა/პასუხიც არის პრესკონფერენციიდან ვისაც გაინტერესებთ @WPCentral Quote
ბექა Posted September 4, 2013 Posted September 4, 2013 შემოსავალს როგორ გაინაწილებენ ნეტა. არ გკიდია ? 1 Quote
ბერო Posted September 4, 2013 Author Posted September 4, 2013 nokia-ს ბრენდი იარსებებს ისევ @Conversations/Nokia Quote
kaspera7777 Posted October 15, 2013 Posted October 15, 2013 ამათმა დახვეწონ windows და როგორმე ავიდეს კომპის დონემდე (სიმძლავრით არ ვამბობ OS-ს ვგულისხმობ) და ვის რა ჩემ ფეხებად მოუნდება ანდროიდი. არ ვიცი შესაძლებელია თუ არა მაგრამ იმას ვგულისხმობ რომ ტელეფონებმაც გაუშვან ის პროგრამები რასაც კომპში ვუშვებთ exe ფაილები რა. ჰარდს ნაღდად არ უჭირს ტელეფონებში. ჩემი აზრით მალე დასვამენ მაგ საკითხსაც Quote
ბერო Posted November 19, 2013 Author Posted November 19, 2013 დათანმხდნენ აქციონერები მიყიდვაზე @Mashable Quote
ბერო Posted April 28, 2014 Author Posted April 28, 2014 პოსტ-შესყიდვის პირველი სარეკლამო რგოლი: https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=Gpj4w9_T_Yg ჯერ-ჯერობით Nokia-ს ბრენდი შენარჩუნდება, მაგრამ კომპანია Microsoft Mobile-ის ნაწილი გახდა https://en.wikipedia.org/wiki/Microsoft_Mobile Quote
ჯამბო Posted April 29, 2014 Posted April 29, 2014 ნოკია შე ყ$$ო ! მაინც ბოლომდე მიეცი ტრა$ი არა ამ ბო$ებს?! :| გადასულიყავი ანდროიდზე და ისედაც გააკეთებდი მაგ მაყუთს :| Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.