117 Posted July 25, 2013 Posted July 25, 2013 მოგესალმებით ჩემი ამ ფორუმზე დარეგისტრირების მიზეზი თავის დროზე იყო ის რომ აუცილებლად ვაპირებდი კომპიუტერის (რომლის ნაწილების შეგროვებაც მაშინ დავიწყე და რამოდენიმე დღის წინ დავამთავრე) დარაზგონებას. თუმცა ახლა მგონია რომ სისტემას პრობლემები აქვს. მოდი ჯერ ცოტას დავწერ შემადგენელ ნაწილებზე. პირველი რაც გაიჩითა და რამაც საერთოდ გადამაწყვეტინა რომ ცოტა ფულს გადავყრიდი კომპიუტერის აწყობაში იყო intel-ის i7-2600k ES (engineering sample იგივე intel confidential) რომელიც სადღაც 200 ლარის ფარგლებში ვითრიე. შემდეგი იყო მაზერი ASROCK Z68 EXTREME4 gen 3 http://www.asrock.com/mb/Intel/Z68%20Extreme4%20Gen3/ რომელზეც როგორც აღმოჩნდა ჩემი ცონფიდენციალი არ მუშაობდა და როგორც ფორუმებიდან იტყობინებოდნენ არც იმუშავებდა არაფრით. ამიტომ ის გადავცვალე gigabyte ga-p67-ud5-b3 rev1-ზე http://www.gigabyte.com/products/product-page.aspx?pid=3762 გარდა ამისა ახლა დროებით მიდგას ერთი ცალი 4 გიგაბაიტიანი http://www.legitreviews.com/images/reviews/1740/modules.jpg და ველოდები ორ ცალ CMZ16GX3M4X2133C11R–ს ამას პლიუს msi gtx 650ti, კვება 550 ვატზე cooler master-ის რაღაც საშუალო მაცივარი ჰაერზე და ჩვეულებრივი 500გიგაბაიტიანი HDD. SSD არ მაქვს ჯერჯერობით. ამ ყველაფრის ერთად თავმოყრის შემდეგ კომპიუტერი თითქოს ჩვეულებრივად მუშაობდა და არანაირი ტესტები თავიდან არც ჩამიტარებია თუ არ ჩავთვლით რომ ეს ცონფიდენციალ პროცესორი სისტემამ ბიოსმა და ტესტერებმა დაინახეს როგორც „0 @ 2.50“ სახელით და მისი სიხშირე როდესაც ბიოსიდან მულტიპლიერი 25 ზეა დაყენებული დეფაულთად ტურბო ბუსტის გარეშე არის 2.5 ნაცვლად 3,4 ისა (2600კ) და ტურბო ბუსტით 2,8 ნაცვლად 3,8–სა ეხლა პრობლემა: პრობლემის არსებობაში დამაეჭვა თამაშის ინსტალაციამ. ანუ რამოდენიმე რეპაკის ჩაწერისას როცა იწყებდა დიდი დაკომპრესებული ფაილების ამოღებას გამოქონდა unarc.dll–ის პრობლემა რომლის მიზეზების ძიებისასაც ერთერთი ვერსია ეწერა რომ შეიძლება ყოფილიყო ოპერატიულის პრობლემა, ამიტომ გადავწყვიტე memtest86-is გაშვება. მემტესტმა ოპერატიულის შემოწმებისას გამომიტანა 500 მდე ერორი ორ გადავლაზე როგორც მგონია (ან ორად გაყო მეხსიერება და თითოჯერ გადაუარა ათივე ტესტით) ამის შემდეგ წავედი და ოპერატიულები დროებით შევცვალე რაღაც ორი ცალი ორ გიგაბაიტიანით მაგრამ მემტესტს შეცდომები მაინც გამოქონდა. მოიხედავად ამისა იმის შემდეგ რაც ცორსაირი უკან დავაბრუნე თამაში დაყენდა (რამდენჯერმე) შეკითხვები თქვენთან ნაკლებად სავარაუდოა და შეიძლება ის ოპერატიულებიც ცუდი იყო? კიდევ რისი პრობლემა შეიძლება იყოს? მაზერი და cpu-ც? თუ მარტო მაზერი რას ფიქრობთ საერთოდ მაგ ცონფიდენციალ ცპუ–ზე რომელიც მაქვს და იმ ორი მაზერიდან რაც დავწერე რომელი რამდენად ჯობდა რა დამატებითი ინფორმაცია შემიძლია დავდო რომ ჩემი პრობლემის უკეთ გაგებაში მოგეხმაროთ მე რაც შემეხება ცოტა ადვანსედ უზერი ვარ და ადამიანური ენით ახსნილი წესით უნდა გავიგო პს პოსტის გამოქვეყნებისას შეცდომაზე გადის ფორუმი
117 Posted July 25, 2013 Author Posted July 25, 2013 fx8150-ზე შემიძლია გადავცვალო ეს პროცესორი და მაზერი რას ფიქრობთ? იმისი მაზერი ჯერ არ ვიცი რა არის ოღონდ და არც ის ვიცი რა ჯობია რომ იყოს ამაზეც მიპასუხეთ როცა ( ) იმ ზემოთდაწერილებზე გამცემთ პასუხს
117 Posted July 26, 2013 Author Posted July 26, 2013 memtest–ის და unarc.dll–ის პრობლემა მოიხსნა. ყველაზე იდიოტური მიზეზი აღმოჩნდა რაც შეიძლება ყოფილიყო: პროცესორის გატოკებამ უშველა ალბათ რომელიმე ფეხის კონტაქტი იყო ცუდი.
T a S o T T i Posted July 27, 2013 Posted July 27, 2013 memtest–ის და unarc.dll–ის პრობლემა მოიხსნა. ყველაზე იდიოტური მიზეზი აღმოჩნდა რაც შეიძლება ყოფილიყო: პროცესორის გატოკებამ უშველა ალბათ რომელიმე ფეხის კონტაქტი იყო ცუდი. პროცესორის გატოკებამ?როცა სოკეტში ჯდება პროცესორი დამიჯერე იქ გასატოკებელი ადგილი აღარ რჩება აბა კარგად დააკვირდი რომელიმე პინი ხომ არაა ჩაღუნული მაზერზე ან საერთოდ მოტეხილი
117 Posted July 29, 2013 Author Posted July 29, 2013 T a S o T T i თვითონ ქულერი არ მომიხსნია პროსტა დაემთხვა რომ ზევიდან გავატოკე და მოეხსნა პრობლემა იმის შემდეგ და ერთადერთი ლოგიკური აზრი ეგაა იმიტომ რომ რამებიც შევცვალე და იგივეს აკეთებდა შემდეგ გასწორდა ახლა მაქვს კიდევ ერთი უცნაური პრობლემა: იდილეზე როცაა ანუ როცა არაფერს არ ვაკეთებ და რაღაც დრო გადის უცბათ კომპში ყველაფერი იგრუზება პროცესორიც ვიდეოც და ვიჩესტერიც კი ისე რომ თემასაც კი ცვლის აეროდან ბაზიკზე. თავიდან ეგ დრო ემთხვეოდა power plan-ში დაყენებულ დროს სლიფი და ეკრანის ჩაქრობა მქონდა ერთიდაიგივე დროზე მერე ნორმალის სეთინგები გადავწიე ორივე რომ არასოდეს დაეძინა და არც ეკრანი გაეთიშა და ნახევარი საათის გასვლის შემდეგ მაინც გააკეთა იგივე ოღონდ power plan თავისით გადაირთო hight performance მოდზე მერე სამივე მოდზე დავაყენე ყველაფერი რომ არასოდეს არც ეკრანი გათიშოს და არც დაიძინოს და იმის მერე დრო არ მქონდა სპეციალურად დავკვირვებოდი და თავისით აღარც გაუკეთებია. მაგრამ თუნდაც ასე იყოს ეგ გამოსავალი არაა თავისით რატომ შეიცვალა პლანი? მინდა რომ ეკრანის ჩაქრობა დავაყენო
Recommended Posts