Jump to content

Recommended Posts

Posted

დღეს ჩემთვის სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ Vapor-X არამხოლოდ სახელწოდება, არამედ მთელი ტექნოლოგია ყოფილა. მინდა მასზე ინფორმაცია თქვენც გაგიზიაროთ. სამწუხაროდ ამას საკმაოდ ძველი ვიდეოდაფის მაგალითზე გავაკეთებ, მაგრამ მუშაობის პრინციპი ძველ და ახალ დაფებში იგივეა...

l21fw3g2madk3253p69l.jpg

თქვენს წინაშეა Sapphire HD 3870 Vapor-X. Vapor-X ტექნოლოგიას სწორედ კომპანია Sapphire იყენებს თავის დაფებში. მოდით, ვნახოთ რა ხდება ამ პატარა რადიატორის შიგნით...

4avv9ipb0yhk2l8mn8.jpg

d035sznqs191r9kwgaz.jpg

როგორც ხედავთ, რადიატორის GPU-სთან შეხების ზედაპირი მთლიანად სპილენძისგანაა დამზადებული, დანარჩენი ნაწილი კი ალუმინისგან შედგება.

0dvliola23hmuz9yjmx9.jpg

67t2m2egyocor3nnm3f.jpg

ბარემ ქვევიდანაც შევხედოთ რადიატორს... მაინცდამაინც სასიამოვნო სანახავი არ აღმოჩნდა...

2sowyfpq80qfapsag.jpg

ახლა კი უკვე შეგვიძლია "მივხვდეთ", რომ სპილენძის ფუძე არ არის მონოლითური - იგი ღრუტანიანია. შიგნით მოთავსებულია ორთქლის კამერა.

ufcqafkqxrhfktn85s4.jpg

ეს კი ორთქლის კამერის შიგთავსის სქემაა:

7vq3hgcp4swuih9y568i.jpg

ეს ფენები კამერაში ზუსტად ასეა განლაგებული:

rj8uutqe3gwmtqrvpvs.jpg

ეს კი მოქმედების პრინციპია...

p4jkj8ssx1lxmk8acwnd.jpg

როგორც ხედავთ, Vapor-X ტექნოლოგია სითბოს სითხით გაცვლაზეა დამყარებული, უფროსწორად მის აორთქლება-კონდენსაციაზე. მწარმოებლის განცხადებით ეს ტექნოლოგია ჩვეულებრივ რადიატორებთან შედარებით სითბოს უფრო სწრაფ გაცვლას უზრუნველყოფს, რაც ერთიდაიგივე რადიატორის შემთხვევაში უკეთეს წარმადობას გვაძლევს, ხოლო ერთიდაიგივე წარმადობის შემთხვევაში - უფრო მცირე ზომის რადიატორს. სწორედ ამიტომაა Vapor-X დაფები ასეთი კომპაქტური. შედეგი კი საკმაოდ შთამბეჭდავია:

gn7mk5k846anz5mzjo2m.jpg

სამწუხაროდ მედალს მეორე მხარეც აქვს - Vapor-X ტექნოლოგია ძალზედ ხმაურიანია. ფენის 50%-იანი ბრუნებიც კი საგრძნობ ხმაურს წარმოქმნის... ასე რომ თუკი გსურთ ჩუმი სისტემა, არ იყიდოთ Vapor-X, იყიდეთ ჩვეულებრივი ვიდეოაფები. მაგრამ თუკი ხართ ყრუ, ან სულ ყურზე გკიდიათ ხმაური, იყიდეთ Vapor-X ვიდეოდაფა, იგი ყოველთვის გრილი იქნება :rolleyes:

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.