Jump to content

Recommended Posts

Posted

ვიკრებ დღეისთვის უკანასკნელ ძალებს და გთავაზობთ სტატიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვარგოთ რადიატორი CPU-ს.

3e7cb84c6122.jpg

ის, რასაც სურათზე ხედავთ, არის "საშუალო-სტატისტიკური" რადიატორის CPU-სთან შეხების ადგილი. კარგ რადიატორებს ეს ადგილი ასეთი აქვთ:

faa04295e3db.jpg

სარკესავით პრიალა და აი რატომ: ახლოდან თუ "შევხედავთ" პროცესორის და რადიატორის შეხების ადგილს, რაც უფრო უხეში ზედაპირი აქვს რადიატორს, მით ნაკლები შეხების წერტილი ექნება მას პროცესორთან, მით უარესი სითბოს გაცვლა და შესაბამისად - ნაკლები წარმადობა

7913280ac8a7.gif

რათქმაუნდა იდეალურ შეხებას ვერანაირად მივაღწევთ, მაგრამ დაახლოებით ასეთ დონეზე დაყვანა შესაძლებელია, დანარჩენს კი თერმოპასტა შეავსებს.

a0e2f6aa3c17.gif

1. რამდენი გრადუსით შემცირდება ტემპერატურა, თუკი რადიატორს გავაპრიალებ?

დაახლოებით 5 გრადუსით. თავად გადაწყვიტეთ გიღირთ თუ არა ეს შრომად.

2. როგორ შევამოწმო, კარგია თუ არა ჩემი რადიატორის ზედაპირი?

აიღეთ შუშა, დააწვეთეთ წყალი რადიატორს, დაადეთ შუშა. თუ ზედაპირი სწორია, მაშინ წყალი გაიშლება. რასაც სურათზე ხედავთ ცუდი რადიატორია...

ffa6cd27d71c.jpg

ამ სურათზე კი "ვატერბლოკის" ზედაპირს ხედავთ. წყალი არ ჩანს იმიტომ, რომ ის იდეალურად გაიშალა.

5c7407db1fd3.jpg

3. რამდენად პრიალა ზედაპირი მჭირდება?

უმთავრესია, რომ ზედაპირი იყოს სწორი. პრიალს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თერმოპასტა თავის თავზე აიღებს კარგ შეჭიდებას.

4. როგორ გავაპრიალო?

აიღეთ 120, 200, 400 და 600 სიწმინდის მქონე "შკურკა" (ქართულად "ზუმფარა ქვია, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო არ დავწერ). დადეთ "შკურკა" სწორ ზედაპირზე და უსვით ზედ რადიატორი წრიული მოძრაობებით. არავითარ შემთხვევაში ძალის დატანება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში რადიატორის კიდეები გადამრგვალდება. რიგ-რიგობით გამოვიყენოთ ყველა სიწმინდის "შკურკა".

5. გაწმენდა

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გასაწმენდად წ%$&#, ზეთის ან რამე მისთანის გამოყენება. ყველაზე კარგია აცეტონი. ის კარგად მოაშორებს ზედმეტ ნაწილაკებს.

6. რჩევები

კარგია "შკურკაზე" ცოტაოდენი ნავთის დაწვეთება. ეს აადვილებს საქმეს და შესრულების ხარისხსაც ზრდის.

სასარგებლო იქნება რადიატორის 180 გრადუსით შებრუნებაც, რათა ხელის დაჭერით გამოწვეულმა დატვირთვამ რადიატორის მხოლოდ ერთი მხარე არ "გახეხოს".

თუ ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც სტატიაში წერია, დაახლოებით 15 წუთში გექნებათ პრიალა "სტოკ" ქულერი :spiteful:

წარმატებას გისურვებთ

  • Upvote 6
  • Downvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.