Popular Post მიშა Posted November 2, 2010 Popular Post Posted November 2, 2010 გამარჯობათ ზარმაცქლოქერებო... დღეს შემოგთავაზებთ სტატიას სითბურ მილაკზე. ადრე, როდესაც ძალიან ლამერი ვიყავი, მეგონა, რომ ეს მილაკი კიარა, ღერო იყო. ანუ შიგნით ღრუ არ ჰქონდა. თუმცა შემდეგ გავიგე, რომ ეს არის მილაკი, შიგნით რაღაც ჰიპოთეტიური სითხით, რომელიც კარგი თბოგამტარია. ცოტა ხნის წინ ჩვენმა ნეირონმა მკითხა რა ასხია მაგ მილაკშიო და მეც ვიკიპედიის ლინკებთან ერთად გადავწყვიტე ჩავღრმავებოდი სითბურ მილაკს და გამერკვია რა არის, როგორ მუშაობს და რა ასხია შიგნით. ------------------------------------------------------------------------------------ როგორც გაირკვა, სითბური მილაკი არის სპილენძის ან ალუმინის მილაკი, რომელშიც ასხია გამაგრილებელი სითხე (წყალი, ეთანოლი, აცეტონი ან ვერცხლისწყალი) და ჰერმეტულადაა დარჩილული. ამასთან, სითხე მილაკს ბოლომდე არ ავსებს და მის დანარჩენ ნაწილში ვაკუუმია. როდესაც მილის ერთი ბოლო ხურდება, მასში მყოფი სითხე ორთქლდება და მიემართება მილის ცივი ბოლოსკენ. ვაკუუმი აჩქარებს ორთქლის ნაწილაკების გადაადგილებას. ორთქლი გადასცემს თავის სიმხურვალეს რადიატორს (რომელიც წესით და რიგით მილაკზე უნდა იყოს დამაგრებული), კონდენსირდება და ისევ სითხედ ქცეული მიემართება მილაკის ცხელი ბოლოსკენ. სქემატურად ეს ყველაფერი ასე გამოიყურება: უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არ არის აუცილებელი, მილაკი იყოს მაინცდამაინც ცილინდრული ფორმის. არსებობს ბრტყელი მილაკებიც. ერთ-ერთი ასეთი მილაკის სქემატურ ჭრილს სურათზე ხედავთ: ტექნოლოგია და მოქმედების პრინციპი იგივეა. საკმაოდ მარტივია ყველაფერი. დასასრულს მხოლოდ იმას დავძენ, რომ სითხეები შეირჩევა სითბური მილაკის მუშა ტემპერატურების შესაბამისად. გმადლობთ ყურადღებისთვის. 22 Quote
მიშა Posted June 10, 2012 Author Posted June 10, 2012 და ბრტყელ მილაკებს სად აყენებენ? არსად მინახავს ზოგიერთ ქულერს აქვს პროცესორთან შეხების წერტილზე დაბრტყელებული მილაკი, რომ მეტი შეხების ფართობი ჰქონდეს. 1 Quote
გიაჩხეო Posted June 13, 2012 Posted June 13, 2012 ბრტყელ მილაკებთან დაკავშირებით ამ სურათებს წავაწყდი და იყოს Quote
NEIRON Posted June 13, 2012 Posted June 13, 2012 + მილაკებიც განსხვავდება შიდა შენებით იმისათვის რომ შიდა ფართი გაიზარდოს მილაკის სითბო/სიცივის უკეთ გამოსაყოფად,იყენებენ 2 გვარ მეთოდს: ბრტყელ მილაკებში უმეტესად სპილენძის ფილტრისმაგვარი თბოგადამცემია,გუბკა ხომ იცით,აი მასეთითაა ამოფენილი კედელი,ოღონდ სპილენძისგან,სისქე 1მმ-მდეა. მეორენაირია: სითბოს გადაცემა უშუალოდ მილაკების კედლიდან გამოწეული ფირების საშვალებით ხდება.რომ მოვიცლი,სურათბს გადავუღბ. Quote
geomaster1 Posted July 11, 2012 Posted July 11, 2012 ვინმემ თუ იცით ეს რაღაც სპილენძისმაგვარი ტრუპკები, სითბური მილაკებია? Quote
T a S o T T i Posted July 11, 2012 Posted July 11, 2012 ვინმემ თუ იცით ეს რაღაც სპილენძისმაგვარი ტრუპკები, სითბური მილაკებია? კი სითბური მილაკებია და საკმაოდ მძლავრი გაგრილების სისტემაცაა :) Quote
shuma89 Posted July 26, 2012 Posted July 26, 2012 ალბათ ამ თემასთან ახლოსაა ჩემი კითხვა. ასუსის საილენთ ნაით მაქვს პროცესორზე რაც ეხება ესეთ ვიდზეა დაახლოებით აშკარაა რო საშნელებაა, მინდა გავაპრიალო იდეალური თბოგამტარობისთვის, ამიტომ მაინტერესებს რჩევა, რით გავაკეთო ეს ყველაფერი, უბრალოდ შკურკა რო ავიღო გავანადგურებ ვიცი, ვისაც გაუკეთებია იმისგან მაინტერესებს, რა ჯანდაბით გავაპრიალო :@ Quote
მიშა Posted July 27, 2012 Author Posted July 27, 2012 ალბათ ამ თემასთან ახლოსაა ჩემი კითხვა. ასუსის საილენთ ნაით მაქვს პროცესორზე რაც ეხება ესეთ ვიდზეა დაახლოებით აშკარაა რო საშნელებაა, მინდა გავაპრიალო იდეალური თბოგამტარობისთვის, ამიტომ მაინტერესებს რჩევა, რით გავაკეთო ეს ყველაფერი, უბრალოდ შკურკა რო ავიღო გავანადგურებ ვიცი, ვისაც გაუკეთებია იმისგან მაინტერესებს, რა ჯანდაბით გავაპრიალო :@ Quote
mishka3339 Posted August 15, 2012 Posted August 15, 2012 მილაკში თუ სითხე იყო არ ვიციოდი, გაიხარე ავტორ საინტერესო თემისთვის Quote
alex007 Posted November 12, 2013 Posted November 12, 2013 აუ და რამაინტერესებს მაგ სითხის აორთქლების შანსი არსებობს ან გამოლევისს ???? Quote
NEIRON Posted November 12, 2013 Posted November 12, 2013 აუ და რამაინტერესებს მაგ სითხის აორთქლების შანსი არსებობს ან გამოლევისს ???? აორთქლდება თუ აპარებს ან თუ გატეხე, ისე კაი ხანს გემსახურება. Quote
kakha77777 Posted February 22, 2014 Posted February 22, 2014 ჩემი მაზერის ჩიპსეტის ქულერს რომ აქვს, ესეც ასეთი სითხიანი მილაკია ? https://www.asus.com/Motherboards/P5Q3/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.