Spy Posted June 18, 2013 Posted June 18, 2013 სალამი ყველას, ხო ვერ მოვიშორე ეს საძმო-სამეზობლოს კომპები მოკლედ, ასეთი პრობლემაა : გუშინ ძმაკაცი მირეკავს, კომპი აღარ მერთვეებაო, მე როგორც კომპეტენტური პირი ჩავედი გასაკეთებლად გავხსენით, ძალიან ჭუჭყიანი იყო ვიდეო კარტა, რამოდენიმე წლის გაუწმენდელი. ვიფიქრე ხომ არ ხურდება მეთქი, გავწმინდე ქულერიან ყველაფრიანა, მაგრამ მაინც არ ჩაირთო, შემდეგ ვიფიქრე დაიწვა მეთქი, მაგრამ ჩემს კომპზე რომ დავაყენა დაწერა "9500 GT Detected"-ო. ანუ ვიდეო ჯანზეა, გამორიცხვის მეთოდით მივყვები. კომპიუტერს როდესაც რთავს, ასეთ რაღაცას აკეთებს, ჯერ ირთვება პროცესორი (ღმუილი + ქულერი), შემდეგ 2 წამში რესტარტდება და აგრძელებს მუშაობას (ღმუილი + ქულერი) მაგრამ მონიტორზე არაფერს აჩვენებს (ამიტომ მეგონა ვიდეოს ბრალი). ეხლა ვინჩესტერის ბრალი მეგონა და ჩემს კომპზე შევაერთე წეღან, როდესაც ირთვება კომპი მონიტორზე მიგდებს Windows normal start-up და Windows Repair, ჩვეულებრივ სტარტს რომ ვირჩევ იმას აკეთებს რაც ზემოთ დავწერე (რესტარტი)... ვინჩესტერიც გამოირიცხა, რახან ჩაირთო და ვინდოუსი აღიქვა, ზნაჩიტ გაფუჭებული არაა... რახან არ ჩართო ვინდოუსი, გავუშვი Windows repair მაგრამ როგორც ყოველთვის ბევრი იბოდიალა, დიაგნოზები, ტესტები, მაგრამ მაინც მთხლიშა ვერ გავაკეთეთ System repair-იო. ხოდა ეხლა მაინტერესებს, მარტივი ვინდოუსის გადაყენება თუ უშველის ? ან ეს სისთემ რიფეირს რატომ მთხოვს, დისკი დაზიანდა თუ ვინჩოს დაერხა საბოლოოდ (რაც ნაკლებად სავარაუდოა) ? იქნებ მიშველოთ ხო კიდე, ამ ვინჩოს წეღან ხელი რომ დავადე სასტიკად გახურებული იყო, იმაზე მეტად ყოველ შემთხვევაში, რა დონეზეც უნდა ყოფილიყო. რას მეტყვით, რა ვუყო, რისი ბრალია?
Razer Posted June 18, 2013 Posted June 18, 2013 თემა იხურება არასწორი დასათაურების გამო. გაეცანი წესებს მეორედ ვორნი ამჯერად სიტყვიერი გაფრთხილება
Recommended Posts