memphis Posted May 7, 2013 Author Posted May 7, 2013 , თუ არის კიდე სასტავი ვითამაშოთ ხოლმე და ისწავლი მეც არ ვიცი პროფის დონეზე
memphis Posted May 7, 2013 Author Posted May 7, 2013 არც გაგიგიათ ტო ჯოკერის სასტავი ხართ უმეტესობაა?? )
memphis Posted May 7, 2013 Author Posted May 7, 2013 G1ORG1 , ხო მაგარი ინტერესნი თამაშია ) კარგად იციი?? ვითამაშოთ ხოლმე კიდე გაიჩითება მცოდნე კამანდა ალბათ.. პლიუს ვისაც თამაშის სწავლა უნდა გაიჩითოს ხოლმე და ერთად ვისწავლოთ უკეთესად თამაში
G1ORG1 Posted May 7, 2013 Posted May 7, 2013 კარგათ ვიცითქო ვერ ვიტყვი, ხან იმხელა გორაზე ავდიოდი ევერესტი წერტილი ჩანდა საკმაოთ ტვინის გასამოძრავებელი თამაშია. 5 წელი მიანც იქნება რაც არ მითამაშია, წერა არ ვიცი სად თამაშობ, საიტია რამე? მიზერის წაღება მევასებოდა ყველაზე მაგრათ, კარტს რომ გადმოშლი ეგ არის კაიფი. მაგარი თამაშია მოკლეთ. ხან 4-5 საათი გვითამაშია ერთი ხელი.
მიშო Posted May 7, 2013 Posted May 7, 2013 ვითამაშოთ ხოლმე კიდე გაიჩითება მცოდნე კამანდა ალბათ.. პლიუს ვისაც თამაშის სწავლა უნდა გაიჩითოს ხოლმე და ერთად ვისწავლოთ უკეთესად თამაში რამდენი კაცია საჭირო?
memphis Posted May 7, 2013 Author Posted May 7, 2013 G1ORG1 , , ხო მაგარია მეც ეგრე ვარ კაი ხანია არ მითამაშია) ძირითადად ვთამაშობდი ხოლმე gambler.ru-ზე..სოფტს იწერ და თამაშობ ჩვეულებრივად..ხოდა თუ მსურველები იქნებიან საღამოობით თავისუფალ დროს პარატა პარტიები მოვცხოთ ხოლმე გაგვისწორდება თან ფორმაში ვიქნებით თამაშისთვის საჭიროა მინიმუმ სამი კაცი.ოთხიც თამშობს მეტი არა. თუ ვინმე სასწავლად გაიჩითება კარგი იქნება თუ სამკაციანის შემთხვევაში 2 მცოდნე იქნება და 4 კაციანის შემთხვევაში 3..უფრო გაგვიადვილდება თამაში და იმ კაცსაც წესიერად ავუხსნით სამივე/ორივე... ) რავი მემგონი გაგვისწორდება რაა
G1ORG1 Posted May 7, 2013 Posted May 7, 2013 კარგი იქნება, უბრალოთ კომპთან გადაბმულათ 2-3 საათი ვერ დავჯდები და ტეხავს , თამაშში ხელს შეგიშლით.
memphis Posted May 8, 2013 Author Posted May 8, 2013 G1ORG1 , არ არის საჭირო მაგდენი ხანი )) ყოველშემთხვევაში დასაწყისისთვის მაინც ) ჩვენზეა ეგ დამოკიდებული სადამდეც გვინდა იქამდე ვითამაშოთ
memphis Posted May 8, 2013 Author Posted May 8, 2013 maxoooooo, http://www.gambler.ru/ ჩამოტვირთე სოFტი და დარეგისტრირდი ) რეგისტრაცია ძალიან მარტივია არც მეილი უნდა და არაფერი სახელი და პაროლი მარტო.. პრეფერანსის გარდა სხვა თამაშებიც არის.. საკმაოდ ცნობილი გვერდია
memphis Posted May 8, 2013 Author Posted May 8, 2013 , კარგია ) მზად ხარ ანუ ხოო უკვე ერთ კაცსაც დაველოდოთ ან ორს და ვითამაშოთ.. მერე დავთქვატ ხოლმე დრო და საღაამოობით მოვცხოთ ხოლმე სასტავმა... მანამდე მოდი მოკლედ $#^#(|დები თეორიული აგიხსნასავით ) თამაშის დროს სამკაციანი იქნება თუ ოთხიანი თამაშობს ერთი ადამიანი და დანარჩენები ცდილობენ არ შეასრულებინონ მოთამაშეს თავისი მისია (ანუ მოთამაშე თუ იტყვის 6-ს არ წააღებინონ 6 ან თუ იტყვის მიზერს შეტენონ 1 მაინც და ა.შ ) ზოგადად თამაშში ქულები იწერება სამ რაღაცაში ესენია:"გორა","თამაში" და "ვისტი" გორაში ქულები იწერება მაშინ როცა იტყვი სიტყვაზე 6-ს და ვერ წაიღებ..ანუ წაიღებ 5,4 რაც უფრო ცოტას წაიღებ მით მეტი ქულა დაგეწერება გორაში ან სიტყვაზე იტყვი მიზერს(ანუ არცერთი არ უნდა წაიღო) და წაიღებ 1-ს 2,3 აქაც რაც უფრო მეტს წაიღებ მით უარესი..საბოლოოდ გამოვიდა რომ გორაში ქულები ძააალიან ცუდია შესაბამისად თამაშში იწერება ქულები მაშინ როცა იტყვი 6 და წაიღებ 6-ს,იტყვი მიზერს და არ წაიღებ არცერთს და ა.შ..ეს კარგია ) ვისტი ეწერებათ იმათ რომლებიც ცდილობენ "გააფუჭონ მოთამაშე" აქაც კარგია ქულები ) თამაშისთვის საჭიროა 32 ბანქო შვიდიანიდან-ტუზამდე(4 ფერი) რიგდება 10-10 კარტი.2 არის ე.წ "პრიკუპი" სამი მოთამაშის შემთხვევაში ყოველ დარიგებაზე სამივე თამაშობს და პრიკუპი ცალკე იდება 2(კარტი) და 4 მოთამაშის შემთხვევაში ყოველ დარიგებაზე 1 კაცი რჩება თამაშგარე,პრიკუპისტი დარიგების შემდეგ იწყება ე.წ "ვაჭრობა". ვაჭრობა თამაშისთვის ანუ რომელი ითამაშებს...ვაჭრობას იგებს ის ვისაც მეტის წაყვანის შანსიაქ.ვაჭრობის მოგებასთან ერთად მოთამაშე იღებს პრიკუპს რაც ზემოთ ვახსენეთ და უხდება 12 კარტი (10 ძირითადი 2 პრიკუპი)ამის შემდეგ მოთამაშე 2 თავისთვის უსარგებლო კარტს "აგდებს" ანუ გამოვიდა რო პრიკუპის კარტში ცვლის..არც პრიკუპი და არც ჩაგდებული კარტი არ უნდა დაინახოს არცერთმა მოთამაშემ.. ვაჭრობა მიმდინარეობს შემდეგნაირად... როგორც ხედავთ მინიმუმი სათქმელი არის 6 მერე 7,8,9,10 და მიზერი... ყველა არის ცალცალკე 6 ყვავი,6ჯვარი და ა.შ ანუ როცა იძახი 6 ჯვარი შენ უნდა წაიღო 6 და კოზირი არის ჟვარი.. მარტივია ასევე შესაძლებელი კოზირის გარეშე თუ იტყვი 6 BK-ს(ბეზ კოზირა )შესაბამისად ვისტიორებმაც(ან ვისტიორმა)უნდა წაიღოს შესაბამისი რაოდენობის კარტი ანუ თუ მოთამაშე იტყვის 6-ს ვისტიორმა უნდა წაიღოს 4 თუ იტყვის 7 ვისტიორმა უნდა წაიღოს 2 და ა.შ..თუ მოთამაშემ თქვა 7 და დანარჩენ რომელიმე მოთამაშეს არ შეუძლია 2-ის წაღება მაშინ შეუძლია თქვას "პასი"..იმიტომ, რომ თუ იტყვის ვისტს და ვერ წაიღებს შესაბამის რაოდენობას, ქულა დაეწერება გორაში.. მგონი არც ისე ძნელია... შემდეგ.. მაგალითად მე და კიდე ერთ მოთამაშეს შეგვიძლია 6 ავიღოთ და ჩვენს შორის მიდის ვაჭრობა..თუ მე ვიტყვი 6 ყვავს და ის იტყვის 6 ჯვარს ის მე მომიგებს ვაჭრობას მაგრამ არ შეეძლება კოზირი თქვას ყვავი,შესაბამისად შეუძლია თქვას ჯვარი აგური ან გული რომელიც უნდა ) მემგონი გასაგებია ) შემდეგ: სიტყვაზე არცერთ მოთამაშეს არ აქვს "კარგი კარტი" ანუ არ შეუძლია 6-ის წაღება..ამ შემთხვევაში ყველა იძახის პასს და ხდება ე.წ "რასპასი" ამ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ და კარგი იქნება რომ არ წავიღოთ არცერთი.წაღების შემთხვევაში ქულა დაგვეწერება გორაში ) რაც ძალიან ცუდია რასპასის მოხდომის შემთხვევაში მინიმალური "სათქმელი" ხდება 7-ი.ანუ 6-სს ვეღარ ვიტყვით.. 7-ის თქმის და წაღების შემთხვევაში რასპასი იხსნება და თამაში გრძელდება ჩვეულებრივად.. ანუ 6-ის თქმა შეგვიძლია მერე.. მანამდე სანამ ისევ რასპასი არ მოხდება... რასპასში თამაში არის განსაკუთრებით საინტერესო... ჯერჯერობით სულ ეს არის მეტი არ მაგონდება მნიშვნელოვანი არაფერი..თუ რაღაცა გამახსენდება დავამატებ ხოლმე ან ვინც იცის კიდე იმან დაამატოს თუ რამეგამომრჩა ) ერთი წაკითხვით ცოტა ძნელი მოგეჩვენებათ მაგრამ თამაშის დროს არც თუ ისე ძნელია მთავარია კარტი აკონტროლოთ და გქონდეთ კარგი მეხსიერება..ანუ რა კარტია გასული და რა კარტია თამაშში რომ იმის მიხედვით იმოქმედოთ.. თუ რამე კითხვები გექნებათ $#^#(|დები გიპასუხოთ.... ) პ.ს წერა როგორ ხდება არ მკითხოთ კიდე ვერ ვისწავლე ცოტა ტვინის ბურღვაა აუ რამდენი ვწერე
kashmir Posted May 8, 2013 Posted May 8, 2013 რაღაცები ვერ გავიგე: 1) ვაჭრობის თემა, როცა ორივეს ვთქვათ 6_ის კარტი გვყავს, ცოტა დეტალურად დაწერე თუ შეგიძლია, რის მიხედვით იგებს და რომელი 2) რასპასს ისევ რასპასი თუ მოყვა მინიმალური წასაღები ისევ იმატებს? 7,8... 3) თამაშის მოგება როგორ ხდება/სანამდე მიდის თამაში საერთოდ პრიკუპის დვიჟენიამ კინგი გამახსენა ))
memphis Posted May 8, 2013 Author Posted May 8, 2013 kashmir, 1) ანუ 6 ყვავს 6 ჯვარი უგებს ორივეს 6 აგური და სამივეს 6 გული მიყოლებით რაა როგორც ფოტოზეა ) იგივეა 7,8,9,10 -იი შემთხვევაშიც.. 6-რო 7 უგებს მემგონი მიხვდით აღარ დავიწყებ ზედმეტ ახსნებს ) 2)არა.. ზოგადად 7 ხსნის რასპას რამდენჯერაც არ უნდა განმეორდეს ) მაღლა არ იწევს ) 3) თამაშის მოგება ხდება ქულების დაჯამებით ოღონდ ვერ გეტყვი როგორ არ ვიცი )..თუ იმ პროგრამაში ვითამაშებთ ის თვითონ ითვლის ყველაფერს და პრობლემა არ შეგვექმნება მაგაზე... ეხლა რაც შეეხება თამაშის დამთავრებას.. სიტყვაზე თამაში არის 20 მდე და ვთამაშობთ 3 კაცი.. ამ შემთხვევაში თამაში გამოდის 60-მდე. ანუ სამივე მოთამაშემ "თამაშის გრაფაში" უნდა შეავსოს 20 ქულა... მაგალითად როცა ხდება რასპასი მაშინ თამაშის გრაფაში ქულები არ იწერება. ან როცა იტყვი 6 და ვერ წაიღებ 6-სს მაგ შემთავევაშიც არ იწერება ქულები... ამიტომ რაც უფრო ბევრჯერ მოახერხებს მოთამაშე(მეც,შენც,და მესამეც) თამაშს და წაიღებს იმდენს რამდენიც ნათქვამი აქვს, უფრო მალე დამთავრდება თამაში ) ანუ სანამ სამივე მოთამაშის "თამაშის გრაფა" არ შეივსება 20-მდე(პირობითად) იქამდე გაგრძელდება თამაში პრიკუპის დვიჟენიამ კინგი გამახსენა )) კარგად იცი კინგიი?? ) ეგეც ძაან მაგარი თამაშია ოღონდ არ პრეფერანსზე ცუდად ვიცი ) წესებიც არ ვიცი ბოლომდე არადა მარტივიაო წესები ) ეგეც არის იმ პროგრამაში...
kashmir Posted May 8, 2013 Posted May 8, 2013 kashmir, კარგად იცი კინგიი?? ) ეგეც ძაან მაგარი თამაშია ოღონდ არ პრეფერანსზე ცუდად ვიცი ) წესებიც არ ვიცი ბოლომდე არადა მარტივიაო წესები ) ეგეც არის იმ პროგრამაში... კარგად ვიცითქო ვერ გეტყვი, ვთამაშობთ ხოლმე მეგობრები ლუდის თანხლებით )) ისე კაი ხანია აღარ გვითამაშია, ადრე უფრო გვეცალა. ჯოკერთან შედარებით ბევრად მომწონს. თავისუფალ დროს ჩავუჯდეთ ხოლმე, ბევრისგან გამიგია, რომ ძალიან საინტერესო თამაშია. პრეფერანსზე ეს ვნახე: http://www.fpclub.ru/games/pref/prefrules.php რომ გადავხედე მივხვდი რომ ჯერ ძალიან ბევრი მაკლია თამაშის გაგებამდე
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.